Wednesday, September 25, 2013


მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბიბლიოთეკები






რუსეთის ნაციონალური  ბიბლიოთეკა –  ერთ-ერთი პირველი საჯარო  ბიბლიოთეკა  აღმოსავლეთ  ევროპაში. მდებარეობს  სანკტ პეტერბურგში. რუსეთის  ნაციონალურ  ბიბლიოთეკაში  ინახება  ქვეყნის  უდიდესი  კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობები.
ის  ერთ-ერთი  უდიდესი  ბიბლიოთეკაა  მსოფლიოში. აქ  ინახება  ყველაზე  მეტი  რუსულენოვანი  გამოცემები, ასევე  რუსულ  ენაზე  სრულად ნათარგმნი  წიგნები.
ბიბლიოთეკის  ფონდშია  ასევე  მრავალი  უცხოურენოვანი  წიგნებიც.
ბიბლიოთეკაში  ინახება  33 მილიონ  წიგნზე  მეტი. ყოველწლიურად  დაახლოებით 1,5 მილიონ  ადამიანს  ემსახურება. ხოლო  გასცემს 14 მილიონამდე წიგნს  და  სხვა  დოკუმენტებს.

კონგრესის  ბიბლიოთეკა – აშშ-ს  ნაციონალური  ბიბლიოთეკა, ერთ-ერთი  უდიდესი  ბიბლიოთეკა  მსოფლიოში. მდებარეობს  ვაშინგტონში.  დაარსდა 1800 წლის 24  აპრილს, როდესაც პრეზიდენტმა  ჯონ  ადამსმა ფილადელფიიდან  ვაშინგტონში  გადაიტანა  დედაქალაქი. 
სანსოვინოს  ბიბლიოთეკა – ეს  ბიბლიოთეკა  აშენებულია  კლასიკურ  სტილში არქიტექტორ  იაკოპო სანსოვინოს პროექტით 1537 და 1588 წლებში. ბიბლიოთეკის  მშენებლობისას  ჩამოინგრა  ჭერი. სანსოვინო  დააკავეს  და  ჩასვევს  ამის  გამო  ციხეში. მაგრამ  ცოტა  ხნის  შემდეგ  დადგინდა  მისი  უდანაშაულობა  და  გამოუშვეს  ციხიდან. შმდეგ  სანსოვინომ  აღადგინა  ბიბლიოთეკის  შენობა  და  დაასრულა  თავისი  დაწყებული  პროექტი, რომელიც  მართლაც  ლამაზი  გამოუვიდა.
სიეტლის  ცენტრალური  ბიბლიოთეკა – 11  სართულიანი  შენობა შუშისგან  და  მეტალისგან. მდებარეობს  ქალაქ  სიეტლის  ცენტრში, ვაშინგტონის შტატში.
მშენებლობა  დასრულდა  2004 წლის  23 მაისს.  ამ  ბიბლიოთეკის  ანგარიშზე  ირიცხება 145 ათასი  წიგნი და  სხვა  მასალები. შენობას  აქვს  საკუთარი მიწისქვეშა პარკირება 143 ავტომობილზე  გათვლილი. ასევე  შენობას  აქვს  დარბაზი,  რომელშიც  400  კომპიუტერი  დგას. მუშაობის  დაწყების  პირველ  წელს  ბიბლიოთეკას  ყავდა 2 მილიონზე  მეტი  სტუმარი.

კლოსერნოიბურგსის სახელმწიფო  ბიბლიოთეკა, ავსტრია. მდებარეობს  ვენის  ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქის ერთ-ერთ  ღირსშესანიშნაობად  ითვლება  მონასტერის  ბიბლიოთეკა, რომელიც  ინახავს  30 000 ძველ  ტომეულებს.

კოიმბრის უნივერსიტეტის საერთო ბიბლიოთეკა მუშაობს 1537 წლიდან. ბიბლიოთეკაში  ინახება  120 ხელნაწერი  ტომი.  1705 წელს  ბიბლიოთეკა  დაკეტეს,  მისი  გახსნა  მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოხერხდა შეცვლილი  სახელით,  ”ჟუანის ბიბლიოტეკა” – გახლდათ  მისი  ახალი  სახელი.  მეფე  ჟუან V საპატივცემულოდ.  ხოლო 1901 წელს  რეფორმების  გატარების შემდეგ  ბიბლიოთეკას  ეწოდა  უნივერსიტეტის  ცენტრალური  ბიბლიოთეკა.დღესდღეობით  კი  ამ  ბიბლიოტეკას  ქვია კოიმბრის უნივერსიტეტის საერთაშორისო  ბიბლიოთეკა. 

ჰერცოგ  ავგუსტის ბიბლიოთეკა  - ჰერცოგი  ავგუსტი  იტვლება  ერთ-ერთ  უდიდეს  ბიბლიოფილად. მისი  ბრძანებით  შექმნეს  ეს  უდიდესი  დ ა უნიკალური  ბიბლიოთეკა.
იგი  თვლიდა, რომ ამ  ბიბლიოთეკის  შექმნა  ყველაზე  საუკეთესო  იყო  მის  გაკეთებულ ყველა  საქმეს  შორის.

პარლამენტის  ბიბლიოთეკა, ოტავა, კანადა – ითვლება  ბიბლიოტეკად, რომელიც  ინახავს კანადის  დაარსების  ისტორიას. ამ  ბიბლიოთეკის  კოლექციაშია 600 000 ეგზემპლარი, რომელიც  ინახავს  ათასწლოვან ისტორიას.



რეისკმიუზეუმის კვლევითი ბიბლიოთეკა – სამხატვრო მუზეუმი ამსტერდამში (ნიდერლანდები).  მუზეუმი დაარსდა  1808 წელს  ნაპოლეონ  I ძმის, ჰოლანდიის  მეფის  ლუი ბონაპარტის  ინიციატივით. გაიხსნა 1815 წელს.  ახალი  შენობა  ააშენეს 1877-1885 წლებში, არქიტექტორი  პიტერ კიოიპერსი. ამჟამად  უტარდება  რესტავრაცია (გაიხსნება 2013 წლის შემოდგომისთვის). იგი  ითვლება  ყველაზე  დიდ  კვლევით ბიბლიოთეკად  ნიდერლანდებში.

ჯეი უოლკერის პირადი  ბიბლიოთეკა. ბრიტანელი ისტორიკოსი, სომხეთის  ისტორიის  წიგნის  ავტორი.  მსოფლიოსა  დ ა ბრიტანეთის  ისტორიის  მკვლევარი. 1990 წელს უოლკერის  ოჯახმა  გააკეთა  საკუთარი  ბიბლიოთეკა, რომლის  ფართობიც 332 მეტრ კვადრატია.  უოლკერის ბიბლიოთეკა  დაარსებისთანავე  შეივსო  წიგნებით.

მელკის  მონასტერის ბიბლიოთეკა.   XII საუკუნეში ქალაქ მელკის  მონასტერთან   (ავსტრია)  დაარსდა სკოლა და  ბიბლიოთეკა, რომელსიც  დღევანდელ დღემდე  შემონახულია  შეუფასებელი ხელნაწერები.


ტრინიტის ბიბლიოთეკა-კოლეჯი, დუბლინი.  ითვლება  უდიდეს  ბიბლიოთეკად  ირლანდიაში. დღესდღეობით  ბიბლიოთეკარია რობინ ადამსი.


წმინდა გალას მონასტრის  ბიბლიოთეკა – ყველაზე  ძველი ბიბლიოთეკა შვეიცარიაში. დაარსდა VIII საუკუნეში. ითვლება  ერთ-ერთი  ყველაზე  ძველი  წიგნების  მქონე  ბიბლიოთეკად ევროპაში. იგი  იცავს VIII—XV საუკუნეების  2100 ხელნაწერს. ბიბლიოთეკის  ფონდშია 160  ათასი  წიგნის  ეგზემპლარი.



ბელორუსიის  ნაციონალური  ბიბლიოთეკა
ეს  ბიბლიოთეკა  შედის  ყველაზე  განსხვავებულთა  სიაში: ყველაზე  ლამაზი შენობა  და  ყველაზე  მახინჯი. ეს  ბიბლიოთეკა მოიცავს 19,5 ათას კვადრატულ  მეტრზე.  ეს  მსოფლიოში  ერთ-ერთი  უდიდესი  ბიბლიოთეკაა.


ნიუ ჰეივენი  Yale University’s Beinecke Rare Book and Manuscript Library   მდებარეობს   იელის  უნივერსიტეტის  ტერიტორიაზე,  სადაც  სენახულია  ყველაზე  უიშვიათესი  ხელნაწერები და  წიგნები. შენობის მშენებლობა  დაიწყო 1960 წელს  ბეინეკეს  ოჯახის  დაფინანსებით და  არქიტექტორ გორდან  ბუნშაფტის  პროექტით.
ბიბლიოთეკაში 500 ათასზე  მეტი  წიგნი და  მილიონობით  ხელნაწერია. 
ავსტრიის ბიბლიოთეკის   დარბაზი  Admont Abbey Library – აშენდა 1776 წელს არქიტექტორ  იოსეფ ჰიუბერის პროექტით.  ეს  უდიდესი სამონასტრო  ბიბლიოთეკაა მთელს  მსოფლიოში.  დარბაზის  ჭერი  შვიდი  გუმბათისგან შედგება, რომელზეც  გამოსახულია  ადამიანის  ცოდნის  განვითარების  ეტაპები.ბიბლიოთეკა  ითვლის 1400-ზე მეტ  ხელნაწერს.
მეხიკო, მექსიკა – ბიბლიოთეკა  გაიხსნა 2006  წლის  26 მაისს და  ითვლება 21-ე  საუკუნის  ერთ-ერთ  ყველაზე  დიდ  ბიბლიოთეკად. 2007  წელს  კონსტრუქციასი  დეფექტების  აღმოჩენის  გამო  შენობა  დახურეს, ყველა  დარღვევა  გამოსწორებულ  იქნა  და  უკვე  2008  წელს  ბიბლიოტეკა  ისევ  გაიხსნა.  შენობა  38 000 კვადრატულ  მეტრზეა,  და  მისი საწყისი   ფასი 98$ მილიონს  შეადგენს.



ბიბლიოთეკა  Real Gabinete Português de Leitura მებარეობს  რიო-დე-ჟანეიროში და  ამაყობს   თავისი პორტუგალიური ენის  წიგნების ყველაზე  დიდი  კრებულებით.  შენობა  აშენდა 1880-87 წლებში. ბიბლიოთეკაში 350 000-ზე  მეტი  წიგნია, ასევე XVI, XVII და XVIII საუკუნეების  უიშვიათესი  ეგზემპლარები. ცენტრალურ დარბაზში  დგას  ძეგლი  ვერცხლისგან, სპოლოს  ძვლისგან  და მარმარილოსგან  გაკეთებული,  რომელიც  ბიბლიოთეკის  გახსნის  დღიდანვე  დაიდგა.

ტორონტო, კანადა  Тhomas Fisher Rare Book Library — ეს  სახლია  იშვიათი  და  სპეციალური  წიგნი  კოლექციებისა,  ასევე  ხელნაწერებისა  დ ა სხვა   მასალებისა.

No comments:

Post a Comment