Saturday, May 11, 2013

აფხაზეთი



  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (აფხ. Аҧснытәи Автономтәи Республика) ფართობი 8,7 ათასი კვადრატული კმ შედის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომია შეიქმნა 1921 წლის 4 მარტს როგორც ( აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ) 1990 წლიდან ,, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა,, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების აფხაზეთის და სამეგრელოს ( გალის რაიონის ) ტერიტორიას , 2008 წლის აგვისტოს ომამდე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ იყო გულრიფშის მუნიციპალიტეტის აჟარის სასოფლო თემის ტერიტორია (23 სოფელი), ე.წ. კოდორის ხეობა. ამ ტერიტორიაზე 1998-2004 წლებში მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მმართველობა. . 1992-93 წლების კონფლიქტამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედიოდა შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:დედაქალაქი სოხუმი,გაგრის მუნიციპალიტეტი,გალის მუნიციპალიტეტი,გუდაუთის მუნიციპალიტეტი,გულრიფშის მუნიციპალიტეტი,ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი.








1992 წელს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განახორციელა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული „რეფორმა“, რის შედეგადაც ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილის ხარჯზე შექმნა ტყვარჩელის მუნიციპალიტეტი. აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელსაც უკავია დღეს მდინარე ენგურსა და მდინარე ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია. იგი რამდენიმე ისტორიულ ოლქს აერთიანებს: საძენი, ბზიფი, გუმა, აბჟუა, სამურზაყანო და წაბალ-დალი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური აფხაზეთი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიის მომცველი იყო და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს.




ფსნი, აფხაზეთის სახელწოდება აფხაზურ ენაზე.

ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V სს-ში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურია, გიენოსი, ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I ს-ში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში – მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV სს-ში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI სს-ში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა.

VIII ს-ში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო, რომელმაც გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. ახალ პოლიტიკურ ერთეულს “აფხაზთა სამეფო” ეწოდებოდა და დედაქალაქი ქუთაისში ჰქონდა. IX-((X)) სს-ში აფხაზეთი ერთიანი ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა საერისთავოს სახით. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, XVII ს-ის დასაწყისში შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც XVII -XVIII სს-ში ფორმალურად იმერეთის სამეფოში შედიოდა.

1810 წელს აფხაზეთის მთავარმა რუსეთის მფარველობა მიიღო. აფხაზეთის ტერიტორია 1864 წელს ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ, რომელმაც გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და მას სოხუმის ოკრუგი უწოდა. 1918-21 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლის 4 მარტს შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (სსრ), რომელიც სამოკავშირეო ხელშეკრულებით დაუკავშირდა საქართველოს სსრ–ს. 1931 წელს იგი გარდაიქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად ასსრ–ს სტატუსით. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეწოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ ფაქტობრივად ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იმართება სეპარატისტული რეჟიმის მიერ.~













No comments:

Post a Comment