Sunday, April 28, 2013

თანამედროვე ოჯახი





ოჯახი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ,თუ მეცნიერულად განვნარტავთ ოჯახი  ქორწინების თუ ნათესაობის საფუძველზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, ურთიერთმხარდაჭერით და მორალური პასუხისმგებლობით. ოჯახის სოციალურ აუცილებლობას განაპირობებს საზოგადოების ფიზიკური და სულიერი განახლების მოთხოვნილება. ამ სოციალური ერთეულის ბიოლოგიურ საწყისს ქორწინება და შობადობა წარმოადგენს. ოჯახი საზოგადოების სპეციფიური ქვესისტემაა, რომელიც უერთიერთგანმსაზღვრელ კავშირშია საზოგადოების სხვა ქვესისტემებთან (თუმცა გარკვეული დამოუკიდებლობითაც ხასიათდება); მას აქვს განვითარების ფაზები და ოჯახის წევრთა გარკვეული სტრუქტურა.ოჯახი აღმოცენდა პირველყოფილ საზოგადოებაში (შუა პალეოლითი) ქორწინების, როგორც სოციალური ინსტიტუტის, წარმოშობის კვალდაკვალ. ქორწინებისა და ოჯახის, როგორც სოციალური მოვლენის, პირველი ფორმა იყო წყვილადი ოჯახი (ერთი წყვილის არა მარტო სქესობრივი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური კავშირი, რომელმაც შეცვალა მანამდე არსებული ჯგუფობრივი სქესობრივი ურთიერთობა). მაგრამ წყვილადი ოჯახი, მტკიცე არ იყო და ადვილად იშლებოდა. ამას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ ოჯახის განვითარების ამ საფეხურზე ადამიანთა შრომითი და ყოფა-ცხოვრებითი ერთობის ფორმას, ძირითად სოციალურ ორგანიზმს, გვარი წარმოადგენდა.

დღესდღეობით სიტყვა ოჯახის  განმარტება ასე ვთქვათ ჯღერს ისე რაც მე ვახსენე ზემოთ ,მაგრამ სინამდვილეში თანამედროვე ოჯახი სულ სხვნაირია) ეს არის ოჯახი სადაც არ არსებობს დიდი და პატარა ,სადაც ყველა აკეთებს იმას ,რაც სურს ,ყევლა დამოკიდებულია ელექტროტექნიკაზე და დიდ დროს უთმობენ ყოველივე ამას( სამწუხაროდ ეს უფრო და უფრო ვითარდება და ვიმედოვნებ ,რომ დაახლობეით 5 წელიწადში სწორედ მსგავსი სიტუაცია თთქმის მთელ მსოფლიოში გვექნება((( 
სამწუხაროა ეს ფაქტი მაგრამ საქრთველოში ეს პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევია.
ბიჭი გოგოს    :-რა მამაშენის საქმეა ჩევნ ერთად ვიქნებით თუ არა?
შვილი დედას: გირჩევნია მოკეტო )) არ მაინტერესებს რას მიკრძალავ) მთავარაი მე მაინც გავაკეთებ ამას.

სწორედ ამგვარ სიტყვა-პასუხს წააწყდებით ლაპარაკისას ოჯახის წევრებს შორის რაც ჩემი აზრით სამწუხარა და სავალალო მდგომარეობის მანიშნებელია(((

მინდა ეს პრობლემა რაღცნაირად აღმოიფხვრას  და ოჯახს დაუბრუნდეს ის ძველი ყველაფერი რაც დაკარგული აქვს(
 ამის წერისას საზოგადოების გარკვეული ნაწილი იფიქრებს თუ ყველაფერი იცვლის იერს და თანამედროვე ხდება ,მაშინ ოჯახის უნდა გახდეს თანამედროვე და  არ უნდა იყოს იმ ნიშნების მატარებელი ,როგორიც ადრე იყ(ტრადიციების დამცველი და ა.შ)
 იმედია ჩემი ასეთი დამოკიდებულება უარყოფით რეაქციას არ გამოიწვევს ))
შეეცადოთ  ბევრი დრო გაატაროთ თქვენს ოჯახთან ერთად და ისიამოვნოთ იმით,რომ გყავთ ოჯახი და თითოეულ ოჯახის წევრს უყვარხართ:*:**



No comments:

Post a Comment