Monday, May 13, 2013

ვიხსენებ წარსულს . . . 








ზოგჯერ ტკივილი გახრჩობს, ზოგჯერ მზეც აღარ გათბობს, ზოგჯერ მოგონებები იღვიძებენ, ცოცხლდებიან, მერე ისევ იმ წარსულში იკარგებიან, სადაც შენი ლამაზი მომავალი იყო..მერე ისევ ტკივილი, ისევ ცრემლი, ისევ მოლოდინი ოღონდ თავადაც არ ვიცი რის. კითხვები საკუთარ თავთან "რად ვიქეცი?"




.დრო.. დრო გიჟივით მირბის, თითქოს ვინმე მისდევდეს და ეშინია არ დამეწიოსო. თითქოს ისიც შეიშალა , შევიშალეთ ჩვენც. ნელ-ნელა სამყარო კიდევ უფრო ემსგავსება საგიჟეთს.იქ... სადღაც წარსულში.. იქ სადღაც, როდესღაც ერთხელ მეც ვიყავი ბედნიერი. მაშინ თითქოს არც დროება იყო გიჟი, არც მე.. ან იქნებ, მაშინ ვიყავი ყველაზე მეტად შეშლილი და მინდოდა.. ჰო.. მინდოდა ქარის საწინააღმდეგოდ ფრენა.მერე? მერე იყო და არა იყო რა, იყო და არც იყო, ან იყო ან არ იყო.. საქმე ისაა, რომ არც მე ვიცი რა იყო.. უბრალოდ გაქრა.. გავქრი მეც, იმის მერე დროც შეიშალა, ჰმ... მანაც ვერ გაუძლო.




მერე დაიწყო ტკივილი. ერთი ბედნიერების ნოსტალგია. იმეგაცრუება მოიძურწა და ჩემში ჩასახლდა. აღარც გული ცემდა, იქნებ ცემდა მაგრამ ამას აღარ ქონდა აზრი. წავიდა დიდი რწმენა და უფრო დიდი მოვიდა, რწმენა უფლისა. იქამდე კი... სიკვდილეული აჩრდილები მასამარებდნენ, სიცრუის დედოფლები უკან დამსდევდნენ.ჰმმ... გზა იყო და თან არ იყო.. იქ ბურუსში ჩაკარგულიყო. დავიკარგე, ხელებს აქეთ-იქით ვიქნევდი, ისე... არც ვცდილობდი გამეგნო ..დღე იყო და თან ღამე იყო.. მზე იყო და თან თოვდა.. ტკივილს შევუყვარდი, არ გაგიშვებო და მეც მივიწევდი მისკენ არ ვეწინააღმდეგებოდი.მიყვარდა და თან მძულდა.. არა, არა მიიყვარდა ისე, რომ სიძულვილი არაფრად იქცა. აზრი? ეს გრძნობა უკვე მხოლოდ მე მეკუთვნოდა.. "მხოლოდ მე". სული გაშიშვლდა, თავისმომაბეზრებელ არსებად ვიქეცი, ყველა შევაწუხე, ჩემი ტკივილი ჩემში ვერ შევინახე.


ეს პოსტი ერთ -ერთ გვერძე წავიკითხე და იმდენად ჩემეულია ,რომ არ შემეძლო აქ არ დამეწერა))) 

No comments:

Post a Comment