Thursday, April 25, 2013

ჩარლი-ჩაპლინი 

✤ ჩარლი ჩაპლინის სიმაღლე 165 სანტიმეტრი,ხოლო წონა 60 კილოგრამი გახლდათ.✤

✤ იგი ცაცია იყო და ვიოლინოსაც მარცხენა ხელით უკრავდა.✤

✤ მისი სამსახიობო მოღვაწეობა 14 წლის ასაკიდან დაიწყო,უფრო ადრეულ ასაკში ვიდრე წერა-კითხვას ისწავლიდა.✤

✤ სპორტის სახეობებში ყველაზე გამორჩეული ადგილი კრივს ეჭირა,ხოლო ცეკვებში ტანგოს დიდი მოტრფიალე გახლდათ და შესანიშნავადაც ასრულებდა ამ ცეკვას.✤

✤ ჩარლი ჩაპლინმა აბსოლუტურად ყველა მისი აქცია ამერიკაში 1928 წელს გაყიდა,ეს გახლდათ დრო როდესაც ამერიკაში "დიდი დეპრესიის" ხანა იწყებოდა.✤

✤ ერთადერთი ტრამვა რომელიც მან ფილმის გადაღების დროს მიიღო გახლდათ ფილმი "წყნარი ქუჩა".✤

✤ ჩარლი 28 წლის ასაკში დაქორწინდა 16 წლის მილდრედ ჰარისზე.35 წლის ასაკში დაქორწინდა 16 წლის ასაკში ლიტე გრეიზე.44 წლის ასაკში
იქორწინა 19 წლის პოლეტ გოდარზე.54 წლის ასაკში დაქორწინდა 18 წლის უნე ო'ნილზე და მასთან მისი მერვე შვილი 72 წლის ასაკში შეეძინა.✤

✤ როგორც ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფი ჯოის მილტონი წერდა,სწორედ ჩარლი ჩაპლინისა და ლიტე გრეის სასიყვარულო ურთიერთობა გახდა საფუძველი ნაბოკოვის შესანიშნავი რომანისა "ლოლიტა".✤

✤ ჩარლი ჩაპლინი გარდა იმისა რომ უდიდესი მსახიობი გახლდათ,იგი საკმაოდ კარგი მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩეოდა.მის ფილმებში არაერთი კომპოზიცია მის მიერვე იქნა დაწერილი.✤

✤ 1975 წელს ჩარლი ჩაპლინს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბედ II-ემ,რაინდის ტიტული მიანიჭა.✤
დავიბადე 1889 წლის 16 აპრილს, საღამოს 8 საათზე, უოლვორთში. დიდი ხანი არ გასულა ჩემი დაბადებიდან, რომ ლემბეტში გადავსახლდით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ღარიბები და გემოვნებით მორთულ სამოთახიან ბინაში ვცხოვრობდით.” ჩარლის მშობლები — მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინ უფროსი და დედა — ჰანა ჩაპლინი მიუზიკ-ჰოლის მსახიობები იყვნენ. სწორედ, მშობლების პროფესიამ აზიარა ჩარლი სცენას ადრეული ბავშვობიდანვე.„არ ვიცი მამაჩემის ლოთობის გარდა, კიდევ რა გახდა მიზეზი, მაგრამ ერთი წლისა, რომ შევსრულდი, მშობლები გაიყარნენ“. ჩარლის ერთადერთი პატრონი დედა იყო. ოჯახი წარმოუდგენელ სიღატაკეში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ჰანა ჩაპლინმა ხმა დაკარგა. სწორედ ამ დრამატულ შემთხვევასთანაა დაკავშირებული ჩარლის სასცენო „ნათლობა“. მახსოვს, კულისებში ვიდექი, ხმა რომ წაუვიდა დედაჩემს. დარბაზში ხარხარი ატყდა და დედა იძულებული გახდა, სცენიდან გასულიყო“.პუბლიკა არ ცხრებოდა და დარბაზის დირექტორმა, რომელსაც ადრე ნანახი ჰქონდა პატარა ჩარლის ოინბაზობა, ხალხის დასაშოშმინებლად ბიჭუნას ხელი წაავლო და სცენაზე ისროლა. „ხელადვე დავიწყე მაშინდელი პოპულარული სიმღერა. ჯერ შუაზე არ ვიყავი მისული, რომ დარბაზიდან სცენაზე სეტყვასავით წამოვიდა მონეტები. სიმღერა შევწყვიტე და ხალხს მივმართე: მოდი, ჯერ ამ მონეტებს მოვკრებ და მერე გავაგრძელებ სიმღერას-მეთქი… ასეთი გახლდათ ჩემი პირველი და დედაჩემის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე“.მატერიალური გასაჭირის და პირადი ტრაგედიის გამო ჰანა ჩაპლინს ფსიქიური დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბავშვები კი დროებით თავშესაფარში მიაბარეს. „თითქმის ერთი წელი დავრჩით თავშესაფარში, ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო წელი. სწავლას შევუდექი და ჩემი გვარის დაწერა ვისწავლე — „ჩაპლინი“. მოჯადოებული ვიყავი ამ სიტყვით, თითქოს, მართლა მე მგავდა“.
სიყვარულის ისტორია

თავის დროზე ამ წყვილმა მსოფლიო აალაპარაკა. ყველა ფიქრობდა, რომ ეს რომანი მორიგი გატაცება იყო სახელგანთქმული კომიკოსისთვის. ჩარლი ჩაპლინს ხომ ქალების მუსუსს ეძახდნენ. მან ერთმანეთზე მიყოლებით გამოიცვალა სამი ცოლი, მაგრამ მალევე ხვდებოდა, რომ არც ერთი ქალი არ იყო მისი შესაფერისი, ამიტომაც ტოვებდა და ბედნიერებას სხვასთან ეძებდა. ჩარლის სახელს უკავშირდება ერთი სკანდალიც: მსახიობი ჯოან ბერი ირწმუნებოდა, რომ იგი ჩაპლინმა შეაცდინა და მისგან ორსულად იყო. ჩარლი ამას მტკიცედ უარყოფდა. როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით სისხლის ანალიზი ჩატარდა, ბავშვი მართლაც არ აღმოჩნდა ჩაპლინის შვილი, ჩარლის მოწინააღმდეგეებს კი მიაჩნდათ, რომ ცნობილმა მსახიობმა სამართალდამცავები მოისყიდა. ამ და კიდევ ათასი მიზეზის გამო უნას მამას, ცნობილ დრამტურგ იუჯინ ო’ნილს კატეგორიულად არ უნდოდა, რომ მისი ულამაზესი ქალიშვილი 37 წლით უფროსს კაცს გაჰყოლოდა მეოთხე ცოლად. უნამ არ გაიზიარა მამის რჩევა, რის გამოც მშობელი დიდხანს არ ელაპარაკებდა.ჩარლი ჩაპლინთან პირველი შეხვედრისას უნამ ის ვერ იცნო. თუმცა, კინემატოგრაფის კომიკოსს ცოტა თუ ვინმე ცნობდა ცხოვრებაში, რადგან რეალობაში თავის ’’მაწანწალას’’ სულაც არ ჰგავდა. ყველა ფიქრობდა, რომ თვალები შავი ჰქონდა. სინამდვილეში ჩარლის თვალები ცის სილურჯით გამოირჩეოდა. ეს იყო პირველი შტრიხი, რამაც ნორჩი უნა მოხიბლა. პირველი შეხვედრიდან მოსულმა დაქალს დაურეკა სასწრაფოდ: ახლახან ჩარლი ჩაპლინი ვნახე. საოცარი ცისფერი თვალები აქვსო!”უნა და ჩარლი ერთმანეთს როლის განხილვაზე შეხვდნენ. ფილმი პიესა “მოჩვენება და სინადვილის” მიხედვით უნდა გადაეღოთ. კონტრაქტს ხელი მოაწერეს. ჩარლი გოგონაში სინორჩის და ხასიათის სიმწიფის შეუთავსებლობამ გააოცა: “რაც მეტად ვეცნობოდი, მით მეტად მომწონდა მისი მოთმინება, იუმორი, სხვისი აზრის პატივისცემა. მეშინოდა ასაკში უზარმაზრი სხვაობის, მაგრამ უნამ იცოდა, რა უნდოდა და რა უნდა გვექნა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ფილმის გადაღების დასრულებისთანავე დავქორწინებულიყავით”, — წერდა ჩარლი ჩაპლინი.
საკუთარი თავის უნდა გწამდეს - ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში. მე უნდა მქონდეს აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი.
მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია – ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.

მე ვერ ვეგუები მშვენიერების ისეთ ნიმუშს, რომელიც ყველასთვის გასაგებია. როდესაც მშვენიერება არ საჭიროებს დამატებით ინტერპრეტაციას ვინმე სხვა შემოქმედისგან, მაშინ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან შეასრულა მისი ჭეშმარიტი დანიშნულება.

2 comments:

  1. ვგიჟდები ამ მსახიობზე

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც ძალი მომწონს უხმო კინოს ლეგენდაა))))

      Delete