Thursday, April 25, 2013

ყველაფერი ღიმილით იწყება . . . ))))))




ღიმილი — სახის გამომეტყველება, რომელიც პირის ორივე მხარეს წარმოიქმნება კუნთების მოხვრით.ღიმილი თვალების გარშემოც წარმოიქმნება. ადამიანებში, ესაა გამომეტყველება, რომელიც გამოხატავს ბედნიერებას ან სიამოვნებას, მაგრამ ზოგჯერ არის შფოთვის უნებლიე გამოხატვა; ამ შემთხვევაში ცნობილია როგორც სახის მანჭვა. ღიმილი კულტურის, რასისა და რელიგიის მიუხედავად ყველასთვის გასაგებია და საერთაშორისოდაა ცნობილი. კროს-კულტურულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მსოფლიოში ღიმილი კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ კულტურათა მიხედვით დიდი განსხვავებაა. ეს ასევე შეიძლება იყოს სპონტანური და ხელოვნური.

ცხოვრებაში, სულ მცირედ, ერთხელ მაინც ყველას გაუღიმია და ეს არაა რაღაც, რასაც დავისწავლით — არამედ პოზიტიური გამოცდილების ბუნებრივი რეაქციაა.
”ადამიანმა, რომელსაც არ ამშვენებს ღიმილი არ უნდა გახსნას მაღაზია”.

(ძველი ჩინური სიბრძნე)
ადამიანებში, ესაა გამომეტყველება, რომელიც გამოხატავს ბედნიერებას ან სიამოვნებას, ზოგიერთ შემთხვევაში შფოთვასაც . ეს უკანასკნელი სახის მანჭვაა. ღიმილი კულტურის, რასისა და რელიგიის მიუხედავად ყველასთვის გასაგებია.

ადამიანები ხშირად იღიმიან, ჩვენ კი ინსტინქტურად ვარჩევთ რომელია მათგან წრფელი და რომელი ყალბი. არსებობს თუ არა მეცნიერული მიდგომა ამის გასარკვევად? ტვინის მექანიზმი გვეხმარება მივხვდეთ ეს სიხარულის ჭეშმარიტი გამოხატულებაა, თუ მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრებისეული შოუს ელემენტი.
ტრადიციულად ღიმილისას თვალები და პირი თამაშობს აქტიურ როლს. მე-19 საუკუნეში ფრანგმა ანალიტიკოსმა გადაწყვიტა ამ საკითხზე ემუშავა და მან გამოიყენა ელექტროდები, რომ ხელოვნურად აემოძრავებინა ცდისპირების სახის კუნთები და შეექმნა ყალბი ღიმილი. მან გამოარკვია, რომ გულწრფელი ღიმილი ყოველთვის იწვევს თვალების გარშემო კუნთების მოძრაობას. ცდისპირებს აჩვენებდნენ სხვადასხვა სახის გამომეტყველებას. ბედნიერი სახის დანახვისას მათი 35 % თვალებისკენ აპყრობდა მზერას, რომ ამოეცნოთ მათში გულწრფელი ღიმილი, მაგრამ მოწყენილი ან ნეიტრალური სახის დანახვისას ამას არ აკეთებდნენ, ამრიგად, ადამიანის ტვინს შეუძლია სწრაფად მოახდინოს რეაგირება და გამოარკვიოს ყალბი ღიმილი წრფელისგან, რაც კარგი კომუნიკაციის საწყისად, კონფლიქტის განმუხტვის ერთგვარ ჟესტადაც მიიჩნევა და ძალიან მნიშვნელოვანია მივხვდეთ ჩვენ სიმართლეს გვაწვდიან ამით თუ უბრალოდ მოტყუებისა და თავიდანმოშორების საშუალებაა.

ბუნებრივი ღიმილის გარდა, არსებობს მისი ხელოვნური ანალოგები: გათამაშებული, მიწებებული, გადაჭიმული, სარკასტული, შერეული, ასევე ჩაცინება, მოჩვენების ღიმილი და პოლიტიკოსის ღიმილი.
ფსიქოლოგების აზრით , ქალბატონების ღიმილი უფრო რთული, ორაზროვანი და წინააღმდეგობრივია, ვიდრე მამაკაცების. ამის კარგი მაგალითია ლეონარდოს მონა ლიზა. ერთი შეხედვით ვერ ამოიცნობ რა იმალება ამ ღიმილის უკან. სიყვარული, სიძულვილი, ტანჯვა, ბედნიერება , ამას ემოციური რეაგირების დარღვეულ სინდრომსაც უწოდებენ. ფროიდი ჯოკონდას ღიმილს ლეონარდოს ანარეკლად, მის ცოდვილ ფიქრებად, მოგონებებად და ბავშვურ ზმანებად მიიჩნევდა. დაკვირვებისას, მართლაც რთულია ერთი რომელიმე გრძნობა დაინახო მასში. თითქოს მარტივად იყურება ჯოკონდა, შეიძლება ბევრისთვის არც იღიმის. ძალიან ნაზი, გაწონასწორებული, ქედმაღლური მზერაც შეიმჩნევა მასში, რაც სწორედ მისი ოდნავ დაძაბული სახის კუნთებით მიიღწევა.



ცნობილია, რომ დედის მუცელში ყოფნისას ჩანასახი ბევრს იღიმის, აქედან ვასკვნით, რომ ღიმილი მართლაც დაბადებიდან, არა! მუცლადყოფნის პერიოდიდან მოგვყვება, ხოლო დაბადების შემდეგ, წლების მატებასთან ერთად ღიმილის სიხშირეც კლებულობს. ღიმილი ნიშანია, რომ ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს, ან პირიქით, დისკომფორტის დამალვას ცდილობს.


“გულწრფელი ღიმილი ეხება ჩვენში ძალიან მნიშვნელოვან გრძნობას – თანდაყოლილ მოთხოვნილებას სიკეთისადმი”

დღეს ქუჩაში გავლისას უამრავ ჩაფიქრებულ და სასოწარკვეთილ თუ გაოცებულ ადამიანს დაინახავ, დარწმუნებული ვარ ღიმილიანი სახით, რომ იარო ვიღაცას გიჟი ან სულელი ეგონები, შეიძლება ვერც ვერავინ შეგამჩნიოს იმდენად გადართულია ხალხი ყოველდღიურ პრობლემებზე. ზოგადად მომღიმარ ადამიანს უფრო გულღიად ხვდებიან, ვიდრე მოღუშულს, რადგან ყველაფერთან ერთად ღიმილი ადამიანისადმი პატივისცემის ნიშანიცაა. გაიღიმეთ სახლში, ქუჩაში, სამსახურში, გაუღიმეთ ყველას თუნდაც წამიერად, და ნახავთ როგორ შეიცვალა თქვენი ურთიერთობები ნათესავებთან, ნაცნობებთან, თანამშრომლებთან და უფროსებთანაც. ღიმილი უსიამოვნებების ანტიდოტია. პრაქტიკულ ამერიკელებს, რომლებიც ყველაფერს ფულით ზომავენ, ღიმილის ასეთი განმარტება აქვთ: „იგი უფასოა, მაგრამ ბევრის მომცემი“.

ყოველ დილით გაღვიძებისას გაიღიმეთ. სარკესთან თუნდაც 5 წუთით შეეცადეთ იგივე გააკეთოთ. ბევრს შესაძლოა ამანაც მოჰგვაროს ღიმილი, ეს უკვე კარგია. გაიღიმეთ ხშირად!


გაიღიმეთ და მსოფლიოც გაგიღიმებთ – ეს არის სიამოვნების მიღების ყველაზე მარტივი საშუალება, რადგან ავტომატურად იღებთ საპასუხო დადებით რეაქციას.გაიღიმეთ და მსოფლიოც გაგიღიმებთ – ეს არის სიამოვნების მიღების ყველაზე მარტივი საშუალება, რადგან ავტომატურად იღებთ საპასუხო დადებით   რეაქციას)))))


No comments:

Post a Comment