Monday, September 16, 2013

შემოდგომა 







ამბობბენ წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვსო.მაგრამ განსაკუთრებული ხიბლით შემოდგომა გამოირჩევა. მახსოვს წელიწადის დროების გადახასიათებისას შემოდგომას ასე აღვწერდით: თბილი ფერები,ფოთოლცვენა, ბუნების გაფერადება…..ბუნების გაფერადება-დიახ! ზუსტად შემოდგომაზეა საჭირო უამრავი თბილი ფერი.წითელი,ყვითელი,ოდნავ მწვანე.ბუნებაც ნელ-ნელა ფერადდება.ისევე როგორც მხატვარი აფერადებს ნახატს….გრძნობ როგორი სიგრილეა გარეთ და შენს წინ დაგდებულ ფოთოლს აკვირდება.. მწვანეს,წითელს.გარეთ შემოდგომა დადგა…მალე ალბათ წვიმაც წამოვა..აცივდება.
ამბობენ,შემოდგომა სევდიანიაო! არა,მე არ ვფიქრობ ასე.მერე რა რომ,წვიმს,ცაზე ღრუბელია….შემოდგომას აქვს თავისი სილამაზე. სილამაზე,რომელიც ფერადია,ჩაფიქრებული,ოდნავ სევდიანი,მაგრამ მხიარულიც.





ე ვარ შემოდგომა
მე ვარ შემოდგომა ჭრელი მოზაიკა . . . . ელვად მოხატული ფერთა გალერეა
ღრუბელთ სინოტივე, სულში ლოცვად მიკრავს , თუკი რა თქმა უნდა გზა არ ამერია;
მე ვარ შემოდგომა მტევნის გაფიცხება, სისხლის ადუღება ბადაგ - შარბათებით;
ვიწყებ ენკენის თვით , მერე სიცივით და მერე წვიმებით და . . . .ზამთრით გავთავდები;
მე ვარ შემოდგომა, უხმო გაშიშვლება, უხმო დაჭკნობა და ფოთოლთ სინანული.
ქარში ყვავილების სუნთქვა გაიშლება, ბოლო სიმძაფრით და ბოლო სიყვარულით.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ ფოთოლცვენა, შუქი გაქრობის და ფერფლად მინავლების,
ერთ დროს დამდაგველი მწველი მხურვალება, ბოლოს ფიქრებით და სევდით ვიმალები,
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ განშორება, მე ვარ მონატრება, მე ვარ სიმარტოვე
ხეებს ფოთლები და მინდვრებს ყვავილები, სივრცეს – მერცხლები და მე შენ მიგატოვებ.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გარინდება, მე ვარ ჩავლილი და მე ვარ წარსული,
მე ვარ მოფერება, მე ვარ დაბინდება, მე ვარ ანარეკლი ყველა გაზაფხულის,
მე ვარ შემოდგომა, უცხო სიმბოლიკა, კვნესა გარეული ხიბლი ამინდების
მე ვარ ოქროსფერი ფერის გაგიჟება, მე ვერ დავდუმდები, მე ვერ დავმშვიდდები
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაღლილი, მზერაგადამწვდარი და თრობამორეული,
მე ვარ აუხსნელი, მე ვარ ასახსნელი, მე ვარ ახლობელი მე ვარ შორეული.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გაფითრება, მე ვარ სასწაულის მკვეთრი ნაბიჯები,
მე ის სიკეთე ვარ რომ არ გაითვლება მე ის ბავშვობა ვარ რომ არ დავდინჯდები
მე ვარ დასასრული არსის გამართლება , თუმცა ულაზათოდ მე არ დავსრულდები.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაბნევა, მე ვარ გადანგრევა უცხო პალიტრების
მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ სიკვდილი და მე ვარ მოლოდინი დიდი დაფიქრების,
მე ვარ შემოდგომა, ფერთა მოზაიკა, ფერთა ჯადოსნური ხილვის გალერეა,
თითქოს მომიყვანეს სულ სხვა სამყაროდან და ამ სამყაროში გზები ამერია.




შემოდგომა იდგა ტყეში გაჩახჩახებული , 
ფეხშიშველი დამჭკნარ ფოთლებს აშარიშურებდა , 
ღვინო ჭურებში დამაჭრებული . . . 
ქარვა და ლალი მზეზე ელვარებდა .
ფოთლების წვიმა . . .
სვენებ -სვენებით ეშვებოდნენ ჭალაში ნელ-ნელა ,
უზარმაზარი ყვითელი ფოთლებით თოვდა ქალაქში .
***

შემოდგომაზე ასეთ ლექსებს არ წერენ,
ვიცი,..
მაგრამ მაღელვებს ეს ამბავი ახლა ნაკლებად.
თქვენ ფოთოლცვენა გიტაცებდათ შარშანწინ,
მისის
მე,..
ფაეტონით გიტაცებდით
არანაკლებად
***

(შემოდგომაზე ასეთ რითმას უფრთხიან მუდამ)
თქვენ გარუჯული გქონდათ მკერდი,..
მე კი მაჯები
ვიცი, მიიტანთ ჩემს დაღუპვას ოდესმე,
გულთან
და ჩამწკრივდება თქვენს სარკმელთან ეკიპაჟები
ფრიცი კატების,..
მანჟეტები მიჭერენ ოდეს
და გალუმპული წარსულებით ლოგინს მაბამენ;
არაფერია,
ქალბატონო,
მუხრუჭი,
გულის
არაფერია, ქალბატონო,.. მარწუხი. ღამე




შემოდგომაზე ქორწილების დგება მაისი
და, თუმცა ბევრი დავაშავე, მაინც ვუყვარვარ
სამშობლოს ჩემსას,..
ნატიფსა და სადარბაისლოს.
ჰო, მართლაც ბევრი დავაშავე,..
მაგრამ ვუყვარვარ,
როგორც ბალახი, სარეველა,
ბალახი სარე-
ველა-დ გაიჭრა
დღეს ოცნება ჩემი ეულად.
თქვენ გეძახიან ახლა მისის-ს. უყვარხართ ქალებს
ხოლო ქალაქში ჩემი გული გადარეულა
მწარე ატმებად,..
და წარსული რომ მემატება
სალუკმაპუროდ დატენილი ფიქრის ვაზნებით,..
მოვა ამაღამ,
უცილობლად მოვა ნათება
და, ქალბატონო, სულ სხვა ფერად
დამეზმანებით

______

აქაც კიდევ ერთხელ
მწიფობს შემოდგომა -
ყურძნის ჯინჯილებით,
ვაზის გვირისტებით…
ღია შუშაბანდში მთებმა
შემოთოვა,
სახლში შემოცვივდნენ მთები
კისრისტეხით…
მწიფე ბროწეულის არის
შემონთება,
ფერთა სისავსეში უცებ
დაქალება,
მდორე ალაზანის წელში
შებოტება
და მის გულისცემის
გულთან აჩქარება…
მზეზე გამომშრალი ცხელი
მწიფეულის -
ფერმა დაქანცულმა, სულში
შემოტოპა
და მუხლამდე შარვალაკაპიწებული
ცეკვავს საწნახელში ბიჭი
ჩემიტოლა…
თვალშშიც ჩემი ტოლა ეშმაკები
უზის,
სულს რომ მიწვალებენ
შეკრულ კოპებიდან,
მიწვევს საწნახელში და
დამსკდარი ყურძნის,
სიტკბო ემზირება შიშველ
კოჭებიდან…
აქაც კიდევ ერთხელ
მწიფობს შემოდგომა,
ყურძნის ჯინჯილებით,
ვაზის გვირისტებით…
ღია შუშაბანდში
მთებმა შემოთოვა,
სახლში შემოცვივდნენ მთები
კისრისტეხით…

***
მე შემოდგომის სისავსე მიყვარს...
გაზაფხულია კისკისა,ცელქი,
ზაფხული შლეგი და ვნებით სავსე,
მე შემოდგომის ფერები მიყვარს,
რადგან სითბოთი ,სიმშვიდით მავსებს.

ლამაზ ოცნებებს,ნატვრებს მაგონებს
ფერხთ დაფენილი ჭრელი ხალიჩა,
ბაღში სიყვარულს დაუდგამს ტახტი,
მზემ ბროწეული კოცნით გახლიჩა.

ტრფობამ აავსო ბადაგით ქვევრი,
დააწყებინა მაჭარს შუშხუნი..
თუმც საოცარი სიტკბოა ირგვლივ,
მაინც მოისმის ზამთრის ბუზღუნი..

მე შემოდგომის სისავსე მიყვარს...



შემოდგომის სურათი
ეს ქარვით პირამდე ნავსები გოდრები,
ეს გიშრით პირამდე ნავსები ურმები,
მიდიან. ჭრიალით, ზარმაცად, ზმორებით,
ფუტკრების ზუზუნით გიწივის ყურები.
ეს ღვინის სიმაგრით დაგული ბიჭები
მარანს გარს უვლიან ბახუსით ნამიანს,
მღერიან, თვრებიან პირსავსე ჯამებით,
მღერიან: დალიე, დაგილევ ძამია.
ღვინო კი ჩუხჩუხით იღვრება ჭურებში,
ჭურები გმინავენ, ქშინავენ, თვრებიან,
მტევნები, ჩაყრილნი საწნახლის უბეში,
ცრემლს ღვრიან წუწუნით და შაქრად დნებიან

ნოდარ დუმბაძე



No comments:

Post a Comment