მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბიბლიოთეკები
რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა – ერთ-ერთი პირველი საჯარო ბიბლიოთეკა აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს სანკტ პეტერბურგში. რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება ქვეყნის უდიდესი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობები.
ის ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში. აქ ინახება ყველაზე მეტი რუსულენოვანი გამოცემები, ასევე რუსულ ენაზე სრულად ნათარგმნი წიგნები.
ბიბლიოთეკის ფონდშია ასევე მრავალი უცხოურენოვანი წიგნებიც.
ბიბლიოთეკაში ინახება 33 მილიონ წიგნზე მეტი. ყოველწლიურად დაახლოებით 1,5 მილიონ ადამიანს ემსახურება. ხოლო გასცემს 14 მილიონამდე წიგნს და სხვა დოკუმენტებს.
ის ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში. აქ ინახება ყველაზე მეტი რუსულენოვანი გამოცემები, ასევე რუსულ ენაზე სრულად ნათარგმნი წიგნები.
ბიბლიოთეკის ფონდშია ასევე მრავალი უცხოურენოვანი წიგნებიც.
ბიბლიოთეკაში ინახება 33 მილიონ წიგნზე მეტი. ყოველწლიურად დაახლოებით 1,5 მილიონ ადამიანს ემსახურება. ხოლო გასცემს 14 მილიონამდე წიგნს და სხვა დოკუმენტებს.
კონგრესის ბიბლიოთეკა – აშშ-ს ნაციონალური ბიბლიოთეკა, ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა მსოფლიოში. მდებარეობს ვაშინგტონში. დაარსდა 1800 წლის 24 აპრილს, როდესაც პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა ფილადელფიიდან ვაშინგტონში გადაიტანა დედაქალაქი.
სანსოვინოს ბიბლიოთეკა – ეს ბიბლიოთეკა აშენებულია კლასიკურ სტილში არქიტექტორ იაკოპო სანსოვინოს პროექტით 1537 და 1588 წლებში. ბიბლიოთეკის მშენებლობისას ჩამოინგრა ჭერი. სანსოვინო დააკავეს და ჩასვევს ამის გამო ციხეში. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დადგინდა მისი უდანაშაულობა და გამოუშვეს ციხიდან. შმდეგ სანსოვინომ აღადგინა ბიბლიოთეკის შენობა და დაასრულა თავისი დაწყებული პროექტი, რომელიც მართლაც ლამაზი გამოუვიდა.
სიეტლის ცენტრალური ბიბლიოთეკა – 11 სართულიანი შენობა შუშისგან და მეტალისგან. მდებარეობს ქალაქ სიეტლის ცენტრში, ვაშინგტონის შტატში.
მშენებლობა დასრულდა 2004 წლის 23 მაისს. ამ ბიბლიოთეკის ანგარიშზე ირიცხება 145 ათასი წიგნი და სხვა მასალები. შენობას აქვს საკუთარი მიწისქვეშა პარკირება 143 ავტომობილზე გათვლილი. ასევე შენობას აქვს დარბაზი, რომელშიც 400 კომპიუტერი დგას. მუშაობის დაწყების პირველ წელს ბიბლიოთეკას ყავდა 2 მილიონზე მეტი სტუმარი.
მშენებლობა დასრულდა 2004 წლის 23 მაისს. ამ ბიბლიოთეკის ანგარიშზე ირიცხება 145 ათასი წიგნი და სხვა მასალები. შენობას აქვს საკუთარი მიწისქვეშა პარკირება 143 ავტომობილზე გათვლილი. ასევე შენობას აქვს დარბაზი, რომელშიც 400 კომპიუტერი დგას. მუშაობის დაწყების პირველ წელს ბიბლიოთეკას ყავდა 2 მილიონზე მეტი სტუმარი.
კლოსერნოიბურგსის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ავსტრია. მდებარეობს ვენის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება მონასტერის ბიბლიოთეკა, რომელიც ინახავს 30 000 ძველ ტომეულებს.
კოიმბრის უნივერსიტეტის საერთო ბიბლიოთეკა მუშაობს 1537 წლიდან. ბიბლიოთეკაში ინახება 120 ხელნაწერი ტომი. 1705 წელს ბიბლიოთეკა დაკეტეს, მისი გახსნა მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოხერხდა შეცვლილი სახელით, ”ჟუანის ბიბლიოტეკა” – გახლდათ მისი ახალი სახელი. მეფე ჟუან V საპატივცემულოდ. ხოლო 1901 წელს რეფორმების გატარების შემდეგ ბიბლიოთეკას ეწოდა უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა.დღესდღეობით კი ამ ბიბლიოტეკას ქვია კოიმბრის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიბლიოთეკა.
ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკა - ჰერცოგი ავგუსტი იტვლება ერთ-ერთ უდიდეს ბიბლიოფილად. მისი ბრძანებით შექმნეს ეს უდიდესი დ ა უნიკალური ბიბლიოთეკა.
იგი თვლიდა, რომ ამ ბიბლიოთეკის შექმნა ყველაზე საუკეთესო იყო მის გაკეთებულ ყველა საქმეს შორის.
პარლამენტის ბიბლიოთეკა, ოტავა, კანადა – ითვლება ბიბლიოტეკად, რომელიც ინახავს კანადის დაარსების ისტორიას. ამ ბიბლიოთეკის კოლექციაშია 600 000 ეგზემპლარი, რომელიც ინახავს ათასწლოვან ისტორიას.
რეისკმიუზეუმის კვლევითი ბიბლიოთეკა – სამხატვრო მუზეუმი ამსტერდამში (ნიდერლანდები). მუზეუმი დაარსდა 1808 წელს ნაპოლეონ I ძმის, ჰოლანდიის მეფის ლუი ბონაპარტის ინიციატივით. გაიხსნა 1815 წელს. ახალი შენობა ააშენეს 1877-1885 წლებში, არქიტექტორი პიტერ კიოიპერსი. ამჟამად უტარდება რესტავრაცია (გაიხსნება 2013 წლის შემოდგომისთვის). იგი ითვლება ყველაზე დიდ კვლევით ბიბლიოთეკად ნიდერლანდებში.
ჯეი უოლკერის პირადი ბიბლიოთეკა. ბრიტანელი ისტორიკოსი, სომხეთის ისტორიის წიგნის ავტორი. მსოფლიოსა დ ა ბრიტანეთის ისტორიის მკვლევარი. 1990 წელს უოლკერის ოჯახმა გააკეთა საკუთარი ბიბლიოთეკა, რომლის ფართობიც 332 მეტრ კვადრატია. უოლკერის ბიბლიოთეკა დაარსებისთანავე შეივსო წიგნებით.
მელკის მონასტერის ბიბლიოთეკა. XII საუკუნეში ქალაქ მელკის მონასტერთან (ავსტრია) დაარსდა სკოლა და ბიბლიოთეკა, რომელსიც დღევანდელ დღემდე შემონახულია შეუფასებელი ხელნაწერები.
ტრინიტის ბიბლიოთეკა-კოლეჯი, დუბლინი. ითვლება უდიდეს ბიბლიოთეკად ირლანდიაში. დღესდღეობით ბიბლიოთეკარია რობინ ადამსი.
წმინდა გალას მონასტრის ბიბლიოთეკა – ყველაზე ძველი ბიბლიოთეკა შვეიცარიაში. დაარსდა VIII საუკუნეში. ითვლება ერთ-ერთი ყველაზე ძველი წიგნების მქონე ბიბლიოთეკად ევროპაში. იგი იცავს VIII—XV საუკუნეების 2100 ხელნაწერს. ბიბლიოთეკის ფონდშია 160 ათასი წიგნის ეგზემპლარი.
ბელორუსიის ნაციონალური ბიბლიოთეკა
ეს ბიბლიოთეკა შედის ყველაზე განსხვავებულთა სიაში: ყველაზე ლამაზი შენობა და ყველაზე მახინჯი. ეს ბიბლიოთეკა მოიცავს 19,5 ათას კვადრატულ მეტრზე. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა.
ეს ბიბლიოთეკა შედის ყველაზე განსხვავებულთა სიაში: ყველაზე ლამაზი შენობა და ყველაზე მახინჯი. ეს ბიბლიოთეკა მოიცავს 19,5 ათას კვადრატულ მეტრზე. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა.
ნიუ ჰეივენი Yale University’s Beinecke Rare Book and Manuscript Library მდებარეობს იელის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სადაც სენახულია ყველაზე უიშვიათესი ხელნაწერები და წიგნები. შენობის მშენებლობა დაიწყო 1960 წელს ბეინეკეს ოჯახის დაფინანსებით და არქიტექტორ გორდან ბუნშაფტის პროექტით.
ბიბლიოთეკაში 500 ათასზე მეტი წიგნი და მილიონობით ხელნაწერია.
ავსტრიის ბიბლიოთეკის დარბაზი Admont Abbey Library – აშენდა 1776 წელს არქიტექტორ იოსეფ ჰიუბერის პროექტით. ეს უდიდესი სამონასტრო ბიბლიოთეკაა მთელს მსოფლიოში. დარბაზის ჭერი შვიდი გუმბათისგან შედგება, რომელზეც გამოსახულია ადამიანის ცოდნის განვითარების ეტაპები.ბიბლიოთეკა ითვლის 1400-ზე მეტ ხელნაწერს.
მეხიკო, მექსიკა – ბიბლიოთეკა გაიხსნა 2006 წლის 26 მაისს და ითვლება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბიბლიოთეკად. 2007 წელს კონსტრუქციასი დეფექტების აღმოჩენის გამო შენობა დახურეს, ყველა დარღვევა გამოსწორებულ იქნა და უკვე 2008 წელს ბიბლიოტეკა ისევ გაიხსნა. შენობა 38 000 კვადრატულ მეტრზეა, და მისი საწყისი ფასი 98$ მილიონს შეადგენს.
ბიბლიოთეკა Real Gabinete Português de Leitura მებარეობს რიო-დე-ჟანეიროში და ამაყობს თავისი პორტუგალიური ენის წიგნების ყველაზე დიდი კრებულებით. შენობა აშენდა 1880-87 წლებში. ბიბლიოთეკაში 350 000-ზე მეტი წიგნია, ასევე XVI, XVII და XVIII საუკუნეების უიშვიათესი ეგზემპლარები. ცენტრალურ დარბაზში დგას ძეგლი ვერცხლისგან, სპოლოს ძვლისგან და მარმარილოსგან გაკეთებული, რომელიც ბიბლიოთეკის გახსნის დღიდანვე დაიდგა.
ტორონტო, კანადა Тhomas Fisher Rare Book Library — ეს სახლია იშვიათი და სპეციალური წიგნი კოლექციებისა, ასევე ხელნაწერებისა დ ა სხვა მასალებისა.
No comments:
Post a Comment