Friday, May 3, 2013

სააღდგომო სუფრა




გვიახლოვდება აღდგომის ბრყინვალე დღესასწაული. მოგეხსენებათ მას ქრისტიანები განსაკუთრებული სიხარულით ხვდებიან. ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ იწყება "ზრუნვა" იმაზე თუ როგორ "გაამდიდრონ" საარდგომი სუფრა და რა მოათავსონ მასზე. პასკა და წითელი კვერცხები ამ სუფრია აუცილებელი ატრიბუტია და მას ამასთანავე სიმბოლური დატვირთვაც გააჩნია.



დავიწყოთ... smile.gif 





წითელი კვერცხი



რეცეპტი

კვერცხი აუცილებლად ბუნებრივი საღებავით უნდა შეიღებოს. საუკეთესო საშუალებაა ენდრო. ერთი შეკვრა ენდრო კარგად გარეცხეთ, დაჩეჩქვეთ, დაასხით 1-1,5 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ 2-3 ხახვის გარეთა ფურცელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, დადგით ცეცხლზე და 15-20 წუთი ადუღეთ. კარგად რომ გაცივდება, ჩააწყვეთ 20 კვერცხი (თუ ბევრს ერთად მოხარშავთ, კარგად არ შეიღებება და შეიძლება დასკდეს კიდევაც). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, ჩაამატეთ, რამდენიც საჭიროა და 20-25 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ, ცივ წყალში გადააწყვეთ და ათიოდე წუთი დატოვეთ (ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება).









პასკა




15 კვერცხი და 1,5 კგ შაქრის ფხვნილი ავურიოთ, გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ 300 გ გამდნარი თბილი ერბო (უმჯობესია შინაური ერბო), 200 გ გამდნარი თბილი კარაქი. ყველაფერი ეს კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ 200 გ არაჟანი და 0,5 ლ (1 ქილა) მაწონი.

ცაკლე გავაკეთოთ: 3-4 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი გავხსნათ 1ჭ თბილ წყალში, დავასხათ 1ლ თბილი რძე, ცოტა მარილი, 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი. დავდგათ თბილ ადგილას აფუებამდე.

მომზადებული მასა ჩავასხათ გამზადებულ ცომში და დავიწყოთ ცომის ზელა. ზელის დროს ვაყაროთ ფქვილი. სასურველია ვზილოთ 1 სთ, დროდადრო ხელი უნდა ვასველოთ ზეთში. ცომი მზადაა მაშინ, როცა ხელზე აღარ გვეკრობა. ცომის გამზადებამდე 10-15 წუთით ადრე მას ვამატებთ 1 ჩაის კოვზ ვანილს, 1 ჩაის კოვზ გასრესილ მუსკატის კაკალს, 5 ც მიხაკს, 10 ც ილს - გახეხილს, ორ ქერქიანად გატარებულ ლიმონს. სასურველია 500 გ ქიშმიშიც. ამის შემდეგ ვაგრძელებთ ზელას.

გამზადებულ ცომს ვფუთავთ და ვდგამთ თბილ ადგილას. როცა ცომი კარგად ამოვა, ვათავსებთ კარაქწასმულ ფორმებში.

თითოეულ ფორმაში ვათავსებთ ცომის ნაწილს ისე, რომ ფორმა ნახევრად შეავსოს. შეგვიძლია მოვრთოთ ნუშით ან მიწის თხილით. გამზადებულ ფორმებს ვათავსებთ თბილ ადგილას.

ფორმამ ცომი რომ არ მიიკრას, მის ძირსა და კედლებზე, რომლებზეც ქარაქია წასმული, ვაყრით მანანის ბურღულს. როცა ფორმაში ცომი კარგად ამოვა, ვდგამთ ღუმელში და ვაცხობთ საშუალოზე ცოტა მაღალ ცეცხლზე. როცა შევნიშნავთ, რომ ზედაპირი კარგად შეწითლდა, გადმოვდგამთ. პასკა რომ ფორმიდან კარგად ამოვიდეს, ვდგამთ მის ძირს ცივ წყალში, შემდეგ კი ნელი მოძრაობით ამოგვაქვს ფორმიდან. ბოლოს მოვაყრით დაფქვილ შაქარს.









ასევე გვაქვს პასკის კიდევ ერთი ცნობილი და ადვილი რეცეპტი რასაც კულინარები გვირჩევენ ) 



მასალა:
2კგ ფქვილი, 400 გ შაქარი, 4 კვერცხი, 7ც ილი, 1ც ჯავზის კაკალი, 200 გ კარაქი, 0,5ლ რძე, 2ს/კ საფუარი, 1ს/კ ზეთი, ვანილი, ცოტა მარილი, ქიშმიში, ნახევარი ს/კ სპირტზე დაყენებული ზაფრანა.



მომზადების წესი:
 
საფუარი გავხნათ 250 მლ თბილ რძეში, დავუმატოთ 2ს/კ შაქარი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი, კარგად შევფუთოთ და დავდოთ გასაფუებლად თბილ ადგილზე (მასამ 2-ჯერ უნდა მოიმატოს).
ცალკე მოვამზადოთ 4 კვერცხისა და დარჩენილი შქარის გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარჩენილ რძეში გახსნილი კარაქი, სანელებლები, ზეთი, ქიშმიში და ამოსული საფუვრის მასა. ნელ-ნელა შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და დიდხანს ვზილოთ, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში (ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს).
მოზელილი ცომი გადავიტანოთ დიდ ჭურჭელში, რადგან გაფუების შემდეგ მისი მოცულობა საგრძნობლად მატულობს. 3-4 ჩაზელის შემდეგ ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადავიტანოთ, რომელსაც ზეთი უნდა წავუსვათ და მანანის ბურღული მოვაყაროთ (რომ არ მიიკრას). ფორმები ცომით მათი მოცულობის 1/4 –ზე შევავსოთ, ცოტა ხანს კიდევ გავაჩეროთ, თავზე რძეში გახსნილი კვერცხის გულის ნაზავი წავუსვათ და გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შევდგათ (დიდი ზომის პასკას გამოსაცხობად 1 საათამდე სჭირდება). გაზქურის სიმხურვალე საშუალო უნდა იყოს, ღუმელი კი ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ, რათა პასკა არ ჩავარდეს. მზა პასკა ფორმებიდან ფრთხილად ამოვაწყოთ და დასარბილებლად ტილოს ნაჭერი გადავაფაროთ. გაგრილების შემდეგ თავზე შაქრის პუდრი მოვაყაროთ.
 

ქართველი მართლმადიდებლებისთვის, აღდგომა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. 
სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.



No comments:

Post a Comment