Wednesday, May 1, 2013

ღამის თბილისი 


თბილისი განსაკუთრებით ლამაზია ღამით) 



 განათებული ,ლამაზი,წყნარი  ქუჩებით )

ეს ყველაფერი კი საოცარ ჰარმონიას ქმნის  და ადამიანს სულიერად დამშვიდების საშუალებას გაძლევს.


   
ძველ რუსთაველზე ვსეირნობდით მე და შენ მხოლოდ,
მივაბიჯებდით ცივ ქვაფენილს და ჩუმი მზერით,
ლამაზ სხეულზე შენი ჯინსების კლეჩატი ბოლო,
გვეტმასნებოდა ჩახუტებისას და თბილი ბგერით –

უნდოდა ეთქვა რომ უხაროდა ჩვენი სურვილი,
გვქონოდა სახლი,აივნით და გვყოლოდა ძაღლი.
და როს ტაბიძეს ავუყვებოდით ვნების წყურვილით,
ჩვენი თვალები,ვარსკვლავთ უმზერდეს სახლიდან მაღლით.

ღამის თბილისში ვბოდიალობდით მე და შენ მთვარით,
ვწყვეტდით ვარსკვლავებს მეტეხის წინ დაღლილ მტრედებზე,
სურვილი მქონდა შენთვის მეკოცნა ოცნების წამით,
და სიყვარულის ჩანჩქერიდან ვითარც ედემზე –

გვქონოდა ვნება ტანში ზღვისფერი გრძნობების გავლით,
გადაღლილ სხეულს რომ აცოცხლებს და მეორედ ბადებს,
ცის მტკაველ ვარსკვლავს,ხორშატ ცხენების მთვარისებრ თავლით,
ღრუბელს დაგვაწვენს და ჩვენს სიყვარულს ცის ხიდად გადებს.

ღამის აივანს შენი ამბორი მხვდება ნიავად,
რომ დაგვივლის და ჟრუანტელით გვაყრის ალმასებს,
დილის საუზმეს ერთი ცალი ვარდით კი არა ?
თვრამეტი ვარდით შემოსილი ცა რომ აგავსებს.

შენი ლამაზი თვალები და უმწიკვლო სახე,
ვარდის ალმაცერ ბაგეებს რომ მიაგავს ღამით,
გუშინ საწოლში სულ მთლიანად შიშველი გნახე,
და გადაგწერე ჩემს სხეულზე ცხრაფერი კალმით.

ჩვენს თბილისს ერგო პატარძლისფერ ქორწილის კაბით
რომ შეემოსა შენი სხეული ვარდისფერ ღამეს,
ცის წვეულებას შევესწარით ვარსკვლავთა ჯარით,
და სიყვარული ერთად შევფიცეთ მშობლიურ მთვარეს.



ოთო გურგენიშვილი



No comments:

Post a Comment