Wednesday, April 24, 2013

მუსიკა   ანუ ჩემი დღის განუყოფელი ნაწილი




მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) — ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.
არ მეგულება ადამიანი ,რომელსაც მუსიკა არ მოუსმენია ან დღე არ გავა ,რომ არ მოუსმინოს .
მუსიკა ეს მართლაც ერთ-ერთი ვრცელი თემაა და ამავე დროს საინტერესეო.


დამიანების განვითარებასთან ერთად კი, ისიც ვითარდებოდა და იხვეწებოდა. თავდაპირველად ერთი ჟანრით დაიწყო, თუმცა ახლა მრავალი მუსიკალური მიმდინარეობა არსებობს. XIX-XX საუკუნეებში გამოიკვეთა რამდენიმე ჰიპოთეზა მუსიკის წარმოშობის შესახებ. ინგლისელი ფილოსოფოსის, სოციოლოგისა და ფსიქოლოგის ჰ. სპენდერის აზრით, მუსიკა წარმოიშვა აღელვებული მეტყველების ინტონაციების საფუძველზე; ბუნების მეტყველი ჩ. დარვინის შეხედულებებით – ნადირ-ფრინველის სასიყვერულო ძახილისაგან, გერმანელი კ. ბიუხერი მუსიკის წარმოშობის საფუძვლად პირველყოფილი ადამიანის შრომის რიტმს მიიჩნევდა, გერმანელი ფსიქოლოგი და მუსიკათმცოდნე კ. შტუმპფი – პირველყოფილი ადამიანის ბგერით სიგნალებს. ფრანგმა მუსიკის ისტორიკოსმა ჟ. კომბარიამ მუსიკის გაჩენა მაგიური შელოცვების რიტუალს დაუკავშირა. თანამედროვე მეცნიერება არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ მუსიკის წარმოშობის ხანგრძლივ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება პირველყოფილი ადამიანის სინკრეტულ კომპლექსს – ხელოვნების წინა ეტაპს, რომელიც აერთიანებდა მუსიკის მეტყველებისა და ცეკვის ელემენტებს.
შუა საუკუნეებში მუსიკალური ცხოვრება ძირითადად ეკლესიებსა და მონასტრებში მიმდინარეობდა. VI-VIIსს-ში ჩამოყალიბდა გრიგორიანული ქორალი - დიატონიკურ კილოებზე აგებული მინოდიური მუსიკა. თანდათანობით გაჩნდა მრავალხმიანობა, რომელმაც შეავიწროვა მონოდიური მუსიკა. ჩამოყალიბდა ახალი ჟანრებიც.


მუსიკა ეს ყველაფერია განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის ვინც სიმღერის ნიჭით არაინ დაჯილდოებულნი,მაგრამ ჩემთვისაც ყველაფერია უნიჭოსთვის(ამ მხრივ:დ)

დღე არ გავა რომ არ მოვუსმინო თან მარტო ამას ))

უსმინეთ მუსიკას და გაილამაზეთ ცხოვრება ლამაზი ჰანგებით)))

No comments:

Post a Comment