Sunday, May 12, 2013

ასეთ ამინდში. . . . . . . 






მაისის 12ია,მაგრამ როგორც ჩანს თბილისს ჯერ კიდევ ვერ გაქცნენ ღრუბლები და ქალაქში ისევ წვიმს.


 ყოველთვის მიყვარს წვიმიანი ამინდი,განსაკუთრებით მაშნ ,როდესაც სახლში ვარ გარეთ არ გავდივარ საქმე არაფერი მაქვს ხოდა მეც მეტი რა მინდა მოვკალათდები ფანჯარასთან და ვიწყებ უაზროდ ფიქრს . . . 

ვფიქრობ ყველაფერზე ცხოვრებაზე ძირითადად და შეცომებზე უფრო,მერე ისევ ბაგღზელებ ფიქრს ზოგადსაკაცობრიოთემებზე და ვხვდები ,რომ მაინც არაფერი გვეშველება:D


უეცრად ვჩერდები პირი მიშრება .წყალი მჭირდება არა  ჩაი უფრო, ფიქრების ამშლელი და დარდის გამქარვებელი.




მოვარწიე ჩაით ხელში ფანჯარასთან ,ისევ წვიმს,გარეთ ხალხი გაფაციცებით მოძრაობს გაურბიან წვიმას  ერთი სული აქვთ სახლამდე მიაღწიონ და წვიმის წვეთი არ დაეცეთ . . ეჰ აბა  მე ვინ მიშვებს გარეთ თორემ,რომ შემეძლოს  გავიქცეოდი წვიმის წვეთებს შევუშვერდი თავს დავსველდებიდი,ვირბენდი უაზროდ ,ვიმღერებდი(საწყალი ვინც მოისმენდა) ვიხეტიალებდი წვიმიან უჩებში,შემოვივლიდი მთელ ქალაქს თბილისი ხომ წვიმაშიც განსაკუთრებულია . . . .  ამ ფიქრებში გართულის ვუყურებ ფანჯარას და ვხვდები ,როგორ ნელ-ნელა იკლებს წვიმის წვეთები და აღარ ეცემიან ჩემს ფანჯრის სარკმელს. . .

ეჰ წვიმაც გაჩერდა , ახლა რა ვქნა?  რა უნდა ვქნა ? ვიმეორებ ამ შეკითხვას უაზროდ და  აღელვებული დიდი ნაბიჯებით მოძრაობას ვიწყებ ოთახში.....  

ისევ მომიწევს ვუყურო ცარიელ მინებს და უაზროდ ვიფიქრო. . . 









No comments:

Post a Comment