Wednesday, April 24, 2013

თავისუფლების ძიებაში


                                      
თავისუფლება ნებისმიერი ადამიანის სულს უნდა სწყუროდეს:

"თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,

ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა".

ადამიანი თავისუფალი რომ იყოს, ალბათ პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს თავისი თავის უფალი. უნდა ისწრაფვოდეს ყველა დსახული მიზნის მიღწევისათვის, ოღონდ არ უნდა გაბოროტდეს.უნდა ჰქონდეს რწმენა. რწმენა, იმისა რომ ყველაფერს შესძლებს თვითონ, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ უფლის დახმარებით. ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისათვის. ეს ცხოვრება ხომ სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

და ბოლოს, მე თავისუფლებას, ალბათ მაინც "ლამპარიდან" ამოსული ჯინის სულს შევადარებდი. 
ამ სიტყვას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს(გაითვალისწინეთ რომ მე ამჯერად არ ვსაუბრობ მრავალწლიანი მონობის შემდეგ რომელიმე ქვეყნის თავისუფლებაზე, მე ვსაუბრობ ადამიანის თავისუფლებაზე!) როგორც ვთქვი ამ სიტყვას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს მაგალითად მე მიყვარს როცა ბუნებაში ვარ მარტო ჩემთვის ჩამიქრებული რატომღაც ეს სიტუაცია ჩემთვის ასოცირდება თავისუფლებასთან.
  1.  ზოგი ბუნებაში გრძნობს თავისუფლად თავს
  2. ზოგი მაშინ როცა "საქანელაზე ქანაობს"
  3. ზოგი ღამით როცა ქალაქის ხედს უყურებს
  4. ზღვის პირას მარტო სეირნობის დროს
  5. როცა მუსიკას ვუკრავთ,ვუსმეთ არ ვმღერით
  6. ზოგისთვის თავისუფლება მაშინ იწყება როცა იგი "მთვრალია"
  7. სადაც არ უნდა ვიყოთ მეგობრებთან ერთად და ვიქცევით ისე როგორც გვინდა!
თავისუფლების ძიებაშ ამ სათაურის გაგონებისას ერთი  ნაწარმოები მახსენდება
"თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი"
ამ ფრინველში ყველა თქვენგანი აღმოაჩენთ საკუთარ თავს თუ, რა თქმა უნდა, ერთხელ მაინც გაგჩენიათ სურვილი შეგეცვალათ ის გარემო, სადაც ცხოვრობთ, გაგეხადათ ის უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო, ერთხელ მაინც გდომებიათ ყოფილიყავით თავისუფალი. წიგნის წაკითხვის შედეგ დარწმუნდებით, რომ თუ მიზანდასახული ხარ და არც შრომა გეზარება, ყველაფერი გამოვა. აკი თოლიაც ბოლოსიმარჯვებს და ყველას დაარწმუნებს, რმ ”ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ”

მწერლის ენა სადა, მარტივი და დახვეწილია, ნაწარმოები კი ისეთი, დიდხანს რომ დაგაფიქრებს.



შემეცნების თვალით იყურე, გაიაზრე ის, რაც უკვე იცი, და მიხვდები როგორ იფრინო.

ფლეტჩერი შეეცადა მოსწავლეების წინაშე მკაცრი გამომეტყველება მიეღო, მაგრამ უცაბედად ისინი სხვანაირად დაინახა, ყოველი მათგანის ჭეშმარიტი რაობა აღიქვა და, მართალია, ეს მხოლოდ ერთ წამში მოხდა, არა თუ მოეწონა, მთელი გულით შეუყვარდა ის, რაც იხილა. ,,ზღვარი არ არსებობს, არა ჯონათან?“ - გაეღიმა თოლიას. იგი წინ მიიწევდა.   


თავისუფლება ეს მართლაც შესანიშნავი რამაა)) არ შემიძლია ამის სიტყვებით გადმოცემა )) ჩემთვის თავისუფლება ყველაფერია )) და თქვენთვის?




No comments:

Post a Comment