Wednesday, May 8, 2013

მოგონებები:ჩემი ეზო


პირველად ,როდესაც ფეხი ავიდგი ეზოში თამაშის მეტს რას გავაკეთებდი :)) ეს იყო ადგილი გართობის ,სიხარულის გამოხატვის ,სიცილის,ტირილის და მოკლედ ჩემი ეზო ეს მართლაც საოცარი ადგილია ახლაც  თინეიჯერობის ასაკში )))
 ვზივარ და ვუყურებ გზას )) მაგიდაზე ფურცელი და პასტა დევს ,ვწერ,ვხატავ ...
უეცრად ვჩერდები ვუყურებ ეზოს ,რომელიც ასე ლამაზად გამოიყურება ,მახსენდება ყოველი აქ გატარებული წამი ,დორ როდესაც ყველაფერი კარგად იყო,დრო როდესაც არაფერი არ მესმოდა,როდესაც სილაში თამაშთ ვერთობოდი,როდესაც წაქცეული ცხარე ცრემლებით ვტიროდი.. ეჰ ეს ყველაფერი მართლაც კარგი იყო,არა საუკეთესო იყო ,ეს ცხოვრების პერიოდის შესანიშნავი მომენტი იყო,რომელიც გაქრა წავიდა ,მაგრამ ეზო ისევ ისე ლამაზია ))) ისევ ისე შეიმჩნევა ხიბლი,ჰაერში ყვავილების სურნელი და ბაბუაწვერების სიმრავლე ,რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს )))
ახლა ისევ ეზოში ვარ,ისევ გავცქერი უაზროდ გზას ,და ვიხსენებ ყოველივე ზემოთქმულს (( 
ცრემები ... 
ეჰ მერთლაც კარგი იყოო და დასამახსოვრებელიი))))


სალომე მოემზადე...დედაჩემის ხმა შემოიჭრა და  ფიქრები გამიფანტა ,ეჰ არ მინდა წასვლა ,მინდა ამ სილამაზეს ვუყრო, მინდა აქ ვიჯდე ,ვწერო დაუსრულებდლად.. ვუყურო ცას და ვიფიქრო... ვაკეთო ის რაც ასე ძალიან მიყვარს ... (( ეჰ ჩემო ეზოვ უკვე 2 დღეა ჩამოსვლიდან მაგრამ მაინც მენატრები ((( 


No comments:

Post a Comment