Friday, May 31, 2013

"ზაფხული"









ზაფხული — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 ივნისი), შემოდგომის ბუნიობის მომენტამდე (23 სექტემბერი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზაფხულს უწოდებენ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია.

ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება, თუმცა 22 ივნისიდან მოკლდება.

მწიფდება ხილი, ივსება თავთავი, ფრინველებს და ცხოველებს ბევრი საკვები უჩნდებათ.
ივნისის ბოლოდან ჩვენი ცხოვრება თუ ცხოვრების რაღაც ნაწილი აღარ
არის ისეთი ერთფეროვანი როგორიც იყო..აღარ არის რადგან ზაფხული არ გვაძლევს ამის საშუალებას.. ახლა მხოლოდ და მხოლოდ გართობისა და
დასვენების დროა.











 მე პირადად სასწაული ზაფხულის მოლოდინში ვარ და მჯერა რომ ეს მართლაც დასამახსოვრებელი ზაფხული იქნება )) ხვალიდან იწყება დაუვიწყარი დღეების ათვლა ))




Wednesday, May 29, 2013

                   
 "ჯეინ ეარი"                                                          



 წიგნი ,რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ!








ჯეინ ეარი“ (ინგლ. Jane Eyre) დაწერილია შარლოტ ბრონტეს (Charlotte Brontë) მიერ. პირველად გამოქვეყნდა 1847 წელსლონდონში. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ინგლისურ რომანს. თავიდან ბრონტემ მას ასე უწოდა: ჯეინ ეარი: ავტობიოგრაფია, რომელიც მან კურერ ბელის (Currer Bell) ფსევდონიმით გამოსცა. ეს ავტორისათვის უცაბედი წარმატება აღმოჩნდა. რომანის მეორე გამოცემა შარლოტმა ინგლისელ ნოველისტს, ვილიამ მეიკპის ტეკერეის (William Makepeace Thackeray) მიუძღვნა. ”ჯეინ ეარის” პერსონაჟ მისტერ როჩესტერის მსგავსად უილიამ თეკერეისაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მორჩენით ვეღარ მორჩა. თეკერეის შარლოტა ბრონტე ყოველთვის თავის მასწავლებლად თვლიდა, იქნებ, რაღაც სიმპათიებიც ჰქონდა მის მიმართ. თუმცა, ბრონტე 1854 წელს ცოლად გაჰყვა მღვდელ არტურ ბელა ნიკოლსს, 1855 წელს კი გარდაიცვალა.


“ჯეინ ეარის” მხატვრულობა.

როდესაც წერილი შარლოტა ბრონტეს მივწერე, მე მაშინ ვთქვი, რომ “ჯეინ ეარის” მიმართ ძალზე სუბიექტური ვიქნებოდი. წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ჯეინი ისედაც ჩემი ერთ–ერთი საყვარელი წიგნი გახდებოდა.რამდენიმე მომენტი, განსაკუთრებულად მძაფრი და მძიმე იყო განსაცდელად. ჯეინის საუკეთესო მეგობრის, ელენისსიკვდილის წინა სიტყვები, როდესაც ჯეინთან ჩახუტებული ჩურჩულით ამბობს: “მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ ახლა, ჯეინ; როდესაც ჩემს სიკვდილს შეიტყობ, ნუ აღელდები და ნურც იჯავრებ, სამწუხარო არაფერია. ჩვენ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ერთ მშვენიერ დღეს ყველანი დავიხოცებით. ავადმყოფობა კი, რომელიც მე შემხვდა, არც ისე მტკივნეულია… ახალგაზრდა ვკვდები და ამქვეყნიურ მრავალ ტანჯვა–წამებას ავიცილებ თავიდან…” როგორი მოსასმენია ეს სიტყვები ამ ასაკის გოგონასგან, ელენისნაირიები აღარ იბადებიან…

მეორე მომენტი, მისის რიდის ქალიშვილების, ელიზასა და ჯორჯიანას საუბარი იყო, საოცრად შემზარავი და განსაკუთრებით ელიზას უკანასკნელი სიტყვები: “ჯორჯიანა, ჯერ დედამიწის ზურგი არ დაუმძიმებია შენზე უფრო დიდების მოყვარულსა და მაცდურ პირუტყვს. შენ უფლება არ გქონდა გაჩენილიყავი ამ ქვეყნისათვის, შენ მხოლოდ ზედმეტი ბარგი ხარ… ესეც იცოდე: კაცობრიობაც რომ აღიგავოს დედამიწის პირისაგან და მთელ ქვეყნიერებაზე მხოლოდ მე და შენ, ორნი, გადავრჩეთ, მე შენ იმ ძველ სამყაროში მიგატოვებ და ახლისაკენ გავეშურები.”

იყო ზოგიერთი ისეთი მომენტიც, როდესაც პერსონაჟები, რაიმე მსგავს აღელვებულ სიტყვას წარმოსთქვამდნენ, საპასუხო ნათქვამი კი შეუფერებელი და უძლური იყო. გახსოვთ ალბათ, შარლოტას დის, ემილი ბრონტეს დიალოგები “ქარიშხლიანი უღელტეხილიდან”, იქ ყველა ისეთი ემოციური, შეშფოთებული, უხორცო და არარეალურები იყვნენ.
ჯეინ ეარი მაინც ახერხებდა ყოფილიყო მტკიცე და შეუვალი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე სასოწარეკვეთა და დანებდა ცხოვრებას. ბოლო წუთებში ის მაინც ახერხებდა სულიერი ძალა ეპოვა და წინ წასულიყო ან ისეთ სიტუაციაში აღმოჩენილიყო, სადაც ვიღაც დაეხმარებოდა და შეეშველებოდა.

ჯეი ეარი, ვფიქრობ, ბევრი ფემინისტისთვის სამაგალითო სახეა. შარლოტას ეპოქაში, ქალებს ხომ ისე უყურებდნენ, რომ ისინი მხოლოდ სამზარეულოთი და წმენდა–რეცხვით უნდა დაკავებულიყვნენ და წერა, მით უმეტეს, მათი საქმე არ იყო!

ჯეინ ეარი, ერთ–ერთი საუკეთესო ქალი პერსონაჟია, ამიტომ თუ ვინიცობაა და ჯერ თქვენს ბიბლიოთეკაში არ დაუმშვენებია ადგილი ამ წიგნს, ორშაბათიდან პროექტ “50 წიგნში” გამოვა ლამაზყდიანი, სასიამოვნოდ წასაკითხი და კარგი ნაბეჭდი ჯეინი.
ქალი მწერლის მოხვედრა პროექტში, ხომ ისედაც ძალზე სასიხარულოა!


















შარლოტა ბრონტე (ინფორმაცია)

შარლოტა ბრონტე დაიბადა იორკშირის ერთ-ერთ სოფლის მღვდლის ოჯახში 1816 წელს. შარლოტას მამა პატრიკ ბრონტე წარმოშობით ირლანდიელი ღარიბი ფერმერის შვილი იყო. ოჯახში მკაცრი, უხეში და კადნიერი ხასიათი ჰქონია. პატრიკ ბრონტეს ცოლი ადრე გარდაცვლია და ექვსი შვილი მარტო მის ანაბარად დარჩენილა. 1848-49 წლებში ისედაც ჯანგატეხილ შარლოტა ბრონტეს სამი უბედურება ზედიზედ დაატყდა თავს: ჭლექმა ერთმანეთის მიყოლებით ჩააწვინა საფლავში მისი საყვარელი დები _ ემილი, ანა და ერთადერთი ძმა _ პატრიკ ბრენუელი. სულითა და ხორცით დაავადებული შარლოტა ბრონტე უკანასკნელი ძალის დაძაბვით ამთავრებს რომანებს «შერლისა» და «ვილეტს». 1854 წელს იგი ცოლად მიჰყვება მღვდელ არტურ ბელა ნიკოლსს. ფეხმძიმობამ მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო შეარყია. ამას ზედ ძლიერი გაციებაც დაერთო და 1855 წლის მარტში შარლოტა ბრონტე გარდაიცვალა.








პირადად მე ჯეინ ეარი წაკითხული მაქვს, არის მომენტები რომელზედაც გული ამიჩუყდა.. ძალიან კარგად არის გადმოცემული თითეული ნაბიჯი.

ჯეინ ეარი არაჩვეულებრივია..გირჩევთ წაიკითხოთ…



Sunday, May 26, 2013

იქ სადღაც შორს ...."ფიქრებში"





დიდი ხანია არ დამიპოსტავს და ეს გარკვეული მიზეზების გამო მოხდა ,რის გამოც ბოდიშს გოხდით იმ ადამიანებს ვინც ეცნობით ჩემ პოსტებს და სტუმრობთ ჩემს ბლოგს.

ბედნიერი შაბათ კვირა მქონდა . ჩემს დაჩას ვესტუმრე სოფელში და კარგადაც დავისვენე რაც მთავარია  ის ნათესავები ვნახე  რომლებიც წლების და თვეების განმავლობაში არ მინახავს ეს კი დიდი სიხარულის მომცემი გახდა ჩეთვის.

ამინდებმა ხელი შემეწყო ჩემი ძველი საქმიანობა რომელიც ასე მიყვარს გამეგრძელებინა( ვგულისხმობ ჩემს ოთახში ფანკრის წინ მოკალათებას და წვიმიან ამინდში ასე უაზროდ ამ ფანჯრიდან ყურებას ,ეს ყველაფერი კი  ბევრ ფიქარ აღძრავს ჩემში და ყველაფერი ასე იწყება))

ჩაის ფინჯანი და საყვარელი ტკბილეული ნელ-ნელა მივემართები ჩუმი ნაბიჯებით ჩემი საყვარელი ფანჯრისაკენ . მაგიდასთან მოვკალათდი კომფორტულად და ირგვლივ გადაშლილ სურათს გავხედე. წვიმას იწყებს ეს უკვე კარგია ,ჰაერში ყვავილების და ბალახის სუნი იგრძნობა ,ისევ ხმაურიანად რეკავს ტელეფონი ,ფიქრებს მიფანტავს ხალხის ხმაური ..... 

კარს ვკეტავ ხმაურიც მის მიღმა რჩება ფიქრებში ვიძირები და ვგრძნობ მხოლოდ ჩემ თავს ვპოულობ ამ ფიქრებში))




ეჰ არ მინდა დასრულდეს კვირა დღე არ მინდა თბილისში დაბრუნება  მინდა დიდხანს ვიყო აქ ვუყურო ბებოს და ბაბუს  თილ მზერას ,მათ ლამაზ თვალებს და ვუსმნო მათ ხან სასიამოვნო საუბარს ხან კიდევ ბევრისთვის უსიამოვნოს მაგრამ ჩემთვის მაინც სასიამოვნოს )) ეჰ არ მინდა მათი მარტო დატოვება და  წასვლა  ,მაგრამ რას იზამ....



სალომე ჩამოდი ...ეჰ გტოვებ აქ ჩემო სულო და გულო მივდივარ თთბილისში ვერ ვემშვიდობები ბებოს არ შემიძლია მისი წყლიანიი თვალების დანახვა და დანაღვნიაალებული სახის ყრება ....  წავედი დავტოვე ფიქრები და სიტყვები 3 კვირაში აქ ვარ ......


Monday, May 20, 2013


                                                               მინიატურები





***
როგორც ყვავილიდან სურნელი,
პოეტი
ღმერთიდან გამოვიდა.

***
დედისგან
დადგმულ სარკესავით
ლამაზად გადახრილი აღმართი.

***
დედის ჩრდილმა საბანი გაუსწორა
და ძილში გაეღიმა...


მალე სამოცისა გახდება.

***
მაგრამ სულ სხვა სიყვარულია,-
ყანა რომ შეირხევა
და ცის ნაპირები იგრძნობენ.

***
სივრცის რომელიღაც მხარეში
ექოები იყრიან თავს
და ახალი სიმღერა იბადება.

***
ქალში სიძულვილი არაა-
ან უყვარხარ
ან წაშლილი ფერი ხარ მისთვის.

***
ყველა დურგლისათვის
როდია უცხო
ჩაქუჩსა და ლურსმანს შორის
მოწეწკილი
სხივების ტკივილი...

***
ბუდეში
ბარტყების სითბოზე შრება
წვიმიდან მოფრენილი ჩიტი.

***
ბავშვი რომ დაიბადა,
დრომ ფერი იცვალა
და ცა გაიზრდა ქალში.








მინიატურები ერთი ხელის მოსმით ერთ საღამოს
სათაური: `შეგიჭამე ცოცხი~



დღიურიდან:

ვწერ: მიდგას შავი ღვინო: ვამატებ სიმთვრალეს: გაზაფხულის თბილი თუ გრილი საღამო მიდის: უკრავს კუბის ჯაზი: შავკანიანი თუ ყვითელკანიანი ნოდარ ზედელაშვილი ცეკვავს ბუგი-ვუგის. იწერება მინიატურები. უფრო ვთვრები. ნოდარი ხურდება: ცეკვავს მარტო.

წ. 1957 მარტის 10.

გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას
თავს იწონებს ნაზი ია.
მოგილოცავთ პირველ მაისს
თქვენი ძია გოზალოვი.


მერცხალი:
შავი ისარივით.
ამბობენ:
იწყება გაზაფხული.



ბუგი-ვუგი!
ჰამლეტი? – არა!
მეფისტოფელი? – არა!
კაფეში ცეკვავს შიშველა ზანგი.



შეყვარებული:
ყოველდღე ვკოცნიდი,
მერე?
მერე მომწყინდა.



ტრამალში უკრავდა გარმონი,
სლავის ქალს ეჭირა ძუძუ,
წყდებოდა ვარსკლავი.





ქმრის დაბრუნება


ქარმა მოუბერა ხრიოკში:
მტვერი ავარდა სადღაც.
ცრემლი შეიმშრალა ქალმა.




როცა ქალი თვლემს


მთვარე მთოვარე!
ძაღლი მყეფარე!
თოფი შემართული!

ქოხი ინგრეოდა სადღაც.


ახლა


ოძელაშვილი არსენა!
მარტო ვიჯექი მატარებელში,
მტვრიან გზაზე ფაფარგაცვენილი ცხენი
მირბოდა.


ექსკურსიაზე

გრძელფეხა ჯოჯომ ხრიოკი დასერა.
ღმუოდა ქარი.
`უფლისციხე – ქალაქი ძველი:~
ღმუოდა ქარი.



ექსპრესიონიზმი, იმპრესიონიზმი,
ჭყეტია ფერები:
იდგა დოყლაპია გამოფენაზე.



1953 წ. თეთრკანიანმა როკი მარჩიანომ სცემა
ამერიკელ ბოქსიორთა კერპს ჯო ლუისს.
ზანგი აწყდებოდა ბაგირს,
ღმუოდა ხალხი.
ცხვირჩამოფხრეწილი იდგა ჩემპიონი
თეთრკანიანი:
როკი მარჩიანო!



ზის სადღაც სპარსი

შაითან-ბაზარი,
კაფე-შანტანი,
თვალმოჭუტული ზის სადღაც სპარსი.



ჰემინგუეი!
ახალი სტილი.
მოხუცი ზღვაში.
თევზი დაგლეჯილი ზვიგენის პირით.



დაბრუნება (სიზმარი)


არწივის ფრთის ქვეშ,
არღუნის პირას,
შატილთან ახლოს,
იდგა
დაღლილი,
შორიდან მოსული
ალუდა ქეთელაური!



უკრავს ლუი არმსტრონგი


არმსტრონგი უკრავს:
კბილებდაკრეჭილი,
თვალებდაჭყეტილი
შავკანიანი
ძუძუს სწოვს ლედის.



თმები ბოქსი,
ცხვირი ჩაჭყლეტილი შუაში,
ნეკზე ფრჩხილი,
მოდის მიკიტანი.
ბიჭები შაყირობენ:
აბა, განი!



თქვენი ჭირიმეთ! – გა – ზაფ – ხულ – და!


გაშლილი თმები მზეზე,
თვალები ელავენ,
ტუჩები მოძრაობენ: სულ ნელა.
თქვენი ჭირიმეთ!
– გაზაფხულდა!



ტაქსი: ჭადრაკის ზოლებით,
შოფერი: ტყავის ტყაპუჭით,
მგზავრი: ფეტრის შლიაპით.



ძაღლი ყმუოდა სადღაც,
დილით მოკვდა. ჭლექი.
მეზობელს გაგუდული ბავშვი ეყოლა
წინა ღამეს.



პოლი რობსონ გასტროლებზე ლონდონში.

ლონდონში დადგეს ოტელო,
თამაშობდა ზანგი:
პოლი რობსონ!
მეოთხე აქტი: მავრმა დაახრჩო
თეთრკანიანი – თავისი ცოლი,
პრინცი-ქალი –
დეზდემონა!



თავის დახრჩობა!

გაზაფხულობით გიჟდება მტკვარი,
ამომშრალი თვალები იყურებიან:
დედას მოკვდომია შვილი.



დედამიწა ბრუნავს, იგი მრგვალია...
ამბობდა ბრუნო.
მერე დაწვეს,
მერე იწამეს.



ჩქარა, სანადიროდ

მომკილი პური,
მარცვალი ჩაბნეული,
გასუქდა მწყერი!



მანქანა `სამოსვალი~. ფირფიტა `ბერიოზკა.~
გალიფე, ჩექმა და მითქმა-მოთქმა.
ქორწილი ტრამალში.



იგივე ჯაზი,
იგივე ფირფიტა.
უნიჭო რითმა:
`გონება გამოიფიტა.~
წ. 1957 . მარტის 10.



ბაკურიანში, მოწყენაზე.

Над ручьем весь день
Ловит, ловит стрекоза
Собственную тень
Тие-ни

Жаркого полдня разгар
На облачке отдыхая
Жаворонки поют
აყვავდა კვირტი სადღაც.
მარტია ხვალზევით.
ამბობენ:
ზამთარი იცისო მარტში.



ვიჯექი დაღლილი.
ვუკრავდი პატეფონს.
მერე მომწყინდა:
ვიჯექი დაღლილი.



ფეხები ცეკვავდნენ.
მერე გაჩერდნენ.
ისევ ფართხალებდა გული.



ლექსი პრეტენზიებით

დაჩეხილი სახე,
ხელზე ბეჭდები.
ვიდექი მე,
ხალხი იცინოდა,
ვიდექი მე.



სახლის კედლები დგას დანგრეული,
აქა-იქ მოჩანს წარწერა მურით.
სად?
ყველგან, სადაც ბომბა დავარდა.



მკითხეს:
რა არისო სიყვარული?:
შავი თვალები,
მაღალი წელი
და
სქელი ტუჩები.



ისევ მომიტაცა ურჯუკას ულაყმა.
ისევ დავუჭირე თავი.
ცხენი შფოთავდა: მე გული დამწყდა.



ცხენი თუ მხედარი?

ციცაბო კლდეზე ულაყი გავარდა,
ტაბლასთან მივიდა პირველი.
მინდიასთანა მხედარი არ ჰყოლიაო ჯერ ფშავს:
ამბობდა მოხუცი ლიქოკელი.



დაიცალა ხევსურეთი!

გოგოთურ შეჰკრავს აფშინას
არაგვი მოუკლებს სირბილს,
ორწყალში სახლი დგას დაცლილი.



პედერასტთა კლუბი პარიზში

თვალებდაჭყეტილი.
შავკანიანი თეთრი კბილებით.
ამოგდებული, გაშიშვლებული.

კუთხეში სხედან მიბნედილი
თეთრი ძიები.

გ. რჩეულიშვილი.
საბოლოოდ დავქლიავდი.



ჭუჭყიანი ქუდი გახურებულ ასფალტზე

თხოვნა და მადლობა.
ხურდა ფული,
ჩაცვენილი
ქუდში.
ხანდახან მანეთი.
გზაჯვარედინზე ზის მათხოვარა.



დამსკდარა მიწა.
დალეულა ხევი.
ღრიალებს ქარი: ბუღი დგას სტეპში.



ახველებს პაპა;
მელოტი თავი;
გრძელი ულვაში ყურებამდე:
ახველებს პაპას.



ცვივა ფიფქები

ყმუიან მგლები.
იმატებს თოვლი:
ცვივა ფიფქები.



მანქანა ტრამვაის დაეჯახა,
მთელი დღე ბჭობდნენ სახლში,
საღამოს წავიდა მამასთან ერთად
ნოდარი კინოში.



ჯურღმულში უკრავდა ზურნა,
ეზოში ბოლავდა ცეცხლი,
ქორწილობდა იეზიდი.



რადიო მღეროდა ჰიმნს პარტიაზე.
სირენა წიოდა. ენთო რეკლამა.
ეგდო კურტანი.
იეზიდს ეძინა სადღაც.



დედას იგინებოდა ლოთი.
ხურდა ფულს ითვლიდა მათხოვარი.
დაკითხვაზე ბოთლზე დასმული ქურდი ყვიროდა.
ლექციას კითხულობდა ლექტორი
თემაზე:
ალკოჰოლი და ბრძოლა მასთან.



ნავსაყუდართან ვზივარ სოხუმში,
ჩემს წინ დგას გემი,
სავსე შუქით და ჯაზის ხმებით.
ის ჩქარა გავა,
ოცდახუთწუთში!



უნიჭო საქსაფონი, დიდთავა ჩელო
ჩაფხრეწილი ხმით მღერის.
ნახევარბოთლიანს უყურებს ლოთი.



ქარი მღერის,
დრო გადის ფიქრებში,
დრო გადის, ვბერდები.



გამოფხიზლება ან ის გამოფხიზლდა!


ტრამვაი მირბოდა რელსებზე,
წამყვანს ეჭირა საჭე,
პატარა თვლემდა გზაზე.

ტრამვაი გადასცდა რელსებს,
წამყვანს გაეშვა საჭე,
ბავშვი აღარა თვლემდა გზაზე.



დრო


მიყვარდა მაშინ,
არ მიყვარს ახლა.
მის მერე სამი წელი გავიდა.



ქისაში ეყარა მახორკა,
ჩიბუხი ეგდო იქვე,
იჯდა ხის სკამზე –
ბაბუა ვანიჩკა.



ავტოგადარბენა

გუგუნი იდგა ქუჩაში,
ხალხი აეყუდა კედელს,
მოტორი უშვებდა სქელ ბოლს.



მზე იდგა ქალაქში,
ბუღში გახვეული
საოცარ სიცხეებს
ეჭირათ ქუჩები,
მე დავდიოდი რუსთავლის
გამზირზე
და სიცხეს სიცხით
ვიგერიებდი.



ლექსები ზღვაზე


მზე ჩაიძირა ზღვაში.
გახურდა ღრუბელი.
მეთევზემ გაშალა ბადე.



მზემ ამოყვინთა ზღვიდან.
გაწითლდა ღრუბელი.
შეცურდა ნავი წყალში.



გახურდა ნაპირი.
დედიშობილა
რუსი
იწვა:
ეტკლიცებოდა კანი.



იდგა ხურუშის სუნი.
გრძელი ტრუსები.
დაგრეხილი ფეხები.
სიშავე: – ჭუჭყიანი.
არაყი, ღვინო.
გახურებული ქვიშა.
სომხები ისვენებდნენ
ზღვაზე.



კეხიანი ცხვირი,
თავზე ქუდი,
ტანი თეთრი და
ჭორფლიანი.
რუსი ებრაელი
შეცურდა მლაშე წყალში.



გაზაფხული

ბალახი გადამხმარი,
ველი რუხი,
მეველე ველში,
თოფი ორლულა.



როგორც შავ ორმოში ფეტვის მარცვალი,
ისე ჩავარდა ჩვენს შუა, ხაიამ, ათი საუკუნე.

პახმელიაზე არგამოსულ ლომს
გამოსასვლელად თაგვმა არაყი მიართვა,
ლომმა დალოცა.
თაგვმაც დალოცა ...

კიდე დაასხი ეს ოხერი, თითოც დავლიოთ.



სიბრძნე რო ვთქვა, სულელს დამიძახებენ.
– მიწა შემჭამს?
– დაითვრება.
– არ მოვკვდები?
– სპირტში შემინახავენ.
– აღარ დავლევ სამარეში?
– ვახ, ხო მატლები შემჭამენ.
– კოტე, დაასხი თითო არაყიც.



მოვხუცდები? რას დავეძებ, რად ვიდარდებ
იმ წლებს, რაც არ მქონია,
ახალგაზრდა არ ვყოფილვარ
არა ვდარდობ,
ღმერთმა იცის, ეს ამბავი
ჩემთვის არცთუ
ისე ძნელია.
დავიბადე არყის ბოთლით და
ვიცხოვრე მასთან ერთად.
კოტე, დაასხი,
შესვი?
ახლა მე გისხამ, შესვი, გაამოს.



დღე არც მოკვდა და არც გარდაიცვალა,
უბრალოდ, იყო და აღარ არი,
გურამს დარდი არა ჰქონია.
ერთხელ კაცი იყო,
კარგად ახსოვს,
და ახლა აღარ არი.
კოტე!
დაასხი ისევ ის არაყი,
ყველას გაუმარჯოს –
ესეც უბრალო სიტყვები არი.


კოტე, შენ მოგწონს
ჩემი ლექსები,
მე შენ მომწონხარ,
ნუ გეწყინება,
აუ, დავლიოთ ისევ
არაყი,
ეს არც გვაწყენს და არც გვეწყინება.


როგორ მეცოდება ქალი
საწყალი,
ვინც ჩემთან ერთხელ მაინც
არ ყოფილა,
როგორ მეცოდება ის პოლბუტილკა,
რომლისგან ას გრამსაც ჩემთვის
არ ასხამენ,
როგორ მეცოდება, თქვენა
ხართ მოწმე,
ჩემო ცრემლებო,
კაცი ლოთი და დედ-მამიანი.
პატრონიანი.
ნიაზ!
ვიტიროთ ისევ იმ ცრემლებით
ჩვენი პატრონი და იმათი უპატრონობა.



ჰა, პირი გავაღე,
რას მომჩერებიხართ, ჩემგან
სიბრძნეს ელით?
მოდით, მოიწით, მე არავის
მოვკლავ.
აჰათ, იყნოსეთ ისევ არყის
სუნი.


თემურ, გაგიჟდი? რას ურტყამ მაგას!
ეგეც ლოთია, ეგეც ჩვენებური,
ეგეც ბებერია
სხეულით და სულით,
ეგეც მოკვდავია,
ეგეც ახალგაზრდა,
ეგეც უბედური,
თემურ, გაგიჟდი? რას ურტყამ
მაგას...


ლეილა! კიდევ გაიარე მოჭრილი
თმებით,
ისევ მომიკალი არყისფერი გული,
ღმერთო, მითხარი!
ლეილა! რომელი ჯობია –
შენი სიფხიზლე
თუ ჩემი მთვრალი სული.


ბიჭო, ნიაზ, უძილო ხარ?
თუ არყის სიზმარს ხედავ.
– სად გარბიხარ?
არაყს ეძებ?
გინდა, რომ ცხადს ისევ
არყით დაუბრუნდე.
– ირაკლი, დაუსხი,
გურამი იხდის.



ათასჯერ დანა აქვს გურამს
მოქნეული
და არც ერთი გული არ
დაუჭრია.
ირაკლი! კაცო! ვაჭარო! ძუნწო,
დაასხი შენით ამ სისხამ დილაზე,
არაყი ღვთისაა, გამარჯობასავით.



გურამ!
შენს თვალებში ჭაჭის გრძნობა დგას,
დაბერილ ძარღვებში უფერო
სითხე,
გულშიაც ხანჯალი რომ
დაგკრან, მაინც
ვერც ცისფერს, ვერც წითელს
ვერ გამოგადენენ.
ნიაზ! მოიტა ერთი პოლბულტილკა,
ერთიც მოვწიოთ
და არყის ცრემლებით ვიტიროთ
ერთად.



ლეილა,
მე შენი თორმეტად ჩაწნული
ნაწნავი ხელში მიჭირავს,
და გულზე ვიკრავ,
შენ კი...
ვახ, რად დადიხარ თმებგაჩეჩილი,
დამისხი, კოტე, გესმის არაყი.
...



დაუკარით!
რაც მოგინდეთ ისა, გესმით,
დაუკარით!?
გურამს დარდი არ ჰქონია,
რას უქარვებთ ...



მე ჩემი საუკუნის შვილი
რათა ვარ,
როცა მეგობრად ხაიამი გამხდომია.
ხაიამ, ნუ დამახარბებ შენ
მწარე ღვინით,
მაგაზე უფრო მწარე არაყსა
სვამს გურამი ყოველ უზმოზე
და ყოველ დილას.



ლეილა!
სად გაქრა სევდა შენი თვალებიდან,
სპარსული უძირო ღამე და ბაიათი.
ლეილა!
არყის ფერივით რატომ გაიცრიცა
შენი წამწამები,
სახე მთვარე და ტუჩები ბროწეულის.
განა იმიტომ მარტო, ო, ლეილა!
რომ ჭაჭის ნექტრით გურამის
გული ჩაწვას.




როგორც შავ ორმოში ფეტვის მარცვალი,
უკუნეთ დროში
ისე უკვალოდ ჩავარდა ჩვენს შუა ო, ხაიამ,
ცამეტი საუკუნე.
და ერთი, რაც მოხდა,
შენ ღვინოს სვამდი,
მე კი არაყს ვსვამ.


ხაიამ!
გურამს იმდენი აღარა სცალია,
რომ დოქით ღვინო
და ფიალით შარბათი
შესვას.
ხაიამ!
გურამი არაყს სვამს ერთ ჯერზე
ნახევარბოთლებით
და სადღაც გარბის.



1957 – 1958
თბილისი, მოსკოვი


Sunday, May 19, 2013

გამონათქვამები














1)ადვილია მოკვდე მეგობრისთვის, მაგრამ რთულია იპოვო ისეთი მეობარი რომლისთვისაც ღირს სიკვდილი....

2)ვისაც ტანჯვის ეშინია, ის უკვე იტანჯება შიშისაგან...

3)ისწავლე საკუთარი თავის სიყვარული-რადგან მხოლოდ შენ შეგიძლია ამის სწორად გაკეთება...

4)ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს, დამიჯერეთ, განშორება აღარ იქნებოდა ...

5)მეგობარი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მიუხედავად ამისა, მაინც უყვარხარ....

6)არასოდეს არ გაჩუმდე, თორემ სიჩუმე მოგიღებს ბოლოს

7)კარგია უყურო ლამაზ ადამიანს, მაგრამ ცხოვრება ჭკვიანთან ჯობია

8)გიყვარდეს ადამიანი სილამაზისათვის, ეს იგივეა გიყვარდეს წიგნი ლამაზი ყდისათვის, რომლის შინაარსი ჯერ არ იცი

9)მეგობრებისათვის ერთბაშად რაიმე გარემოებაში სიკვდილი არაა ისეთი გმირობა, როგორც მისთვის ყოველდღიურად მსხვერპლის გაღება

10)საბედისწერო მოგონება მუდამ ხელს გიშლის ბედნიერები ვიყოთ

11)სიყვარულის გრძნობას ორი დაუძინებელი მტერი ყავს: ეჭვი და სიამაყე

12)არ უთხრა მეგობარს ის, რაც მტერმა არ უნდა იცოდეს

13)სურვილზე თუ არ გაბატონდი, მისი მონა გახდები

14)ვინმეს უნდა ვჭირდებოდეთ, ჩვენს ცხოვრებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი

15)ცხოვრება დიდი სცენაა და გაცილებით ძნელია ითამაშო ამ სცენაზე ისე, რომ არ ინანო

16)ბედნიერი სიცოცხლე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბედნიერი დღეები

17)რა ვიყოთ რომ ძველი პალტო მაცვია, საქმე ის არის ამ პალტოში ვინ რა კაცია

18)ჭეშმარიტება მხოლოდ ის არის, რაზეც ხმამაღლა არ გაჰკივიან.




ყოველთვის აპატიე შენს მტრებს;
ამაზე უფრო მათ არაფერი არ აღიზიანებს
ოსკარ უაილდი

არასრულყოფილება სილამაზეა, სიგიჟე გენიალობა;
ჯობს იყო მხიარული ვიდრე სრულიად მოსაწყენი
მერლინ მონრო

ადანიანი რომელიც არ კითხულობს არაფრით
ჯობს ადამიანს რომელიც ვერ კითხულობს
მარკ ტვენი
ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს
სოკრატე

ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ
საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ
იმ სიყვარულის გამო, რომელიც მის მიმართ სხვა
ადამიანებს აქვთ
ტოლსტოი

ყოველთვის ნუ იტყვი იმას რაც იცი,
ხოლო ის კი იცოდე, რასაც ამბობ
კლავდიუსი
უდიდესი სიბრძნეა, შეინარჩუნო ოცნების უნარი.
ოცნებანი აძლევენ ქვეყნიერებას ინტერესსა და აზრს.
ოცნებანი, თუ კი ისინი თანმიმდევრული და გონივრულია,
კიდევ უფრო მშვენიერი ხდება, როდესაც რეალურ
სამყაროს თავის ხატად და მსგავსად აქცევენ

ძნელია სიტყვების მონახვა, როცა ჭეშმარიტად რამე
გაქვს სათქმელი. და მაშინაც კი, როცა საჭირო სიტყვები
მოგადგება, მათი წარმოთქმა გრცხვენია
ერიხ მარია რემარკი - სამი მეგობარი

კაცობრიობა ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად
უყურებს ყველაფერს. ეს მსოფლიოს ისტორიაში
პირველი ცოდვაა. ქვის ხანის ადამიანს რომ სცოდნოდა
სიცილი, ისტორია სულ სხვანაირი იქნებოდა
ოსკარ უაილდი - დორიან გრეის პორტრეტი
უბრალო სურათები



















შოკოლადი 











შოკოლადი (ინგლ. Chocolate, ფრანგ. Chocolat) არის ტერმინი, რომელიც კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის აღნიშვნისთვის გამოიყენება.

შოკოლადის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეული კაკაოს მარცვლებია, რომლებიც წარმოადგენენ კაკაოს ხის ნაყოფს, რომელიც დედამიწის ტროპიკულ რაიონებში იზრდება.

წარმომავლობის მიხედვით, კაკაოს მარცვლებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ:
ამერიკული
აფრიკული
აზიური

სახეობების სასაქონლო სახელწოდება მათი წარმოების რაიონის, ქვეყნის ან პორტის სახელწოდებიდან გამომდინარეობს (მაგ.: განა, ბაია, კამერუნი, ტრინიდადი და სხვა.

ხარისხმის მიხედვით, კაკაოს მარცვლების ორ ჯგუფს გამოყოფენ:
კეთილშობილი (სახეობრივი), რომელთაც ჰაეროვანი გემო და სასიამოვნო დახვეწილი მრავალფეროვანი არომატი აქვთ (მაგ.: იავა, ტრინიდადი და სხვა)
სამოხმარებლო (ორდინარული), რომელთაც მწარე, მომჟავო გემო და ძლიერი არომატი აქვთ (მაგ.: ბაია, პარა და სხვა)

ნუშის ფორმის და 2,5 სმ სიგრძის კაკაოს მარცვლები კაკაოს ხის ნაყოფის გულშია მოთავსებული (30-50 ც.).







ისტორია

შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც სასმელი - დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას (ჩილი) უმატებდნენ. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა როგორც «kakawa»-მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მექსიკის ყურეში , მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება.ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება.

სწორედ ამ დროს დაიწყო ადამიანთა მოდგმამ შოკოლადის მიღების მეთოდების შემუშავება, სხვადსხვა ინგრედიენტების დამატებით. შოკოლადის მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ და შემდეგ ისევ აცხელებდნენ, ასე მიიღებოდა კაკაო-ხსნარი, შემდეგ უკვე ამ ხსნარს ურევდნენ წყალში და შედეგად მიიღებოდა მწარე, მაგრამ სასიამოვნო სასმელი.ამ პერიოდში ასეთ სასმელს ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა და მას "ღმერთების სასმელი" ერქვა.

მაიას ტომების გაქრობის შემდეგ შოკოლადის მომზადების ტრადიცია აცტეკებმა განაგრძეს. აცტეკები შოკოლადში ურევდნენ შაქარს, ვანილს, თაფლსა და დარიჩინს. ასეთი ხერხებით მიღებულ თხევად მასას აცტეკები მოიხსენებდნენ როგორც «xocolatl» და ის ცნობილი იყო მისი ნოყიერებით, გამაძლიერებელი (ენერგიის მოსამატებელი) და აღმგზნები თვისებებით.




შოკოლადის სახეობები

საუკუნეების განმავლობაში წარმოიქმნა და ჩამოყალიბდა შოკოლადის მრავალი სახეობა. ეს განპირობებული იყო როგორც კულტურათა და ტრადიციათა თავისებურებებით, ასევე ტექნოლოგიური მიღწევებით. მაგალითად, თუ ახალ სამყაროში შოკოლადი ცხარე წიწაკით უნდა ყოფილიყო შეზავებული, ევროპელი გურმანებისთვის ის აუცილებლად ვანილთი და შაქარით უნდა გაემდიდრებინათ. შოკოლადი - თანამედროვე მსოფლიოსათვის მზა შოკოლადის მრავალი სახეობაა ცნობილი. მათ ყველას საფუძვლად კი სუფთა შოკოლადი უდევს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მძაფრად გამოხატული მწარე გემო და მდიდარი არომატი. ფერის მიხედვით განასხვავებენ: შავი, ყავისფერი და თეთრი შეფერილობის. მდგომარეობის მიხედვით კი შოკოლადი გვხვდება: თხევადი, მყარი და შოკოლადის ფხვნილი. კულინარიაში შემდეგი სახის შოკოლადები გამოიყენება:
მწარე ან საცხობი შოკოლადი სუფთა შოკოლადი, რომელიც არ შეიცავს დანამატებს. ეს არის ძალიან მწარე გემოს, ძლიერი არომატის შოკოლადის ფხვნილი ან ფილა, რომელიც ძირითადად საცხობად გამოიყენება.
შავი შოკოლადი შოკოლადი რძის დანამატის გარეშე, ხშირად მას სუფთ შოკოლადსაც ეძახიან. ამერიკის კანონმდენლობა მას ტკბილი შოკოლადების კატეგორიას ანიჭებს და განსაზღვრავს მასში კაკაოს ლიქიორის (სუფთა შოკოლადის) 15% მინიმალურ ზღვარს. ევროპული კანონმდებლობით, კი შავი შოკოლადი 35% სუფთა კაკაოს ფხვნილს უნდა შეიცავდეს.
ტკბილ-მწარე შოკოლადი და ნახევრად ტკბილი შოკოლადი ეს არის შავი შოკოლადი კაკაოს ლიქიორის მაღალი კონცენტრაციით (პირველი სახეობა უფრო). მას ახასიატებს მწარე გემო, არ გამოიყენება როგორც დესერტი და შესაბამისად ფართო გამოყენებას პოვებს კულინარიაში. ეს ორი სახეობაა ძირითადად მოხსენიებული რეცეპტებში.
რძის შოკოლადი შოკოლადი რძის დანამატით. ამერიკული კანონმდებლობით უნდა ახასიათებდეს მინიმუმ 10% შოკოლადის სიროფის კონცენტრაცია. ევროპული კანონმდებლობა კი განსაზღვრავს შოკოლადის ფხვნილის 25% ოდენობას.
თეთრი შოკოლადი მზადდება კაკაოს ცხიმისა და კაკაოს ფხვნილისაგან.
კაკაოს ფხვნილი მწარე შოკოლადი, რომელიც გასუფთავებულია კაკაოს ცხიმისაგან და მიყვანილია ფხვიერ მდგონარეობამდე. ფართოდ გამოიყენება კულინარიაში და აადვილებს მზადების პროცესს.
შოკოლადის ”ჩიპსი მყარი შოკოლადი, რომელიც შეიძლება დამზადებული იყვეს ნებისმიერ ფერის და სიტკბოს შოკოლადით. მთავარი მახასიათებელი ამ შემთხვევაში ფორმაა, იგი შეიძლება იყვეს ბურთის, კონუსის, ფოთლის და ა.შ. ფორმის, მაგრამ ზომით არის პატარა და ხშირად არ აღემატება 1 სმ-ს დიამეტრით. გამოიყენება კულინარიაში როგორც გასაფორმებლად ასევე ბისკვიტებში. განსაკუთრებით კექსებში, ჭიქის კექსებში, მაფინებში და ა.შ.
ჰაეროვანი შოკოლადი შოკოლადი მრავალი პატარა ბურთულით სასიამოვნო ნუგბარია, რომელსიც დამზადების ორიგინალური წესით გამოირჩევა. უკვე სასურველი გემოვნებით შემზადებულ შოკოლადის თხევად მასას ათავსებენ ვაკუუმ-ქოთნებში, სადაც +40 გრადუსზე 4 საათის განმავლობაში მზადდება. რის შემდეგაც მისი საერთდ შეხებისას წარმოიქმნება სწორედ ეს საუცხოო ფორებიანი შოკოლადი.
თხევადი შოკოლადი ის შეიძლება მომზადებული იქნეს როგორც შავი შოკოლადიდან, ასევე შეიძლება მომზადდეს კაკაოს ფხვნილის, სითხის (რძე, წყალი) და შაქრის შეზავებით. მომზადების მრავალი წესი არსებობს, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის მისი თხევად მდგომარეობაში არსებობა და ისე გამოყენება.







შოკოლადის მწარმოებლები

შოკოლადის წარმოებით მთელს მსოფლიოშია დაკავებული როგორც ცნობილი კომპანიები ასევე ცალკეული კულინარებიც. შოკოლადის მწარმოებელი უდიდესი ფირმებია: ჰერში, ნესტლე, შარფენ ბერგი, ჯიარდელი და ა.შ.