Sunday, April 28, 2013

"ვერტიკალური და თან ბრუნვადი "




სიყვარული — ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი („ღმერთი სიყვარულია“[1]) და ყოველი ღვთიური კანონის არსია („ოქროს წესი“).

სიტყვა სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ეს საჭმელი მიყვარს“) დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემი პარტნიორი მიყვარს“).

სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია და ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქოლოგიაში; აგრეთვე, სახვით ხელოვნებაში ყველაზე გავრცელებული თემაა.

სიყვარულით მოპყრობა იწოდება სიყვარულობად, სიყვარულიან დამოკიდებულებას- სიყვარულიანობა ეწოდება, სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს სიყვარულმოდებული ეწოდება.

არსებობს ვნებიანი, მეგობრული, მშობლური, ასევე იდეის, პროფესიის, სამშობლოს სიყვარული. თითეული მათგანი ემოციის არსებობისა და გამოხატვის ხარისხის ინტენსიობით განსხვავდება.


სიყვარული ეს მართლაც ყველაფერია,სიყვარული არის ის რაც გვაძლებინებს ამ დედამიწაზე ,რაც გვაკავშირებს ერთმანეთთან და უფალთან )
რა არის სიყვარული მგონი ამაზე ჩემ ნააზრევი ნაკლებად საინტერესოა
ამიტომ გთავაზობთ რამოდენიმე  ცნობილი ადამიანის ნააზრევს))

“სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი” – ებნერშენბახი

“სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს” – ბეთჰოვენი

სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა” – ფრ.რიუკერტი

არაფერი ისე არ იპყრობს, არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის შეცნობა, რომ ის უყვართ.

ჰენრიკ სენკევიჩი

სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის” – ტომას ჰობსი

“სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს” – ვ.როზანოვი

“სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს” – ვოლტერი

სიყვარული ერთადერთია როდესაც მისი მსგავსი ათასია” - ლაროშფუკო

“სიყვარული ბრძოლაა, თუ არ სძლიე, ქალი ისე ვერ შეგიყვარებს” – ქოლალომთათიძე

“სიყვარული – აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში – აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი” - მოპასანი

“სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ” – მოციქული პავლე

“სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით “იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება” - ლობერგერი


სიყვარული არის თავის დავიწყება” – გრიგოლ ორბელიანი

“სიყვარული ისეთი ძალაა, რომელსაც მიტევება შეუძლია” - ლაისტი

“უსიყვარულო, უგულო გული და უყვავილო ბაღი ერთია” – ესპანური ანდაზა

“სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა” – უნამუნო

“სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა” – კაზანოვა


...იმ ღამით ბევრი ვიფიქრე,ძალიან ბევრი,რაღაცნაირად ,ღრმა და მაღალი ფიქრი იყო; განთიადისას ერთ რამეს მივხვდი!
-რას?...
_რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს ,დომენიკო    (ამონარიდი თოლია ჯონათან ივინგსონიდან   -რიჩარდ ბახი)


“უსიყვარულოდ ბალახიც ვერ აბიბინდება!” – ფ.შილერი 






"გიყვარდეთ და პატივს ცემდეთ ერთმანეთს"

No comments:

Post a Comment