Friday, April 26, 2013

ნოდარ დუმბაძე



ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში.ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა.

1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.
  

★1950 წელს ნოდარ დუმბაძემ ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა და მუშაობა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დაიწყო ასისტენტად. პარალელურად წერდა.★

★31 წლის დუმბაძემ ყველა გააგონა და აღაფრთოვანა – მკითხველს ხელში საუკუნის რომანი შერჩა, აღტაცებულმა გიგა ლორთქიფანიძემ მარჯანიშვილის თეატრში დადგა, სესილია თაყაიშვილმა მარადიული ბებიის სახე გამოაქანდაკა – ჯერ სცენაზე და მალე ეკრანზეც.★

★დაიწყო დუმბაძის თავბრუდამხვევი წარმატებების ხანა…
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ჟურნალ “ცისკარში”, იყო სატირული ჟურნალ “ნიანგის” რედაქტორი, მწერალთა კავშირის მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე. ბევრ ჭირთამთმენს ბედის სამდურავი სიტყვა არ წამოსცდენია. მისთვის ყველა და ყველაფერი სიკეთის ძალით იზომებოდა.★

★თვითმფრინავის გატაცების ცნობილი მოვლენების დროს ნოდარ დუმბაძე ერთ-ერთი იყო ქართველ ინტელექტუალთა შორის, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას დამნაშავეთა შეწყალებას სთხოვდა.★

★გურამ ასათიანი მის შესახებ ამბობდა: „ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისათვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს“★

★1984 წლის 14 სექტემბერს სიმღერით და სიცილით გამოესალმა წუთისოფელს. მზიანი გულის კაცი მზემ მიაცილა “მზიურამდე”, ცრემლითა და გულისტკივილით გააცილა საზოგადოებამ მზიურამდე.★
სიყვარულის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო...ნოდარი და ნანული

„კლუბში შევდიოდი, ფანჯარასთან ორი ბიჭი იდგა, ჩავიარე და მომესმა როგორ გადაულაპარაკა ერთმა მეორეს – „ნახე რა კარგი გოგოა"ნოდარმა უთხრა მეორეს… სახეც კი არ დამამახსოვრდა… – ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტში და კომპლიმენტს მას „უბრუნებდა“ კაი ხანს:რომ ჩაივლიდა ის ბიჭი, ვამბობდი ხოლმე, ამ ბიჭს რა კარგი ლექსები აქვს-მეთქი, ის ბიჭი გაკვირვებული მიყურებდა ხოლმე…“ოფიციალურად ყველაფერი უნივერსიტეტის კაბინეტთან მოხდა.ბოლოს გავიცანი ასე ოფიაციალურდ, „ნოდარ დუმბაძე“, ჩამომართვა ხელი… მერე ჩემი ამხანაგები, მისი ამხანაგები ძალიან დავმეგობრდით, ერთად დავდიოდით თეატრში, კინოში… საოცარი ის იყო რომ ნოდარს მოეწონა ჩემი ამხანაგი, ჩემი კლასელი, და არა მე. მე ხელს ვუწყობდი ყველანაირად…-იხსენებს მისი მეუღლე.მერე უნივერსიტეტში, სტუდენტობაში ხმა გავრადა, ვიღაც გოგოს ნოდარი მოსწონს, ნოდარსაც მოსწონს, მაგრამ ნანული უშლის ხელსო… ნოდარი ჩემთან სახლში იყო მოსული და ვკითხე, ნოდარ, მე რატომ მაბრალებენ რომ შენც მოგწონს ის გოგო და მე გიშლით ხელს-მეთქი. მომიბრუნდა ნოდარი და პირდაპირ მეკითხება – „ნანული შენ მე არ გიყვარვარ?“… იმის მაგიერ რომ ეთქვა, მიყვარხარო, მე მეკითხება აქეთ… მე ვუთხარი, ჯერ შენ მითხარი და მე მერე გეტყვი მეთქი… შენ თუ ამდენი ხანი ვერ გრძნობ იმას, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაშინ შენი საშველი არ ყოფილაო. ეს იყო და ეს….შემდეგ იყო ბედნიერი ცხოვრება, ქორწილი..და პატარა ნოდარ დუმბაძეს და ნანული გუგუნავას მალე მანანა შეეძინათ.სწორედ პატარა მანანა იყო ახალგაზრდა პოეტი მამის მუზა საბასვშვო პოემა „მანანას წერილის“ დაწერისას. „მანანას წერილმა“ მოუტანა პირველი აღიარება ნოდარ დუმბაძეს – განათლების სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.„ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ პირველი შვილი და მამაჩემს ვიცნობ მას შემდეგ რაც ის იყო 23 წლის, მას მერე ერთად მოვდიოდით, ერთად გავიზარდეთ… წარმოიდგინეთ 23 წლის ნოდარ დუმბაძე, ენერგიული, მაკვარანცხი, მთელი ამ თავისი იუმორით, სიკეთით, ხუჭუჭი დაყრილი თმით, პრუჟინებივით თმა ჰქონდა, აბურდულ-დაბურდული… პატარა რომ ვიყავი, ხელისგულზე მისვამდა და მწევდა ჭერში…იხსენებს მანანარატომღაც არავის სჯერა, რომ ვამბობ, რომ ზუსტად მახსოვს, როგორ მიმიყვანეს მამასთან ციხეში, როცა 2 წლის ვიყავი. არ მიჯერებენ, მაგრამ ვყვები ზუსტად ისე, როგორც იყო, დედაჩემი მეუბნება, მასე ზუსტად იმიტომ ყვები, რომ ბევრჯერ გაქვს მოსმენილი ეგ ამბავიო, მოსმენილი რა შუაშია როცა, ახლაც თვალიწნ მიდგას თავგადაპარსული მამაჩემი, რომელიც იქ მანახეს… ის კარიც მახსოვს, ის მეჩხერი რკინის ბადეც და ისიც, მამა რომ გამოიყვანეს და ავკივლდი, მამამ მანდ ვერ გამეოეტევა-მეთქი…

1984 წლის 14 სექტემბერს სიმღერით და სიცილით გამოესალმა წუთისოფელს. მზიანი გულის კაცი მზემ მიაცილა “მზიურამდე”, ცრემლითა და გულისტკივილით გააცილა საზოგადოებამ მზიურამდე.





მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.


ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.

ჰო, ადამიანი მაღაროში, მიწის ქვეშ ისე ცხოვრობს, როგორც თავისი დედის საშოში. როცა შეეჩვევა, იქ ძალიან თბილა და მყუდროებაა.

- ზღვა ჩემი სახლია, ზღვა სუფთაა, უმტვერო, უნაგავო. ზღვა ადამიანის ტვინს და სულს რეცხავს და ნაგავი ნაპირზე გააქვს. შეხედე ზღვა რა სუფთაა!

ერთი დიდი, თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ამაყად ჯომოლუნგმაზე, ნიშნად უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა.
 "უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებ" 

No comments:

Post a Comment