Thursday, September 19, 2013


 ჩანახატები


















...სრულ სიშავეში, სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა...
აი იქ, სადღაც შორს... ძალიან შორს, ხალხის ნაკადი ერთმანეთში ირევა... 
და ვგრძნობ, მეც მათ ვუახლოვდები. 
მესმის გამაყრუებელი ხმა, რომელსაც ვერ ვარჩევ. არ ვიცი ხმა არის თუ ჩემი წარმოსახვა... 
ვიღაც მეძახის, ალბათ... 
და არ უნდა მათ მივუახლოვდე.. არც მე მინდა...
მაგრამ მათ ვერ ვშორდები, პირიქით... 
მათ შორის თავისუფლად დავდივარ. ისე თითქოს დავფრინავ... 

ხმა მეორდება...
ამჯერად უფრო მკვეთრად, თუმცა მაინც ჭირს ასოების გარჩევა... 

ვცდილობ ხალხს სახეზე დავაკვირდე, თუმცა
თითქოს სახეებს მიმალავენ, ისე იყურებიან ჩემი სახის საპირისპიროდ.. 
სუნთქვა მიჭირს.. 
თვალებს მჭიდროდ ვხუჭავ და ვცდილობ ირგვლივ არსებული ხმები ჩავახშო... 
თუმცა უშედეგოდ.. 

ისევ ის უცვლელი ხმა, ამჯერად გარკვევით.. 
ეს ჩემი სახელია... 
ვიღაც მეძახის. 

ჩემ ირგვლივ მიმოვიხედე, თუმცა ნაცნობი არავინ ჩანდა.. 
არც ისეთი ვინმე ვინც მე მეძახდა... 

და აი. ისევ ის ხმა... 
უფრო ახლოდან და თავის ამატკიებლად. 

ხალხს ბოლოჯერღა დავხედე, თავში ძლიერი დარტყა ვიგრძენი და თვალის გახელა ვცადე... 
თუმცა მკვეთრმა სინათლემ თვალი მომჭრა და სწრაფადვე დავხუჭე.. 

-ადექი, გაგვიანდება სკოლაში ! - წინ მედგა გაბრაზებული დედიკო, რომელიც ჩემი შეხედვისთანავე გაბრუნდა ოთახიდან. 
მე კი, თავი ცივ ბალიშზე დავაბრუნე და გავითიშე, იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდებოდა, თუმცა.. 

კვლავ.. წრიულ მოძრაობაზე...
ისევ, იგივე ხმა და თავის ტკივილი... 


ავტორი: ნინო კაკაბაძე


















– დაიწყეთ, უბრალოდ დაიწყეთ. მთავარია დაიწყოთ. სათქმელი კი თავისით მოიტანს ყველაფერს.
– კარგით ვცდი. მე ისევ მიყვარს... რამოდენიმე წამი დუმილი ჩამოვარდა.
– მორჩით ?!
– არა, თუმცა ეს დასაწყისიც არის და დასასრულიც.
– განაგრძეთ. დასკვნები ბოლოს გავაკეთოთ.
– კარგით, შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ. ის იყო ჩემთან, ოღონდ არა შეყვარებულის როლში. უბრალოდ ერთად გვიწევდა ყოფნა. შემდეგ ის წავიდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ ერთად ავღმოჩნდით ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდში, დაახლოებით 5 თვე. ეს თვეები ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ჩემთვის. ვსუნთქავდი მისით. თუმცა ის არ იზიარებდა ამ სუნთქვას. მოვიდა წასვლის დროც. ის წავიდა. სამი თვე გავიდა მისი გაქრობიდან, თუ შეიძლება ასეც ითქვას. ფიზიკურად მას მე ვეღარ ვხედავ. თუმცა ყოველთვის ჩემთან არის. ის ყველგანაა. აი აქაც მეჩვენება რომ თქვენ გიზით გვერძე, და თავის ლურჯი თვალებით მომჩერებია.
– გვერძე მიზის ? რომელ მხარეს ?
– ხან მარჯვნივ ხანაც მარცხნივ. ის ყოველთვის იცვლის მხარეებს.
– საინტერესოა... განაგრძეთ.
– სად ვიყავი ?
– აი იქ, ის რომ ყველგან არის.
– ხო, ის მართლაც აფსოლიტურად ყველგან დამყვება, ხანდახან მეხმარება გადავლახო ის რისი გადალახვაც მიჭირს. მაგალითად: ვვარჯიშობ, და ვგრძნობ ფიზიკურად მეტი აღარ შემიძლია, ის მაშინვე გაჩნდება, მომანათებს მზერას და აღმიდგენს ძალებს. დაახლოებით სამი თვეა არ მომცილებია.
– მისი ხორციელი არსების ნახვის შესაძლებლობა აღარ მოგცემიათ ? ეკითხება უკვე პაციენტის სიტვაციაში კარგად გარკვეული ფსიქოლოგი.
– არა სამწუხაროდ. მაგრამ რამდენიმეჯერ ტელეფონით მქონდა კონტაქტი. ასევე მისი სურათებიც მაქვს, რომლებსაც ხშირად შევყურებ სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სიგარეტით ხელში.
– ეს პირველია ?
– როგორ თუ პირველი ?
– ანუ პირველი გოგონა რომელიც შეგიყვარდათ.
– დიახ.
– თქვენი ასაკი ?
– 18
ფსიქოლოგმა შეფიქრიანებული თვალებით შეხედა პაციენტს.
– როდესაც პირველად გიყვარდება, მაშინ უხილავი ხურჯინის ტარებას იწყებ, ამ ხურჯინში შენდა დამოუკიდებლად ათას ტკბილ თუ მწარე მოგონებას ათავსებ. დრო გადის მას კი ვერსად იშორებ. მრავალი წლის მერე მოგონებები უკვე დამპალი და დაობებულია თუმცა იმდენად ღრმად დევს ხურჯინში რომ მისი ამოძირკვა თითქმის შეუძლებელია. თქვენ შემთხევაში წლები სულაც არ გასულა თუმცა დარწმუნებული ვარ, წლები ისე გაივლის, როგორც ამ სამმა თვემ გაიარა. თუმცა ნელნელა ჩაქრება ეს გრძნობა. მისი აჩრდილიც გაფერმკრთალდება. შეიძლება დღეც გავიდეს და არ გაგახსენდეთ. მაგრამ მისი ნახვა აღარ ცადოთ. არ წახვიდეთ იმ ადგილებში სადაც შეიძლება შეგხვდეთ. თორემ ყველაფერი თავიდან დაიწყება. იმაზე უფრო მეტადაც შეგიყვარდებათ ვიდრე ახლა გიყვართ. ვერ გეტყვით თუ რამდენ ხანში შეიძლება მოგვარდეს თქვენი პრობლემა, თუ მას საერთოდ პრობლემას დავარქმევთ, შესაძლოა ამისთვის ერთი წელი დაგჭირდეთ, ანდა მთელი ცხოვრება, და ყველაფერი მაშინ დაივიწყოთ როდესაც ბოლოს წინა ამოსუნთქვა მოგიწევთ დედამიწაზე. 
– რაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი ?
– თქვენს ფსიქიკაზე.
– ეჰ ექიმო, თქვენ არ იცით რამდენად სასიმოვნოდ მეჩვენება ლოდინი იმის რაც შესაძლოა ჩემი არასდროს იყოს, თითქოს ეს უფრო მაახლოვებს ცხოვრებასთან, მაახლოვებს თითეულ წამთან, რომელიც მასზე ოცნებებში ქრება. ეს თითეული წამი კი კრავს წუთს, ერთი წუთი ოცნება კი მთელი ერთი ლამაზი ისტორიაა, რომელიც გულს ამშვიდებს, რომ ის სიევ მოვა და ლოდინი ფუჭი არ იქნება.
– თვითმკველელობა გიცდიათ ოდესმე ?
– ცდით არ მიცდია, თუმცა არის დღეები როდესაც თვითმკველელობაზე საათობით ვფიქრობ... ძალიან მეშინია. 
– ნუ გეშინიათ. შეუძლებელია თავის მოკვლა როდესაც ამაზე დღეები და საათები ფიქრობთ, ეს საქმე რამოდენიმე წამში უნდა დაიწყოს და დამთავრდეს.
– თქვენ გყვარებიათ ვინმე ?
– ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა როდესაც პაციენტებთან ვსაუბრობ, მე ჩემ თავზე განვიცდი იმას რასაც მიყვებიან. ხო, კიდევ ერთ რჩევას მოგცემდით, მისი აჩრდილი რომელსაც ყველგან ხედავთ ხოლმე, თქვენ სასიკეთოდ გამოიყენეთ, ნუ წარმოიდგენთ თავს უკანსკნელ რომანტიკოსად და ოცნების კოშკებს ნუ ააგებთ, ის უბრალოდ იყოს თქვენთან, შეეცადეთ ნელნელა ყურადღებაც არ მიაქციოთ, და ერთხელაც ის აუცილებლად გაქრება.
– მეშინია მაშინ მეც რომ გავქრე ?
– არა თქვენ არ გაქრებით, რადგან თქვენში სიყვარული არ მოკვდება, არამედ ის სხვა პერსონაზე გადაინაცვლებს, რომელიც ამის ღირსი იქნება.
– ჰა ჰა, ეს არასდროს არ მოხდება. მე სხვას არასდროს შევიყვარებ, არც ახლა და არც მერე როდესაც ეს აჩრდილი გაქრება.
– ამას დრო გვაჩვენებს. ახლა კი ჯობია წახვიდეთ. სეანსი დასრულებულია.
– კიდევ როდის მოვიდე?
– მგონი შემდეგი სეანსი საჭირო აღარც არის. ყველაფერი გარკვეულია, მე აქ უძლური ვარ, აქ ყველა უძლურია, მხოლოდ შენ და ის ხართ. ყველაფერი კი შენზეა დამოკიდებული. მთელი ცხოვრება წინ გაქ, თუმცა შესაძლოა ის ემოციები რასაც ახლა განიცდი, მერე ვეღარასდროს განიცადო. ასე რომ ნახვამდის, წარმატებას გისურვებ.
– თქვენ ძალიან ცუდი ფსიქოლოგი ხართ, საერთოდ არ შეგიძლიათ ჩემი დახმარება. უთხრა ბიჭმა.
– თქვენ მე კი არა ღმერთს თხოვეთ დახმარება, თუმცა შესაძლოა მანაც „გაგწიროთ“ და ყველაფრის მართვა რაც ახლა გჭირთ თქვენ მოგანდოთ.
ბიჭი ანერვიულებული გამოდის ოთახიდან, ხელი უკანკალებს, გული გამალებით უცემს. შენობიდანაც გამოდის, ქუჩის გადაჭრას აპირებს. პირი გაუშრა, დროა! წამიერად გაულვე თავში, დროა. ამისთვის მართლაც წამებია საჭირო. ჯიბიდან სამართებელი ამოიღო, ამავდროულად ქუჩაზე გადადის...
სირენა, პოლიციისა და სასწრაფოს გამოყრუებელი სირენა. 
- ავტოსაგზაო შემთხვევაა, ეუბნება პოლიციელი სასწრაფოს ექიმს. 
- სასწრაფოდ საკაცე, დაიყვირა ანერვიულებულმა ექიმმა.
- აზრი არ აქვს ექიმო შეხედეთ თვალებზე.
ახალგაზრდა ექიმი ახლოს მივიდა. ბიჭს თვალები ღია დარჩენოდა. უკვე ყველაფერი დასრულებულა წარმოთქვა შეწუხებულმა გოგონამ. – ელისაბედ მოდი, ნახე რა ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილა. დაუძახა სასწრაფოს ექიმმა პრაქტიკანტს... ელისაბედი გაშეშდა. მკვდარზე მეტად დაუშტერდა თვალი. ცრემლები რომელიც მას წასკდა პირდაპირ, ბიჭის ხელზე დაეცა, რომელშიც სამართებელი შერჩენოდა.
– რაიყო ხომ არ იცნობდი ?
– არა, ამოილუღლუღა ელისაბედმა.– მე მას საერთოდ არც კი ვიცნობდი. თქვა და თავის ლურჯი გაშეშებული თვალები, რომლიდანაც ცრემლები ღაპა ღუპით მოდიოდა, მიცვალებულს მოაცილა და ზეცას მიაპყრო. მაპატიეო, სურდა ეყვირა გოგონას თუმცა, ამის ძალა არ ეყო ხმის ამოსაღებად.





ცივა. წინდები დახეულია. ტანზე ჭუჭყიანი დაფლეთილი ჟაკეტი აცვია. კვლავ გაიშვირა ხელი. არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვს.
დადიან. ჩაიარა ერთმა, ორმა, სამმა... თუ შეიძლება ამას სიარული ერქვას. უფრო დაბობღავენ.
– დამეხმარეთ, გთხოვთ...
– „არ მაქვს ხურდა ფული, ლარიანი მაქვს, როგორ დაგეხმარო, შემეშვი“
– იქნებ თქვენ დამეხმაროთ ? ძალიან გთხოვთ.
არც შეიმჩნია, ჩაიარა. –„ უკვე რამდენი არიან ქალაქში, ეს მათხოვრები, ჩაიალაპარაკა“ რომელიღაცამ.
– მამაო გთხოვთ გამოიჩინეთ მოწყალება.
– ღმერთმა დაგლოცოს.
– მე სულაც არ ვარ დალოცვილი. ვერ ხედავთ რა დღეში ვარ ?
– ღმერთმა შეგინდოს.
– იქნებ ჯობია მე შევუნდო იმისთვის, რომ აქ ვარ და ვმათხოვრობ.
– გაჩუმდი. ნუ სცოდავ.
– ვცოდავ, დაიხაც ვცოდავ. ამაზე მეტი მაინც აღარაფერი დამემართება, მე აღარ მეშინია ცოდვების.
– ღმერთმა შეგინდოს. კვლავ გაიმეორა მამაომ და წასვლა დააპირა.
– არა, მოიცადეთ. არ წახვიდეთ. თქვენ ხომ სასულიერო პირი ხართ დამეხმარეთ.
– მე არ მაქვს ფული. მაგრამ სულიერად გეხმარებით. გლოცავთ, და უფალს ვთხოვ თქვენს კარგად ყოფნას. თქვენ მადლობელიც უნდა იყოთ უფლის.
– რისთვის უნდა ვთქვა მადლობა ? აქ რომ ვდგავარ და საჭმლის ფულს ვითხოვ?
– დიახ. მადლობა უნდა თქვათ იმისთვის, რომ არ ხართ ის ქალბატონი, ჩემამდე რომ ჩაიარა, და არ დაგეხმარათ მხოლოდ იმიტომ რომ ხურდა არ ქონდა. მადლობა უნდა თქვათ იმისთვის რომ არ ხართ ის ვაჟი თავისთვის რომ ჩაილაპარაკა „– უკვე რამდენი არიან ქალაქში, ეს მათხოვრები,“–ო. მადლობა უნდა თქვათ ადამიანური არსებობისთვის.
– და ეს ადამიანური არსებობაა ?
– თქვენ იშვერთ ხელს და გინდათ დახმარება მიიღოთ. მოწყალებას ითხოვთ და არ გრცხვენიათ ამის. სიცივეში იყინებით და საქურდად არ მიდიხართ. ეს უკვე ადამიანური არსებობაა. რაც შეეხება თქვენს ღმერთისადმი რწმენას რომელიც სამწუხაროდ ცუდმა ცხოვრებამ ჩაგიკლათ, ეს მალე დაგიბრუნდებათ, თუ რა თქმა უნდა მოინდომებთ. აი მაშინ კი სრულყოფილი ადამიანი იქნებით.
– როგორ მოვინდომო, როგორ დავიბრუნო რწმენა ? ეკითხება, შეფიქრიანებული მათხოვარი, თან ტუჩები უცახცახებს, მამაოსგან წარმოთქმული სიტყვების გამო.
– ღვთიური რწმენა ყველასა და ყველაფერშია. მთავარია პირველი ნაბიჯი გადადგათ. მაგალითად უნდა გიყვარდეთ, ის ხალხი წეღან რომ ჩაგიარათ, და ყურადღებაც არ მოგაქციათ. უნდა გწამდეთ ხვალინდელი დღის, რაოდენ ცუდიც არ უნდა იყოს ის, ახლანდელი გადმოსახედიდან. უნდა გიხაროდეთ რომ სუნთქავთ. უნდა დაფიქრდეთ თუ რატომ სუნთქავთ, საიდან ან რატომ შეგიძლიათ ეს. თქვენ მეტყვით რომ ყველა ცოცხალი არსება სუნთქავს, მაგრამ ეს არ არის სწორი. ჰაერი მხოლოდ ხორცის არსებობისთვის კი არა, სულის უკვდავებისთვის უნდა შეისუნთქოთ...
– იცით მამაო, შეაწყვეტინა მათხოვარმა, – ცვილებები იმდენად თავისთავად ხდება ადამიანში რომ ამის გაცნობიერებაც კი უჭირს, ხოლო როცა თვითონ სურს შეცვალოს რაღაც საკუთარ თავში ღირებული არაფერი გამოსდის. საოცრად შემცვალა გაჭირვებამ, ისე რომ ვერც მიხვდი რა მოხდა ჩემში, ახლა კი მთხოვთ მოვძებნო ახალი გზა რომელიც სულ სხვა ფონს გამიყვანს ?
– კი ამას სწორედ ახალი გზა ქვია, რომელითაც სულიერად გამდიდრდებით.
– დამლოცეთ მამაო.
მამაომ დალოცა, მორიდებულად თავიც დაუკრა, და გზა განაგრძო.
მათხოვრმა კვლავ ჩაიმუხლა. ვედრების თვალები მიაპყრო ზეცას. შიში იგრძნო, ცხოვრების შიში... ტანში ჟრუანტელმა დაუარა. და ეს გახდა ყველაფერი არსებობისთვის.



















No comments:

Post a Comment