Thursday, April 25, 2013


Imany 




იმან მოჰამედ აბდულმაჯიდი (სომალ. Iimaan Maxamed Cabdulmajiid, ინგლ. Iman Mohamed Abdulmajid,არაბ. ايمان محمد عبد المجيد‎‎, დ. 25 ივლისი, 1955, მოგადიშო, სომალი) — სომალელი და ამერიკელი სუპერმოდელი, უფრო ცნობილი როგორც იმანი.
დაიბადა მოგადიშოში, მერიონ და მოჰამედ აბდულმაჯიდის ასული. მამამისი სომალის ელჩი იყო საუდის არაბეთში. იმანი მუსულმანია. ჰყავს ორი ძმა — ელიასი და ფეისალი, აგრეთვე და ნადი (სომალიელი ფოტომოდელი).

იმანმა საშუალო სკოლა ეგვიპტეში დაამათვრა და შემდეგ კენიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დღემდე ცხოვრობენ მისი მშობლები. ფლობს ხუთ ენას — არაბულს, ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურსა და სომალის. ნაირობის უნივერსიტეტში სწავლობდა პოლიტოლოგიას.
1975 წელს, იმანი ამერიკელმა ფოტოგრაფმა პიტერ ბრედმა მოიწვა აშშ-ში. მისი პირველი პუბლიკაცია ფოტომოდელის სახით ჟურნალ Vogue-ში იყო 1976 წელს.

ივ სენ-ლორანმა ერთხელ თქვა „ჩემი ოცნების ქალია იმანი“. იმანი მუშაობდა დიზაინერი მოდის სახლში ფოტომოდელად ტანსაცმლის კოლექციისთვის „აფრიკის დედოფალი“.





No comments:

Post a Comment