Sunday, May 5, 2013

სულში ჩამწვდომი. . . 









მინდა მოგიძღვნა ლექსი ლამაზი
ნაღვენთი თაფლის სანთელის შუქზე,
მინდა მოვწყვიტო შენთვის ვარსკვლავი
უკიდეგანო სამყაროს ზღურბლზე,
ეს დედამიწაც მინდა გაჩუქო,
მთებით, ველებით, თუ რამეს ვუმზერ.
მინდა შენს ყოველ ნაკვალევს ვუძღვნა,
სადაც ფეხს შედგამ ამ მიწის გულზე,
ნამით მორთული ნაზი ყვავილი,
უხვად რომ აფრქვევს მათრობელ სურნელს.
მზეც მინდა მოგცე იმისთვის, კარგო,
რომ მოხდენილად გეკეთოს გულზე,
სიმღერა მინდა ისე გიმღერო,
იადონიც და ბულბულიც დუმდეს.
შენი სახელი მინდა ვიყვირო,
რომ ქვეყანაზე სულ ყველგან ქუხდეს,
წვიმის წვეთებიც მინდა შენ გქონდეს,
ოკეანედ რომ იქცევა უცებ,
მერე მინდა, რომ კალმით დაგხატო
აზვირთებული ტალღების ზურგზე,
ცისარტყელებით შენთვის მოვქარგო
ცისა კამარა, ღმერთების ბუდე
და ზედ კი მინდა დიდად დავწერო -
მე მას ვუყვარვარ! სულ ყველას გშურდეთ...








არ მიყვარს ყვავილი ლარნაკში
სიცოცხლეს მოკვეთილს არ ვეტრფი,
ყუნწების ტკივილი ჩამესმის
ფესვები ,ფესვები,
ფესვები...........
არ მხიბლავს ყვავილი ლარნაკში
სიცოცხლე შემზჭკნარი არ მესმის?!
ფესვებთან მოწყვეტილ ყვავილის
კვნესა და ტკივილი ჩამესმის-----
.....
ჭურჭელში ,ჭაობში ჩაყრილი
სიცოცხლე ტკივილით მომტირის
ფესვები,ფესვები,ფესვები.......
ფესვები,ფესვები,ფესვები!!!!!!!

ნ.ლაშქარავა





 დრო მიქრის, ცხოვრებაც უფრო
მოკლდება მოკვდავთათვისაც
თმას შეპარვია ჭაღარა, 
ხელების ბზარიც გადიდდა
თვალს დაკლებია სინათლე
ნელ-ნელა ისიც წავიდა
ყოველი წამი, წუთი დრო
სიკვდილთან სტუმრად წაგვიყვანს.







კი არ ვბრაზდები,მხოლოდ ვიმახსოვრებ
ვხედავ ვიძირები დარდიან თვალებში
მწარედ დაღლილი ჩემსთავს ვსაყვედურობ
ვგრძნობ რომ წუთები ჩერდება წამებში
ისევ მეწურება იმედი ხელახლა
ალბათ დარდებს ჩემსას ისევ დაათოვა
გარეთ გავდიოდი მზე რომ დამენხა
გარეთ კი თებერვლის ქარები დაქროდა
ისევ უსაშველო დარდი მომეძალა
ვიხსენებ მზერას შენი თვალებისას
ფიქრებში ვგეძნობ,რომ თავზე მათენდება
შენი სახე მიდგას თვალის გახელისას
ისევ მამცირებდი,ისევ დამცინოდი
როგორც გიჟს დაცინის ბრბო დაუნდობელი
ლექსებს გიძღვდინი და მგონი ვერარიო
გამომივიდაო ესეც მწერალიო
ხემ რომ მოისხა მწვანე ფოთოლი
მე დავდიოდი მარტო ობოლი
მე შენს წინაშე კიდევ წავრსდგები
მხოლოდ ვიმახსოვრებ კი არ ვბრაზდები








No comments:

Post a Comment