Wednesday, April 24, 2013

ისიამოვნე სიცოცხლით     

სიცოცხლე ღვთისაგან იღებს სათავეს და ყოველი ცოცხალი ღვთის მიერაა შექმნილი. . 

პატარა ,რომ ვიყავი სიცოცხლეზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა .მეგონა რომ სიცოცხლე არ არსებობდა(დღემდე ვერ ვხვდები ასეთი რამ საიდან მაფიქრდებოდა)
სიცოცხლე მეგონა ის როდესაც ვხედავდი ორსულ ქალებს და ვეუბნებოდი ხოლმე თქვენ პატარა სიცოცხლე გყავთ მუცელში .სიცოცხლე მეგონა ის როდესაც დავინახავდი თუ როგორ მიასვენებდნენ მიცვალებულს და ამ დროს კი მის სანათესაოში მაინც იბადებოდა ახალი ახალი სიცოცხლე))) 

ასეთი წარმოდგენა მქონდა სიცოცხლეზე,მაგრამ დღეს ამ ყველაფერს ის დაემატა ,რომ ყოველი ცოცხალი ღვთის მიერაა შექმნილი და ,რომ ამ ყველაფრით ამ საჩუქრით რასაც სიცოცხლე ჰქვია უნდა ისამოვო)))
ცხოვრება რომელსაც სიცოცხლის საშუალებით აგრძელებს ადამიანი მართლაც საინტერესოა)) 
მიუხედავად იმისა,რომ ხშირად ბევრი დაბრკოლების გადალახვა გვიწევს რასაც ცხოვრება გვიმზადებს ,ბევრჯერ გვიწევს პრობლემების მოგვარება მათი გადაჭრა და ეს ყველაფერი ხშირად გვაბეზრებს ცხოვრებას და ვფიქრობთ თუ როგორ მოვისრაფოთ სიცოცხლე და თუ როგორ დავასრულოთ ჩვენი"მოღვაწეობა"ამ წუთისოფელში (((


ბევრჯერ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში და ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ის რაც ზემოთ ვახსენე,რომ დამესრულებინა სიცოცხლე ,მაგრამ მალევე მივხვდი ,რომ არ შეძლებოდა გამეკეთებინა ის რაც ეწინააღმდეგება ჩვენს მოძღვრებას__ამიტომ მოგიწოდებთ ყველას ,რომ ისიამოვნოთ ცხოვრებით დაივიწყოთ ყველაფერი ცუდი,იყოთ რაც შეიძლება აქტიურები,ნუ იქნებით დეპრესიულები და ნუ იფიქრებთ ,რომ პრობლემებისაგან თავის დაღწევას სიკვდილის საშუალებით შეძლებთ ))





შეეცადეთ მიხვდეთ ,რომ სამოთხე დედამიწაზეა და ისიამოვნეთ სიცოცხლით)))


გახსოვდეთ ,რომ სიცოცხლე ღვთის საჩუქარია))) 


No comments:

Post a Comment