Monday, April 29, 2013

"ვინი პუჰი"
  


                               


2009 წლის 5 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გამოიცა ინგლისელი მწერლის დეივიდ ბენედიქთუსის (David Benedictus) წიგნი – “დაბრუნება მოჯადოებულ ტყეში” (“ასი აკრის ტყეში დაბრუნება” – Return to the Hundred Acre Wood), რომელშიც ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ახალი თავგადასავლებია აღწერილი. მათი ძველი თავგადასავლები კი პირველად 1926 წელს გამოიცა. წიგნს ეწოდებოდა “ვინი პუჰი” (Winnie-the-Pooh) და მისი ავტორი გენიალური ინგლისელი მწერალი ალან ალექსანდერ (ანუ, როგორც მას უწოდებენ – ეი. ეი.) მილნი იყო (A. A. (Alan Alexander) Milne). ორი წლის შემდეგ მან გამოსცა ისტორიების მეორე ნაწილი, “სახლი პუჰის მხარეს” (The House at Pooh Corner), ამდენად, ვინი პუჰის თავგადასავლები ორწიგნეულია, 10-10 მოთხრობით. თითო მოთხრობა ერთ დასრულებულ ისტორიას წარმოადგენს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად პუჰი წიგნის ფურცლებზე კიდევ უფრო ადრე გამოჩნდა… ოღონდ – ილუსტრაციის სახით. 1924 წელს გამოცემულ მილნის ლექსების კრებულში შესულია პოემა სათამაშო დათუნიის შესახებ. სახელი მას არ აქვს, მაგრამ ერნესთ შეფარდის (Ernest Howard Shepard) ილუსტრაციაში ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც – ვინი პუჰი.



თითქმის ყველა პერსონაჟს, ასე ვთქვათ, პროტოტიპი ჰყავს მწერლის შვილის, ქრისთოფერ რობინის სათამაშოების სახით (როგორც გახსოვთ, თავად ქრისთოფერ რობინიც წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირია). მოგვიანებით, 1947 წელს ეს საათამაშოები ეი ეი მილნმა მის მეგობარსა და ამერიკელ გამომცემელს E. P. Dutton-ის საგამომცემლო სახლის პრეზიდენტს, ელიოთ მაქრის აჩუქა, რომელმაც ისინი ამერიკაში ჩააბრძანა და პირველად გამოფინა საჯაროდ ნიუ იორქში. შემდეგ მათ გამომცემლობა Dutton-ში დაიდეს ბინა, 1987 წლიდან კი, უკვე ქრისთოფერ რობინ მილნის ნებართვით, მუდმივი ექზპოზიციის სახით არიან გამოფენილნი ნიუ-იორქის საჯარო ბიბლიოთეკაში (The New York Public Library). იქ ვერ ნახავთ მხოლოდ რუს, რომელიც ქრისთოფერ რობინმა დაკარგა და ბუსა და კურდღელს, რომლებსაც თავიანთი პროტოტიპი სათამაშო არ ჰყოლიათ (სწორედ ამიტომაა, რომ ერთ-ერთ ისტორიაში კურდღელი ბუს მიმართავს და ეუბნება: “შენ და მე თავში ტვინი გვაქვს, ყველა დანარჩენს კი – მხოლოდ ბუმბული” ) 


დათვის ბელი ვინი (ვინიფეგი) კანადის არმიის ვეტერინარული კორპუსის ლეიტენანტმა ჰარი ქოულბურნმა მონადირისგან შეიძინა 1914 წელს. როდესაც სამხედრო შენაერთი საფრანგეთში გასდაისროლეს, ქოულბურნმა ბელი ლონდონის ზოოპარკს მიაბარა. 1924 წელს ეი ეი მილნმა 4 წლის ქრისთოფერ რობინი პირველად მიიყვანა ზოოპარკში, სადაც ბიჭს ყველაზე მეტად სწორედ დათვი ვინი მოეწონა. მოგვიანებით, ეს სახელი დაარქვა მან თავის სათამაშო დათუნიასაც, რომელსაც მანამდე ედუარდი (Edward Bear) ერქვა. (ისე, ჩვენს ექს-პრეზიდენტსაც ედუარდი ერქვა ადრე და მოგვიანებით გიორგი დაარქვეს. ) რაც შეეხება პუჰს, ასე ერქვა გედს, რომელიც მილნების მეგობრების ტბაში ბინადრობდა. ამ ორი სახელის გაერთიანებაა ვინი პუჰიც. თავად მილნი ასე განმარტავდა (და თავის პერსონაჟზე, როგორც ნამდვილად ცოცხალზე, ისე საუბრობდა) – “მისი თათები მოუქნელი იყო, ჰოდა, როდესაც ფუტკარი ცხვირზე დააჯდებოდა – რაღაცნაირად ხომ უნდა მოეგერიებინა… ამიტომაც, სულს უბერავდა ხოლმე… მე ვფიქრობ, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ, ვფიქრობ, სწორედ ამ ამოქშენის გამო შეარქვეს მას პუჰი”. ვინის პროტოტიპ დათუნია ვინიფეგს ძეგლიც კი დაუდგეს ვინიფეგისა და ლონდონის ზოოპარკებში.




1930 წელს ცნობილმა პროდიუსერმა სთივენ შლეზინგერმა მილნისგან შეისყიდა უფლებები აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე ვინი პუჰის ნაწარმოებებისა და პერსონაჟების კომერციულ გამოყენებაზე. კერძოდ, მან პირველმა გამოსცა წიგნის აუდიო-ვერსია ფირფიტებზე, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. 1961 წელს კი შლეზინგერის ქვრივმა უფლებები კომპანია The Walt Disney Company-ს მიჰყიდა – ვინი პუჰის ეკრანზე გადატანა უოლთ დიზნის (ასე ჟღერს ამ გენიოსი ადამიანის გვარი და არა, როგორც რუსები უძახიან და ჩვენც დაგვასწავლეს – დისნეი) მისმა ქალიშვილებმა სთხოვეს.





აქედან მოყოლებული, გაჩნდა ანიმაციური სერიალი, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები, სატელევიზიო შოუები, სპექტაკლები, ვიდეო-თამაშები, საბავშვო ტანსაცმელი, აქსესუარები, სათამაშოები და მრავალი სხვა.



მთლიანობაში, ვინი პუჰი ყველაზე “მდიდარია” გამოგონილ პერსონაჟთა შორის. მისი (უფრო ზუსტად კი, მისი წყალობით The Walt Disney Company-ს) შემოსავალი ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეს უფრო მეტია, ვიდრე მიქი მაუსი, დონალდ დაქი, გუფი და ფლუთო ერთობლივი ძალებით “ახერხებენ”.


პატარა ასაკიდან ვადევნებ თვალყურს ამ მულთფილმს და დღესაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ (მიუხედავად  იმისა ,რომ გავიზარდე:დ)

ვინი პუჰი ჩემი ერთ-ერთი მულტფილმის საყვარელი გმირია))) 

რომელიც   დღესდღეობითაც  არ კარგავს პოპულარობას  ბავშვებში) 
ამ პოსტს ვუძღვნი ჩემს მეგობარ პუჰს:დ 






Sunday, April 28, 2013

"ვერტიკალური და თან ბრუნვადი "




სიყვარული — ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი („ღმერთი სიყვარულია“[1]) და ყოველი ღვთიური კანონის არსია („ოქროს წესი“).

სიტყვა სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ეს საჭმელი მიყვარს“) დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემი პარტნიორი მიყვარს“).

სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია და ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქოლოგიაში; აგრეთვე, სახვით ხელოვნებაში ყველაზე გავრცელებული თემაა.

სიყვარულით მოპყრობა იწოდება სიყვარულობად, სიყვარულიან დამოკიდებულებას- სიყვარულიანობა ეწოდება, სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს სიყვარულმოდებული ეწოდება.

არსებობს ვნებიანი, მეგობრული, მშობლური, ასევე იდეის, პროფესიის, სამშობლოს სიყვარული. თითეული მათგანი ემოციის არსებობისა და გამოხატვის ხარისხის ინტენსიობით განსხვავდება.


სიყვარული ეს მართლაც ყველაფერია,სიყვარული არის ის რაც გვაძლებინებს ამ დედამიწაზე ,რაც გვაკავშირებს ერთმანეთთან და უფალთან )
რა არის სიყვარული მგონი ამაზე ჩემ ნააზრევი ნაკლებად საინტერესოა
ამიტომ გთავაზობთ რამოდენიმე  ცნობილი ადამიანის ნააზრევს))

“სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი” – ებნერშენბახი

“სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს” – ბეთჰოვენი

სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა” – ფრ.რიუკერტი

არაფერი ისე არ იპყრობს, არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის შეცნობა, რომ ის უყვართ.

ჰენრიკ სენკევიჩი

სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის” – ტომას ჰობსი

“სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს” – ვ.როზანოვი

“სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს” – ვოლტერი

სიყვარული ერთადერთია როდესაც მისი მსგავსი ათასია” - ლაროშფუკო

“სიყვარული ბრძოლაა, თუ არ სძლიე, ქალი ისე ვერ შეგიყვარებს” – ქოლალომთათიძე

“სიყვარული – აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში – აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი” - მოპასანი

“სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ” – მოციქული პავლე

“სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით “იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება” - ლობერგერი


სიყვარული არის თავის დავიწყება” – გრიგოლ ორბელიანი

“სიყვარული ისეთი ძალაა, რომელსაც მიტევება შეუძლია” - ლაისტი

“უსიყვარულო, უგულო გული და უყვავილო ბაღი ერთია” – ესპანური ანდაზა

“სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა” – უნამუნო

“სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა” – კაზანოვა


...იმ ღამით ბევრი ვიფიქრე,ძალიან ბევრი,რაღაცნაირად ,ღრმა და მაღალი ფიქრი იყო; განთიადისას ერთ რამეს მივხვდი!
-რას?...
_რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს ,დომენიკო    (ამონარიდი თოლია ჯონათან ივინგსონიდან   -რიჩარდ ბახი)


“უსიყვარულოდ ბალახიც ვერ აბიბინდება!” – ფ.შილერი 






"გიყვარდეთ და პატივს ცემდეთ ერთმანეთს"
თანამედროვე ოჯახი





ოჯახი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ,თუ მეცნიერულად განვნარტავთ ოჯახი  ქორწინების თუ ნათესაობის საფუძველზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, ურთიერთმხარდაჭერით და მორალური პასუხისმგებლობით. ოჯახის სოციალურ აუცილებლობას განაპირობებს საზოგადოების ფიზიკური და სულიერი განახლების მოთხოვნილება. ამ სოციალური ერთეულის ბიოლოგიურ საწყისს ქორწინება და შობადობა წარმოადგენს. ოჯახი საზოგადოების სპეციფიური ქვესისტემაა, რომელიც უერთიერთგანმსაზღვრელ კავშირშია საზოგადოების სხვა ქვესისტემებთან (თუმცა გარკვეული დამოუკიდებლობითაც ხასიათდება); მას აქვს განვითარების ფაზები და ოჯახის წევრთა გარკვეული სტრუქტურა.ოჯახი აღმოცენდა პირველყოფილ საზოგადოებაში (შუა პალეოლითი) ქორწინების, როგორც სოციალური ინსტიტუტის, წარმოშობის კვალდაკვალ. ქორწინებისა და ოჯახის, როგორც სოციალური მოვლენის, პირველი ფორმა იყო წყვილადი ოჯახი (ერთი წყვილის არა მარტო სქესობრივი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური კავშირი, რომელმაც შეცვალა მანამდე არსებული ჯგუფობრივი სქესობრივი ურთიერთობა). მაგრამ წყვილადი ოჯახი, მტკიცე არ იყო და ადვილად იშლებოდა. ამას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ ოჯახის განვითარების ამ საფეხურზე ადამიანთა შრომითი და ყოფა-ცხოვრებითი ერთობის ფორმას, ძირითად სოციალურ ორგანიზმს, გვარი წარმოადგენდა.

დღესდღეობით სიტყვა ოჯახის  განმარტება ასე ვთქვათ ჯღერს ისე რაც მე ვახსენე ზემოთ ,მაგრამ სინამდვილეში თანამედროვე ოჯახი სულ სხვნაირია) ეს არის ოჯახი სადაც არ არსებობს დიდი და პატარა ,სადაც ყველა აკეთებს იმას ,რაც სურს ,ყევლა დამოკიდებულია ელექტროტექნიკაზე და დიდ დროს უთმობენ ყოველივე ამას( სამწუხაროდ ეს უფრო და უფრო ვითარდება და ვიმედოვნებ ,რომ დაახლობეით 5 წელიწადში სწორედ მსგავსი სიტუაცია თთქმის მთელ მსოფლიოში გვექნება((( 
სამწუხაროა ეს ფაქტი მაგრამ საქრთველოში ეს პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევია.
ბიჭი გოგოს    :-რა მამაშენის საქმეა ჩევნ ერთად ვიქნებით თუ არა?
შვილი დედას: გირჩევნია მოკეტო )) არ მაინტერესებს რას მიკრძალავ) მთავარაი მე მაინც გავაკეთებ ამას.

სწორედ ამგვარ სიტყვა-პასუხს წააწყდებით ლაპარაკისას ოჯახის წევრებს შორის რაც ჩემი აზრით სამწუხარა და სავალალო მდგომარეობის მანიშნებელია(((

მინდა ეს პრობლემა რაღცნაირად აღმოიფხვრას  და ოჯახს დაუბრუნდეს ის ძველი ყველაფერი რაც დაკარგული აქვს(
 ამის წერისას საზოგადოების გარკვეული ნაწილი იფიქრებს თუ ყველაფერი იცვლის იერს და თანამედროვე ხდება ,მაშინ ოჯახის უნდა გახდეს თანამედროვე და  არ უნდა იყოს იმ ნიშნების მატარებელი ,როგორიც ადრე იყ(ტრადიციების დამცველი და ა.შ)
 იმედია ჩემი ასეთი დამოკიდებულება უარყოფით რეაქციას არ გამოიწვევს ))
შეეცადოთ  ბევრი დრო გაატაროთ თქვენს ოჯახთან ერთად და ისიამოვნოთ იმით,რომ გყავთ ოჯახი და თითოეულ ოჯახის წევრს უყვარხართ:*:**



Saturday, April 27, 2013

საკუთარი თავის  ძიების პროცესში

სიცოცხლის იმ დღიდან ,როდესაც გარკვეულ ეტაპს გაივლის ადამიანი ხვდება ,რომ ახლა უკვე დროა ეძიოს საკუთარი თავი  და დაიმკვიდროს თავი ამ ცხოვრებაში))

ეს ყველაფერი კი მოგეხსენებათ ძალზედ რთულია . . .და ამავე დროს ცოტა არასასიამოვნო მომენტიცაა ..( 
ხშირად ვაკვირდები სხვადასხვა ადამიანების ნააზრევს ამის შესახებ ,მაგრამ მაინც ვერცერთს ვერ ვიღებ ჩემეულად და  ვერცერთი ვერ გამოვიყენე სიმართლე ,რომ ვთქვა ( მაგრამ ამ ყველაფერზე ასუხს თუ რატომ მოხდა ასე ახლახანს მივხვდი .ეს ყველაფერი ხდბა იმიტომ,რომ ყველა ადამიანი განსხვავდება თავსი აზროვნებით ერთმანეთისაგან და ამავე დროს შეხედულებები და მათი ნააზრევი საკუთარი თავის ძიებაზე დამერწმუნე შენ აბსოლუტურად განსხვავებულ ჩვეულებრივ ადამიანს არ გამოგადგება.  აბა რა ვქნათ? ისმის კითხვა 

პირველ რიგში საჭიროა გავიაროთ გზა ,რომელზეც ყველაფერი ერთად კარგი და ცუდი შეგვხვდება.წინ დაგვხვდება ბევრი დაბრკოლება,ბევრი პრობლემა ,ბევრი კეთილი და ბოროტი  ადამიანი ,მაგრამ ამ ყველფერს არ უნდა დანებდე  და ხელი არასოდერს არ უნდა ჩაიქნიო არავინ დაბადებულა ისეთი ვისაც თავიდანვე "აღმოჩენილი " ეყოლებოდა საკუთარი თავი ამიტომ არც ჩვენ ვართ გამონაკლისები და ის გასაღები ,რითაც შევძლებთ ვიპოვოთ საკუთარი თავი სწორედ ამ ცხოვრების საშუალებით უნდა ვიპოვოთ)))

ისევე ,როგორც ყველას მეც მქონდა ცხოვრებაში ბევრი ცუდი და ბევრი კარგი მომენტი ,რომელიც ხან ცვლიდა ჩემს ცხოვრებას ,ჩემს ცნობიერებას ,აზროვნებას და ა.შ ,ამ ყველაფერმა გარკვეული გამოდილება შემძინა ,რომლის საშუალებითაც ვისწავლე ,რომ ადამიანი მართლაც შეცდომებზე სწავლობს . . 

ახლა გამოსწორების პირას ვარ ხშირად ვცდილობ გავაკეთო ის რაც ჩემი ასაკის  გოგომ  უნდ ააკეთოს / ვიკითხო ,ვისწავლო ,ვიარო სკოლაში/გავერთო ,ბევრი დრო გავატარო მეგობრებთან ერთად და რაც შეოიძლება ნაკლები დრო მარტო რადგან ეს მართლაც საშნეებაა მარტოობა ადამიანს ჭკუიდან გადაიყვანს და ცნობიერებასაც შეუცვლის . . 

ახლა უკვე ვხვდები ,რომ ამ ყველაფრის შემდეგ რა არ ვეცადე რა არ გავაკეთე ,მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე და ვერ ვიპოვე ჩემი თავი ამ ცხოვრებაში (( 
     "ამ ჩანაწერის  წერისას დედამ დამინახა და დაინტერესდა . . ბოლოს კი მეუბნება მაგ ჩანაწერსიცი რა აკლია შვილო? რა დედა? ის ,რომ ჯერ კიდევ ადრეა და შენ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვს .დამიჯერე შენ იმ  გზას ადგახარ ,რომელიც შენს თავს გაპოვნინებს ამ ცხოვრებაში და ასე ,რომ ყველაფერი წინ გაქვს:**:*"



იქნებ მართალია დედიკო? იქნებ კი არა მართალია ისიც ჩემნაირად ფიქრობს)) მიხარია ,რომ არსებობს)

ეს ჩანაწერი 15 წლის ასაკში დავწერე ჩემს დღიურში<3 
ახლა 17 წლის ვარ მაგრამ არაფერ არ შეცვლილა ((

"ისევ საკუთარი თავის ძიების პროცესში"


დილა მშვიდობისა     







" დილა მშვიდობისა "
დამეთანხმებით ალბათ დილა ,რომელიც იწყება ასეთი თბილი სიტყვებით  საუკეთეესო დღის მანიშნებელია.

როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ ფრაზა დილა მშვიდობისა ეს არის ადამიანისათვის გარკვეული სტიმულის მიმცემი ,და  აფიქრებინებს მას ,რომ შენ მი გვერდით მცხოვრებ ადამიანს , გსურს ,რომ მთელი დღე მისთვის სასიამოვნო და წარმატებული აღმოჩნდეს)

მე ვეთანხმები ფსიქოლოგთა ამ აზრს და მიმაჩნია ,რომ თუ ადამიანები  ყოველ დილას დაიწყებენ სიტყვით " დილა მშვიდობისა" ,გაუღიმებენ ერთმანეთს  და შეეცდებიან იყვნენ ყფრო ბედნიერები ვიდრე გუშინ ,მაშინ მართლაც შეიცვლება ყველაფერი . . ამის შემდეგ ყოველი დღის მოსვლა გარკვეულ სიხარულს მოგვანიჭებს და ვიგრძნობთ ,რომ თურმე დედამიწაზე ჩვენი არსებობით ვიღაცას ცხოვრებას ვულამაზებთ ,ვიღაცას ვახალისებთ და სიხარულს ვგვრით)

ადამიანებმა ყოველთვის უნდა იზრუნონ ერთმანეთზე და ხშირად  უსურვონ ერთმანეთს კარგი დღე ,ისეთი დღე ,რომელიც წარმატების მომტანი და დასამახსოვრებელი იქნება მათთვის )) 

"ცხოვრება ის დღეები არაა ,რომელიც გავიდა . . ცხოვრება ის დღეებია ,რომელიც დაგვამახსოვრდა"    

წარმატებულ და სასიამოვნო დღს გისურვებთ:* 





Friday, April 26, 2013

გზა წარმატებისაკენ







წარმატება - კანონზომიერებაა, რომელიც ეფუძნება ადამიანის განვითარებულ ცნობიერებას და წარმოადგენს მისი სწორი აზროვნების შედეგს.


ყველას უნდა წარმატებული იყოს და თითოეული ადამიანის აზრით თუ გსურს ,რომ წარმატებას მიაღწიო უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას)
სიტყვა წარმატება ჩემი გნამარტებით არის ის ,რომ მიაღწიო იმას რაც გსურს შენ ,დღევანდელ საზოგადოებაში თითოეული ადამიანი  წარმატების ორ  ეტაპს გამოყოფს  დიდი და პატარა .

პატარა წარმატებებ ყოველდღიურად ხდბა ჩვენს ცხოვრებაშ ,რომელიც ასე ვთქვათ შეუმჩნეველია ცოტა ,მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი განაპირობებს დიდ წარმატებას ,რომელიც ადამიანს აფიქრებინებს ,რომ მან მართლაც შეძლო და მიაღწია იმას რაც უნდოდა და ახლა წარმატების გზას ადგას და როგორმე უნდა შეინარჩუნოს სტატუსი"წარმატებული ადამიანი"
გთავაზობთ პატარა ბავშვების ნააზრევს წარმატების შესახებ)

7 წლის ნიკა- წარმატება იცი რა არის? აი გუშინ ,ხო,ხო გუშინ გოლი ,რომ გავიტანე ფეხბურთის თამაშის დროს ფინალურ მატჩში და გუნდმა მოიგო )) ეს წარმატებაა აბა რაა? <3


5 წლის ანი-ჩემთვის წარმატება არის ის,რომ ჩემი ძმა ,რომელიც მუდამ კომპიუტერთან ზის ,როგორღაც მოვახერხო და ავაყენო სკამიდან:დ აი სწორედ მაშინ მივაღწევს წარმატებას ხოლმე;დ;დ


14 წლის ლუკა-წარმატება ეს ფართო მცნებაა ...მახსოვს ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე წარმატებული ხარ მაშინ ,როდესაც გაქვს დიდი სახლი,გყავს ოჯახის წევრები და უდარდელად ცხოვრობ მათთან ერთად . . .(( ეჰ ჩემთვის კი წარმატება იცით რა იქნებოდა? ის თუნდაც ,რომ ყოველდღიურად ასე მეტროში არ დაჭირვებოდა პურის ფულის თხოვნა((




“წარმატებისთვის როგორც არ უნდა გადადო თავი, თუ მარცხის შიში დაგეუფლა, ყოველგვარი მცდელობა ამაოა: ის გზნებას გიქრობს, ხელ-ფეხს გიბორკავს და წარმატებასაც ხელიდან გაცლის”.



მუდამ გვახსოვდეს – თუ წარმატების მიღწევა განვიზრახეთ, სხვა ყოველი უმნიშვნელოა”.

ნოდარ დუმბაძე



ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში.ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა.

1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.
  

★1950 წელს ნოდარ დუმბაძემ ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა და მუშაობა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დაიწყო ასისტენტად. პარალელურად წერდა.★

★31 წლის დუმბაძემ ყველა გააგონა და აღაფრთოვანა – მკითხველს ხელში საუკუნის რომანი შერჩა, აღტაცებულმა გიგა ლორთქიფანიძემ მარჯანიშვილის თეატრში დადგა, სესილია თაყაიშვილმა მარადიული ბებიის სახე გამოაქანდაკა – ჯერ სცენაზე და მალე ეკრანზეც.★

★დაიწყო დუმბაძის თავბრუდამხვევი წარმატებების ხანა…
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ჟურნალ “ცისკარში”, იყო სატირული ჟურნალ “ნიანგის” რედაქტორი, მწერალთა კავშირის მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე. ბევრ ჭირთამთმენს ბედის სამდურავი სიტყვა არ წამოსცდენია. მისთვის ყველა და ყველაფერი სიკეთის ძალით იზომებოდა.★

★თვითმფრინავის გატაცების ცნობილი მოვლენების დროს ნოდარ დუმბაძე ერთ-ერთი იყო ქართველ ინტელექტუალთა შორის, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას დამნაშავეთა შეწყალებას სთხოვდა.★

★გურამ ასათიანი მის შესახებ ამბობდა: „ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისათვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს“★

★1984 წლის 14 სექტემბერს სიმღერით და სიცილით გამოესალმა წუთისოფელს. მზიანი გულის კაცი მზემ მიაცილა “მზიურამდე”, ცრემლითა და გულისტკივილით გააცილა საზოგადოებამ მზიურამდე.★
სიყვარულის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო...ნოდარი და ნანული

„კლუბში შევდიოდი, ფანჯარასთან ორი ბიჭი იდგა, ჩავიარე და მომესმა როგორ გადაულაპარაკა ერთმა მეორეს – „ნახე რა კარგი გოგოა"ნოდარმა უთხრა მეორეს… სახეც კი არ დამამახსოვრდა… – ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტში და კომპლიმენტს მას „უბრუნებდა“ კაი ხანს:რომ ჩაივლიდა ის ბიჭი, ვამბობდი ხოლმე, ამ ბიჭს რა კარგი ლექსები აქვს-მეთქი, ის ბიჭი გაკვირვებული მიყურებდა ხოლმე…“ოფიციალურად ყველაფერი უნივერსიტეტის კაბინეტთან მოხდა.ბოლოს გავიცანი ასე ოფიაციალურდ, „ნოდარ დუმბაძე“, ჩამომართვა ხელი… მერე ჩემი ამხანაგები, მისი ამხანაგები ძალიან დავმეგობრდით, ერთად დავდიოდით თეატრში, კინოში… საოცარი ის იყო რომ ნოდარს მოეწონა ჩემი ამხანაგი, ჩემი კლასელი, და არა მე. მე ხელს ვუწყობდი ყველანაირად…-იხსენებს მისი მეუღლე.მერე უნივერსიტეტში, სტუდენტობაში ხმა გავრადა, ვიღაც გოგოს ნოდარი მოსწონს, ნოდარსაც მოსწონს, მაგრამ ნანული უშლის ხელსო… ნოდარი ჩემთან სახლში იყო მოსული და ვკითხე, ნოდარ, მე რატომ მაბრალებენ რომ შენც მოგწონს ის გოგო და მე გიშლით ხელს-მეთქი. მომიბრუნდა ნოდარი და პირდაპირ მეკითხება – „ნანული შენ მე არ გიყვარვარ?“… იმის მაგიერ რომ ეთქვა, მიყვარხარო, მე მეკითხება აქეთ… მე ვუთხარი, ჯერ შენ მითხარი და მე მერე გეტყვი მეთქი… შენ თუ ამდენი ხანი ვერ გრძნობ იმას, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაშინ შენი საშველი არ ყოფილაო. ეს იყო და ეს….შემდეგ იყო ბედნიერი ცხოვრება, ქორწილი..და პატარა ნოდარ დუმბაძეს და ნანული გუგუნავას მალე მანანა შეეძინათ.სწორედ პატარა მანანა იყო ახალგაზრდა პოეტი მამის მუზა საბასვშვო პოემა „მანანას წერილის“ დაწერისას. „მანანას წერილმა“ მოუტანა პირველი აღიარება ნოდარ დუმბაძეს – განათლების სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.„ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ პირველი შვილი და მამაჩემს ვიცნობ მას შემდეგ რაც ის იყო 23 წლის, მას მერე ერთად მოვდიოდით, ერთად გავიზარდეთ… წარმოიდგინეთ 23 წლის ნოდარ დუმბაძე, ენერგიული, მაკვარანცხი, მთელი ამ თავისი იუმორით, სიკეთით, ხუჭუჭი დაყრილი თმით, პრუჟინებივით თმა ჰქონდა, აბურდულ-დაბურდული… პატარა რომ ვიყავი, ხელისგულზე მისვამდა და მწევდა ჭერში…იხსენებს მანანარატომღაც არავის სჯერა, რომ ვამბობ, რომ ზუსტად მახსოვს, როგორ მიმიყვანეს მამასთან ციხეში, როცა 2 წლის ვიყავი. არ მიჯერებენ, მაგრამ ვყვები ზუსტად ისე, როგორც იყო, დედაჩემი მეუბნება, მასე ზუსტად იმიტომ ყვები, რომ ბევრჯერ გაქვს მოსმენილი ეგ ამბავიო, მოსმენილი რა შუაშია როცა, ახლაც თვალიწნ მიდგას თავგადაპარსული მამაჩემი, რომელიც იქ მანახეს… ის კარიც მახსოვს, ის მეჩხერი რკინის ბადეც და ისიც, მამა რომ გამოიყვანეს და ავკივლდი, მამამ მანდ ვერ გამეოეტევა-მეთქი…

1984 წლის 14 სექტემბერს სიმღერით და სიცილით გამოესალმა წუთისოფელს. მზიანი გულის კაცი მზემ მიაცილა “მზიურამდე”, ცრემლითა და გულისტკივილით გააცილა საზოგადოებამ მზიურამდე.





მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.


ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.

ჰო, ადამიანი მაღაროში, მიწის ქვეშ ისე ცხოვრობს, როგორც თავისი დედის საშოში. როცა შეეჩვევა, იქ ძალიან თბილა და მყუდროებაა.

- ზღვა ჩემი სახლია, ზღვა სუფთაა, უმტვერო, უნაგავო. ზღვა ადამიანის ტვინს და სულს რეცხავს და ნაგავი ნაპირზე გააქვს. შეხედე ზღვა რა სუფთაა!

ერთი დიდი, თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ამაყად ჯომოლუნგმაზე, ნიშნად უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა.
 "უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებ" 

Thursday, April 25, 2013

რა არის ბედნიერება?   


"ბედნიერება არის-გყავდეს დიდი,საყვარელი,თბილი,მზრუნველი ოჯახი,ოღონდ სხვა ქალაქში"-ასე განმარტავს  ჯორჯ ბარნსი ბედნიერებას)ჩემი აზრით ბედნიერება პირველ რიგშ არის ის ,რომ არსებობ ამ ქვეყნად.სიცოცხლით ტკბები და ყოველდღიურად  ახალ დაბრკოლებას  ვეჭიდებით იმ იმედით ,რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და ბოლოს კი  ბედნიერებას იგრძნობ. .  ეს მართლაც დიდებული რამაა. . . )))
ბედნიერებაა ,როდესაც ამ ქვეყნად არსებობ ,გყავს ის ადამიანები გვერდით რომელთა დანახვა გიხარია და სიცოცხლის მოთხოვნილება გაქვს ამ დროს)
იყო ბედნიერი ეს მართლაც რთულია ,ისევე ,როგორც ყველაფერს ბედნიერებასაც თავისი წესები აქვს ზოგჯერ რამე უნდა აკეთო,ზოგჯერ უნდა გიყვარდეს,ზოგჯერ კი იმედი უნდა გქონდეს"-
ბედნიერების საიდუმლო თავისუფლეაა და თუ თავისუფლებას ვერ გრძნობს გამოდის ,რომ არც ბედნერების გრძნობა გიგემია( 
ბედნიერების ხსენების დროს ყოველთვის ჯონ ლენონის სიტყვები მახსენდება 

"როდესაც 5 წლის ვიყავი დედაჩემმა მითხრა ,რომ ბედნიერება ცხოვრების გასაღებია.როდესაც სკოლაში მივედი მკითხეს თუ რა მინდოდა ,რომ გამოვსულიყავი ,როდესაც გავიზრდებოდი.მე კი დავწერე  "ბედნიერი"/მათ მითხრეს ,რომ მე არ შემეძლო გაგება თუ რას ნიშნავდა ის რაც მე დავწერე ,მაგრამ მე ვუუთარი მათ რომ თქვენ დიახ თქვენ არ შეგიძიათ გაუგოთ ცხოვრებას"

ამ სიტყვებიდან გამომდინარე თუ ბედნიერი არ ხარ მაშნ ცხოვრებასაც ვერ მოუძებნი გასაღებს და ვერ იცხოვრებ ,ხოლო თუ თვლი ,რომ ბედნიერება უდიდესი რამაა ამით ცხოვრებაში უკვე შენ თავს დაიმკვიდრებდა იცხოვრებ ,როგორც ბედნიერი ადამიანი)))
ეცადეთ იყოთ ბედნიერები იმით რაც გაქვთ და დატკბეთ ამ ყველაფრით ჩვენ ხომ  ყველა წარმავალნი ვართ იმ ქვეყნად ამიტომ ჯობია დაკმაყოფილდე იმით რაც გაგაჩნია და შეეცადო ,რომ ამ ყველფრით თავი ბედნიერად იგრძნო)))


"ბედნიერება არის ის ,რასაც ამბობ და რასაც აკეთებ ჰარმონიისთვის"