Wednesday, May 8, 2013

მათი დავიწყება უბრალოდ სირცხვილია




ადამიანების უმეტესობა ერთმანეთს გავს, მათი ცხოვრებაც ასე თუ ისე ერთნაირია… დაბადებიდან სიკვდილამდე… არსებობისთვის ბრძოლა და მეტი არაფერი… ჩვენი ცხოვრება ისე მთავრდება შთამომავლობის მეტს ვერაფერს ვუტოვებთ კაცობრიობას… მაგრამ არსებობენ დიდი ადამიანები, ისინი ვისი წყალობითაც იზრდება და ვითარდება კაცობრიობა… ისინი ვისაც ადამიანების უკეთესად ქცევის საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის ბედნიერება ერგო წილად…
ალბათ ყველა მათგანი ჩვეულებრივად მოევლინა ამ ქვეყანას… ტირილით… თუმცა სიკვდილის წინ ყველას მათგანს შეუძლია თქვას რომ მათ არსებობას ჰქონდა აზრი…ყველა ჩვენგანი ერთ ან ორ ნაბიჯს ტოვებს კაცობრიობის გზაზე, მათ კი ათასობით, ასიათასობით ნაბიჯები დატოვეს…






ალბერტ აინშტაინი

სანამ აინშტაინის გამონათქვამებს გაეცნობოდეთ მინდა შემოგთავაზოთ მისი მცირე ბიოგრაფია/დოსიე:

სრული სახელი და გვარი: ალბერტ აინშტაინი
ეროვნება: გერმანელი
დაბადების თარიღი: 14 მარტი, 1879 წელი
გარდაცვალების თარიღი: 18 აპრილი, 1955 წელი

უდიდესი ფიზიკოსი, რომელიც ღირსეულად მიიჩნევა XX საუკუნის ყველაზე გამოჩენილ და წარმატებულ მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და აგრეთვე დიდი წვლილი შეიტანა კოსმოლოგიის განვითარებაში. მის სრულ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ადამიანი, რომელიც არასდროს უშვებს შეცდომებს, არასდროს აკეთებს რაიმე ახალს.
კითხვა, რომელიც ხშირად მაწუხებს: მე ვარ გიჟი თუ სხვები?
რელიგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ეს ყველაფერი ერთი ხის ტოტებია.
მშიერი კუჭი კარგი პოლიტიკური მრჩეველი ვერ იქნება.
ღმერთი კამათლით არ გვეთამაშება.
ყველაფერი შეიძლება იყოს ისეთი უბრალო, როგორიც არის, მაგრამ ვერ იქნება იმაზე უბრალო, როგორიც არის.
თუ ფაქტები არ ემთხვევა თეორიას მაშინ შეცვალე ფაქტები.
მინდა ვიცოდი ღმერთის ფიქრები…
თუ არ შეგიძლია ახსნა ადვილად, მაშინ უბრალოდ საფუძვლიანად არ იცი.
წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია.
ინფორმაცია ცოდნას არ ნიშნავს.
სიყვარული მოვალეობაზე კარგი მასწავლებელია.
კარგად “ჩაიხედე ბუნებაში” და ყველაფერს უკეთ მიხვდები.
შეისწავლე თამაშის წესები და ითამაშე ყველაზე უკეთ.
მოდი ნუ მოინდომებ წარმატებულ კაცად ყოფნას, იბრძოლე იმისთვის, რომ იყვე ღირსეული და დასაფასებელი.
ცოდნის ერთადერთი წყარო გამოცდილებაა.
მეცნიერი საწყალი ფილოსოფოსია.
გარემო ყველაფერია რაც ჩემში არაა.
განსხვავება გენიასა და სულელობაში: გენიას გააჩნია თავისი საზღვრები.
მშვიდობა ურთიერთგაგებით მიიღწევა.
ისწავლე გუშინ, იცხოვრე დღეს, გქონდეს ხვალინდელი დღის იმედი…
ლოგიკა მიგიყვანს A-დან B-მდე. წარმოსახვით კი ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
მორალი ყველაზე მნიშვნელოვანია – მაგრამ მხოლოდ ჩვენთვის და არა ღმერთისთვის.
ბევრი ამბობს, რომ მხოლოდ ინტელექტს შეუძლია მეცნიერებაში რაიმე ღირსეშანიშნავის გაკეთება. მაგრამ ისინი ცდებიან, ეს ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული.
არასოდეს დაკარგო ცნობისმოყვარეობის გრძნობა.
მე არ მაქვს რაღაც გასაოცარი ტალანტი. მე უბრალოდ ცნობისმოყვარე ვარ.
მე არასდროს ვფიქრობ მომავალზე – ის ისედაც სწრაფად მოვა.












ბლეზ პასკალი

სანამ პასკალის გამონათქვამებს გადაავლებდეთ თვალს მინდა შემოგთავაზოთ მისი მცირე ბიოგრაფია/დოსიე:

სრული სახელი და გვარი: ბლეზ პასკალი
ეროვნება: ფრანგი
დაბადების თარიღი: 19 ივნისი, 1623 წელი
გარდაცვალების თარიღი: 19 აგვისტო, 1662

ბლეზ პასკალი ფრანგი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი და მეცნიერი გახლავთ. ზემოდჩამოთვლილი პროფესიების გარდა ფრანგი ფიზიკოსი კიდევ მრავალი დარგებით იყო გატაცებული. იგი ჰიდროსტატიკის ერთ-ერთი დამფუძვნებელი და ალბათობის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მის სრულ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
წარმოსახვას ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია.
თუ ჩვენ ჩვენივე ფიქრებს დავუკვირდებით, მიხვდებით, რომ იგი წარსულიდან და მომავლიდანაა აღებული.
კანონი, რომელიც ხალხს რაღაც ზედმეტს აძალებს, იგი უსუსურია.
სიყვარულს რაღაც ამოუცნობი მიზნები ამოძრავებს.
შენ ყოველთვის იმას აღიარებს რაც არ გესმის.
შენ არ გიყვარს პერსონა, შენ გიყვარს პერსონის თვისებები.
მხოლოდ სირცხვილი არაფერია.
“პიროვნება” საზიზღარია.
ხალხს ძულს რელიგია, მაგრამ ეშინიათ იმისა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა სიმართლეც იყოს.
ჩვენ მხოლოდ ბრძოლა გვანიჭებს სიამოვნებას და არა გამარჯვება.
არც ერთი ადამიანი არ დაეხმარებოდა მის მეგობარს, რომ ცოდნოდა თუ რას ლაპარაკობს იგი მის ზურგს უკან.
ეშმაკი უსაზღვროა.
მჭერმეტყველება ფიქრების ერთგვარი ფერწერით გამოსახვაა.
თუ ფილოსოფიისთვის დრო არ გჩება, მაშინ ნამდვილი ფილოსოფოსი ხარ.
ორი რამ აკონტროლებს ადამიანის ბუნებას: ინსტიქტი და გამოცდილება.
ამაოება არსებობს, მაგრამ ზედაპირულად.
როდესაც ჩვენ ვხედავთ რაიმე გასაოცარ ბუნებრივ სტილს, ჩვენ ვრჩებით მოხიბლულები და გაოცებულები. ამის შემდეგ გვინდება გავიგოთ ვინ არის ამ გენიოსობის ავტორი და ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ ის პერსონაა.





















სრული სახელი და გვარი: იოჰან ვოლფგანგ ვონ გოეთე
ეროვნება: გერმანელი
დაბადების თარიღი: 28 აგვისტო, 1749 წელი
გარდაცვალების თარიღი: 22 მარტი, 1832 წელი

იოჰან გოეთე გახლავთ გამოჩენილი გერმანელი პოეტი, მოაზროვნე, მწერალი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: “პანდორა”, “ჰერმანი და დოროთეა”, “ფაუსტი” და ა. შ. გოეთეს სრულ ბიოგრაფიასა და შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
გამოუყენებელი სიცოცხლე ადრეული სიკვდილის ტოლფასია.
იყავი გულკეთილი და ხშირად გაუმეორე კეთილი სიტყვები ისეთ ხალხს ვინც გულმავიწყია.
კაცის მანერები მისივე პორტრეტია, რომელშიც იგი თავის ნამდვლის სახეს გვაჩვენებს.
იზრდება ცოდნა – იზრდება ეჭვი.
შეგიძლია თავი მკვდრად ჩათვალო, თუ არავის ნდობა არ გაქვს.
ცოტას შეუძლია ჰქონდეს რეალიზმის წარმოსახვითი ხედვა.
ყველას უნდა, რომ იყოს ვინმე; არავის არ სურს გაზრდა.
ცხოვრების თითოეული ნაბიჯი მიგვანიშნებს, რომ წინდახედულება ძალიან საჭიროა.
ჩვენ ყოველდღე უნდა მოვუსმინოთ მუსიკას, ყოველდღე უნდა წავიკითხოთ ერთი კარგი ლექსი, ყოველდღე უნდა დავაკვირდეთ ერთ კარგ სურათს და თუ შესაძლებელია ყოველდღე უნდა ვთქვათ კეთილგონიერი და მგრძნობიარე სიტყვები.
ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს მის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, იმის და მიუხედავად გავს თუ არა ეს სახე მის იმჟამინდელი მდგომარეობასა და ყოფას.
მე შენ მიყვარხარ, შენ რა ბიზნესით ხარ დაკავებული?
თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას.
სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას მასზე მეტი.
სიცოცხლე ჩვენი ბავშვობის მარადისობაა.
მაგია, ეს ხომ თვითდაჯერებაა და თუ შენ ამას შეძლებ შეგიძლია ჩათვალო, რომ ყველაფერი შეგიძლია.
არაფერი ფასობს ისე, როგორც ერთი დღე.
არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ხასიათს, რაც ის, რაზეც იგი იცინის.
არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე იმის დანახვა, რომ ვიღაცის მოქმედებაში ერთი დიდი უვიცობა დევს.
არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე უგემოვნო წარმოსახვის გრძნობა.
პიროვნულობა ხელოვნებაში და პოეზიაში უმნიშვნელოვანესია.
ადამიანის “ნახევრად-ცოდნა” გამომდინარეობს მეორე ადამიანის ცოდნისაგან.
გმირობა ყველაფერია, ხოლო დიდება და სახელი არარა.
ყველაზე ძნელი საქმე შენ თვალ წინ მომხდარის გაანალიზებაა.
ადამიანის გონება შეუზღუდავია.
“პატარა კაცი” მაინც კაცად ითვლება.
ნამდვილი და მართალი კაცი ყოველი მომენტის გამოყენებას ცდილობს.
არაბუნებრივი ძალიან ბუნებრივი რამაა.
სიტყვები ყოველთვის მეორდება.
მოქმედება გამჭრიახობის გარეშე, ეს ხომ საშინელებაა.
რომ შექმნა რაიმე, აუცილებლად უნდა იყვე ვინმე.
ჩვენ ხშირად ვფლანგავთ მთლიან დღეს, რადგან გვახსოვს, რომ არსებობდა გუშინდელი დღე და გვჯერა, რომ ხვალინდელი დღეც დადგება.
ცხოვრებაში მთავარი ცხოვრებაა და არა ცხოვრების შედეგი.
რაც არ იწყება დღეს, ის არ დამთავრდება ხვალ.

No comments:

Post a Comment