Tuesday, September 24, 2013

ადამიანის ტვინის 10 საიდუმლო ფუნქცია




ადამიანის ტვინი – სამყაროს აღქმის ყველაზე რთული, შეუცნობელი და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული სისტემაა. ბიოლოგები, ნეიროფიზიოლოგები, ფსიქოლოგები ტვინის საიდუმლოების ბოლომდე ამოცნობას კი ცდილობენ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საიდუმლოებითმოცული სისტემა საიდუმლოდვე რჩება. თუმცა ხანდახან მეცნიერებისგან ძალიან საინტერესო ფაქტებსაც გავიგებთ ხოლმე:

1. ჩვენს "მოკლევადიან მეხსიერებას" ერთდროულად მხოლოდ 7 ობიექტის დამახსოვრება შეუძლია
ადამიანს მეხსიერების 3 ფორმა აქვს: სენსორული, გრძელვადიანი და მოკლევადიანი. გრძელვადიანი კომპიუტერის მყარი დისკივით მუშაობს, მოკლევადიანი - პატარა დამახსოვრების დისკს ჰგავს. ამ მოკლევადიან მეხსიერებას ერთდროულად მხოლოდ 5-9 ობიექტის დატევა შეუძლია. თუმცა შესაძლებელია ადამიანი ავარჯიშო, ასწავლო ობიექტების დაჯგუფება და ის 9-ზე მეტ ინფორმაციას გადაამუშავებს. სხვათა შორს, მსოფლიოში ტელეფონის ნომრების უმრავლესობა 7 ციფრისგან რომ შედგება, ესეც არაა უმიზეზოდ.
2. შარტრეზი - ყველაზე ხილვადი ფერი
ყვითელ-მწვანე, შარტრეზი, ხილვადი სპექტრის სიხშირეების ზუსტად შუაშია. თვალებს აქვთ ლურჯის, მწვანისა და წითლის აღქმის რეცეპტორები, მაგრამ ტვინი ფერებზე ინფორმაციას არ იღებს, ის იღებს ინფორმაციას ნათელსა და ბნელ ფერს შორის სხვაობაზე. შედეგად, რეცეპტორებისთვის ყველაზე ადვილი სწორედ შარტრეზის დანახვაა. ამიტომაა, რომ ამ ფერს ძალიან ხშირად ფსიქოლოგები, ექსტრასენსები და მხატვრები ისე იყენებენ, როგორც დამამშვიდებელ ფერს.
3. თქვენი ქვეცნობიერი თქვენზე გონიერია
ან, ყოველ შემთხვევაში უფრო ძლიერი. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეებს რთული ნახატი წარუდგინეს. მათ მოეთხოვებოდათ, ფიქრის გარეშე მიეთიეთებინათ იმაზე, რასაც ამ სურათში მკვლევარები გულისხმობდნენ. უმრავლესობა ამოცანას მომენტალურად გაუმკლავდა. მეორე ჯგუფს შესთავაზეს, ჯერ მოეფიქრებინათ და მხოლოდ ფიქრის მერე მიეთითებინათ საჭირო სპექტრი სურათზე. რა გამოუვიდა მეორე ჯგუფს? - სრული მარცხი განიცადა, არადა ამოცანის შესასრულებლად რამდენიმე საათი გამოიყო.
4. გონებრივი სამუშაო ტვინს არ ღლის
გამოკვლეულია: სისხლის შემადგენლობა, რომელიც ტვინამდე მიედინება აქტიური მოღვაწეობისას, რამდენხანსაც არ უნდა გრძელდებოდეს ეს მოღვაწეობა, არ იცვლება. ამ დროს სისხლი, რომელსაც ვენიდან უღებენ ადამიანს, რომელმაც მთელი დღე იმუშავა, “დაღლილობის ტოქსინების” გარკვეულ პროცენტს შეიცავს. ფსიქიატრებმა დაადგინეს, რომ ტვინის დაღლის შეგრძნება ჩვენი ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობით იბადება.
5. ტვინის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს ლოცვა
ლოცვის დროს ინფორმაციის აღქმა აზრობრივი და ანალიზური პროცესის გვერდისავლით მიმდინარეობს, ანუ ადამიანი რეალობას განერიდება. ამ მდგომარეობაში (როგორც მედიტაციის დროს) ტვინში დელტა-ტალღები ჩნდება, რომლებიც ჩვეულებრივ ახალშობილებში დაბადებიდან 6 თვის მანძილზე ფიქსირდება.
6. ტვინის რეგულარული მუშაობა მისი დაავადების ალბათობას ამცირებს: კვლევები აჩვენებენ, რომ ტვინის რეგულარული მუშაობა აცილების საშუალებას იძლევა სერიოზული დაავადების ალცგეიმერის სინდრომის. ინტელექტუალური აქტივობა დამატებითი ქსოვილის გამომუშავებას იწვევს, და ეს ახალია ქსოვილი დასნეულებულის კომპენსაციას იძლევა. ასევე მარგებელია მათთან საუბარი, ვინც ინტელექტით თქვენზე მაღლა დგას.

7. ადამინის ტვინი ადამიანის ჩრდილს მისი ფიზიკური სხეულის გაგრძელებად აღიქვამს: ტვინი, რომელიც გარშემო სამყაროსთან ურტიერთქმედებისას სივრცეში ადამიანის სხეულის მდგომარეობას განსაზღვრავს, ვიზუალურ მინიშნებებს იყენებს და მათ არა მარტო სხეულის დაბოლოებიდან არამედ მისი ჩრდილისგანაც იღებს. ჩრდილი დამატებით ინფორმაციას იძლევა ადამიანის მდგომარეობაზე საგნებთან მიმართებაში, ამიტომ ტვინი მას ისე აღიქვამს, როგორც სხეულის გაგრძელებას.
8. ტვინის სრულყოფილი მუშაობისთვის საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება აუცილებელია:
ტვინი, როგორც მთელი ჩვენი ორგანიზმი, დაახლოებით 75% წყლისგან შედგება. მუშა და ჯანსაღ მდგომარეობაში მისი ყოფნისთვის საკმაო რაოდენობის სითხე აუცილებელია. მათ კი, ვინც გახდომას წყლისგამომდევნი აბებისა და ჩაის საშუალებით ცდილობს, უნდა გაითავისონ, რომ წონაში კლებასთან ერთად ტვინის შრომისუნარიანობაც შემცირდება.
9. ტვინს გასაღვიძებლად სხეულზე მეტი დრო სჭირდება: ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები გაცილებით დაბალია გაღვიძების დროს, ვიდრე უძილო ღამისა და მსუბუქი სიმთვრალისას. შესაბამისად, დილის ვარჯიშისა და საუზმის გარდა ძალიან სასარგებლოა ტვინის გავარჯიშება. ეს ძალიან მარტივია და იმას ნიშნავს, რომ მაშინვე ტელევიზორის ჩართვას ერთი კროსვორდის ან ერთი გვერდის წაკითხვა სჯობს.
10. ტვინს მამაკაცების გაგება უფრო უადვილდება, ვიდრე ქალების
მამაკაცისა და ქალის ხმა ტვინის სხვადასხვა მონაკვეთზე ზემოქმედებს. ქალის ხმა - უფრო მუსიკალური, უფრო მაღალ სიხშირეზე ჟღერს, სიხშირეებს შორის დიაპაზონი ამ დროს უფრო ფართოა, ვიდრე მამაკაცის ხმის შემთხვევაში. ამიტომ ადამიანის ტვინს ქალის ნათქვამის "გაშიფრვა" დამატებითი რესურსების გამოყენებით უხდება.


No comments:

Post a Comment