Monday, April 29, 2013

"ვინი პუჰი"
  


                               


2009 წლის 5 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გამოიცა ინგლისელი მწერლის დეივიდ ბენედიქთუსის (David Benedictus) წიგნი – “დაბრუნება მოჯადოებულ ტყეში” (“ასი აკრის ტყეში დაბრუნება” – Return to the Hundred Acre Wood), რომელშიც ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ახალი თავგადასავლებია აღწერილი. მათი ძველი თავგადასავლები კი პირველად 1926 წელს გამოიცა. წიგნს ეწოდებოდა “ვინი პუჰი” (Winnie-the-Pooh) და მისი ავტორი გენიალური ინგლისელი მწერალი ალან ალექსანდერ (ანუ, როგორც მას უწოდებენ – ეი. ეი.) მილნი იყო (A. A. (Alan Alexander) Milne). ორი წლის შემდეგ მან გამოსცა ისტორიების მეორე ნაწილი, “სახლი პუჰის მხარეს” (The House at Pooh Corner), ამდენად, ვინი პუჰის თავგადასავლები ორწიგნეულია, 10-10 მოთხრობით. თითო მოთხრობა ერთ დასრულებულ ისტორიას წარმოადგენს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად პუჰი წიგნის ფურცლებზე კიდევ უფრო ადრე გამოჩნდა… ოღონდ – ილუსტრაციის სახით. 1924 წელს გამოცემულ მილნის ლექსების კრებულში შესულია პოემა სათამაშო დათუნიის შესახებ. სახელი მას არ აქვს, მაგრამ ერნესთ შეფარდის (Ernest Howard Shepard) ილუსტრაციაში ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც – ვინი პუჰი.



თითქმის ყველა პერსონაჟს, ასე ვთქვათ, პროტოტიპი ჰყავს მწერლის შვილის, ქრისთოფერ რობინის სათამაშოების სახით (როგორც გახსოვთ, თავად ქრისთოფერ რობინიც წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირია). მოგვიანებით, 1947 წელს ეს საათამაშოები ეი ეი მილნმა მის მეგობარსა და ამერიკელ გამომცემელს E. P. Dutton-ის საგამომცემლო სახლის პრეზიდენტს, ელიოთ მაქრის აჩუქა, რომელმაც ისინი ამერიკაში ჩააბრძანა და პირველად გამოფინა საჯაროდ ნიუ იორქში. შემდეგ მათ გამომცემლობა Dutton-ში დაიდეს ბინა, 1987 წლიდან კი, უკვე ქრისთოფერ რობინ მილნის ნებართვით, მუდმივი ექზპოზიციის სახით არიან გამოფენილნი ნიუ-იორქის საჯარო ბიბლიოთეკაში (The New York Public Library). იქ ვერ ნახავთ მხოლოდ რუს, რომელიც ქრისთოფერ რობინმა დაკარგა და ბუსა და კურდღელს, რომლებსაც თავიანთი პროტოტიპი სათამაშო არ ჰყოლიათ (სწორედ ამიტომაა, რომ ერთ-ერთ ისტორიაში კურდღელი ბუს მიმართავს და ეუბნება: “შენ და მე თავში ტვინი გვაქვს, ყველა დანარჩენს კი – მხოლოდ ბუმბული” ) 


დათვის ბელი ვინი (ვინიფეგი) კანადის არმიის ვეტერინარული კორპუსის ლეიტენანტმა ჰარი ქოულბურნმა მონადირისგან შეიძინა 1914 წელს. როდესაც სამხედრო შენაერთი საფრანგეთში გასდაისროლეს, ქოულბურნმა ბელი ლონდონის ზოოპარკს მიაბარა. 1924 წელს ეი ეი მილნმა 4 წლის ქრისთოფერ რობინი პირველად მიიყვანა ზოოპარკში, სადაც ბიჭს ყველაზე მეტად სწორედ დათვი ვინი მოეწონა. მოგვიანებით, ეს სახელი დაარქვა მან თავის სათამაშო დათუნიასაც, რომელსაც მანამდე ედუარდი (Edward Bear) ერქვა. (ისე, ჩვენს ექს-პრეზიდენტსაც ედუარდი ერქვა ადრე და მოგვიანებით გიორგი დაარქვეს. ) რაც შეეხება პუჰს, ასე ერქვა გედს, რომელიც მილნების მეგობრების ტბაში ბინადრობდა. ამ ორი სახელის გაერთიანებაა ვინი პუჰიც. თავად მილნი ასე განმარტავდა (და თავის პერსონაჟზე, როგორც ნამდვილად ცოცხალზე, ისე საუბრობდა) – “მისი თათები მოუქნელი იყო, ჰოდა, როდესაც ფუტკარი ცხვირზე დააჯდებოდა – რაღაცნაირად ხომ უნდა მოეგერიებინა… ამიტომაც, სულს უბერავდა ხოლმე… მე ვფიქრობ, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ, ვფიქრობ, სწორედ ამ ამოქშენის გამო შეარქვეს მას პუჰი”. ვინის პროტოტიპ დათუნია ვინიფეგს ძეგლიც კი დაუდგეს ვინიფეგისა და ლონდონის ზოოპარკებში.




1930 წელს ცნობილმა პროდიუსერმა სთივენ შლეზინგერმა მილნისგან შეისყიდა უფლებები აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე ვინი პუჰის ნაწარმოებებისა და პერსონაჟების კომერციულ გამოყენებაზე. კერძოდ, მან პირველმა გამოსცა წიგნის აუდიო-ვერსია ფირფიტებზე, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. 1961 წელს კი შლეზინგერის ქვრივმა უფლებები კომპანია The Walt Disney Company-ს მიჰყიდა – ვინი პუჰის ეკრანზე გადატანა უოლთ დიზნის (ასე ჟღერს ამ გენიოსი ადამიანის გვარი და არა, როგორც რუსები უძახიან და ჩვენც დაგვასწავლეს – დისნეი) მისმა ქალიშვილებმა სთხოვეს.





აქედან მოყოლებული, გაჩნდა ანიმაციური სერიალი, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები, სატელევიზიო შოუები, სპექტაკლები, ვიდეო-თამაშები, საბავშვო ტანსაცმელი, აქსესუარები, სათამაშოები და მრავალი სხვა.



მთლიანობაში, ვინი პუჰი ყველაზე “მდიდარია” გამოგონილ პერსონაჟთა შორის. მისი (უფრო ზუსტად კი, მისი წყალობით The Walt Disney Company-ს) შემოსავალი ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეს უფრო მეტია, ვიდრე მიქი მაუსი, დონალდ დაქი, გუფი და ფლუთო ერთობლივი ძალებით “ახერხებენ”.


პატარა ასაკიდან ვადევნებ თვალყურს ამ მულთფილმს და დღესაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ (მიუხედავად  იმისა ,რომ გავიზარდე:დ)

ვინი პუჰი ჩემი ერთ-ერთი მულტფილმის საყვარელი გმირია))) 

რომელიც   დღესდღეობითაც  არ კარგავს პოპულარობას  ბავშვებში) 
ამ პოსტს ვუძღვნი ჩემს მეგობარ პუჰს:დ 






No comments:

Post a Comment